დაკეცეთ ტანსაცმელი ამ მეთოდით და თქვენს კარადაში ყოველთვის წესრიგი იქნება

სეზონის ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ სად შევინახოთ ტანსაცმელი ისე, რომ მათ პირვანდელი ფორმა შეინარჩუნონ და ამავე დროს არ დაიკავონ ზედმეტი ადგილი. ამ მეთოდებით ქურთუკებიც კი აღარ შეგაწუხებთ.

დაკეცვის მეთოდი გრძელი ქურთუკებისთვის

შეკარით ქურთუკის ელვა-შესაკრავი და ყველა მოქლონი. გამოაბრუნეთ მუცლის ქვედა ნაწილი და იგი მკლავების ხაზამდე აწიეთ.

სახელოები ერთმანეთზე დააწყვეთ და ზემოდან კაპიუშონი გადააფარეთ. შემდეგ კი ისინი ქურთუკის ქვედა ნაწილში დამალეთ.

ქურთუკის ზედა ნაწილი ქვედაში გაახვიეთ.

მეთოდი მოკლე ქურთუკებისთვის

გადააბრუნეთ ქვედა ნაწილი ზუსტად ისე, როგორც პირველ მეთოდში.

სახელოები ერთმანეთზე დაალაგეთ და ზედა ნაწილი ქვემოთ მიღებულ “ჯიბეში” ჩაკეცეთ.

დაკეცვის მეთოდი პალტოებისთვის

გადაკეცეთ პალტო. სახელოები გადააჯვარედინეთ.

ქვედა ნაწილი გადმოკეცეთ საყელომდე. საყელო მიღებულ ჯიბეში ჩამალეთ.

სვიტერების დაკეცვის მეთოდი

სვიტერის მკლავები გადააჯვარედინეთ. ტანსაცმლის კიდეები შუა ნაწილამდე გადაკეცეთ.

ქვედა ნაწილი საყელომდე გადმოკეცეთ და საყელო მიღებულ ჯიბეში დამალეთ.

მეთოდი კაპიუშონიანი სვიტერისთვის

სვიტერის მკლავები ქვედა ნაწილზე ცენტრში მოათავსეთ.

ქვედა მხრიდან დაიწყეთ სვიტერის რულეტის მსგავსად გახვევა და იგი კაპიუშონში მოათავსეთ.

მეთოდი პერანგების დასაკეცად

პერანგი ზურგით ზემოთ გადმოაბრუნეთ. სახელოები გვერდებზე დაალაგეთ. მხარეები ცენტრამდე გადაკეცეთ.

შემდეგ პერანგი შუაზე გადაკეცეთ და გადმოაბრუნეთ საყელოთი ზემოთ.

მეთოდი ჯინსებისთვის

ჯინსის “ფეხები” ერთმანეთთან შეაერთეთ. გაახვიეთ ისინი ისე, რომ წინა ნაწილი უკანა მხარეს აღმოჩნდეს.

გახვევა ზედა მხრიდან დაიწყეთ, ჯინსი რულონივით გაახვიეთ, შარვლის შუა ნაწილში გაჩერდით.

გვერდზე გადაკეცეთ შარვლის ერთი “ფეხი” და განაგრძეთ გახვევა.

 

გადაკეცილი “ფეხი” გადმოაბრუნეთ და რულონი მასში მოათავსეთ.

მეთოდი ნაკრებისთვის

გადააბრუნეთ ჯემპრი ზურგით ზემოთ, შარვლის “ფეხები” ზედა ნაწილზე დაალაგეთ. ზემოდან კი სახელოები დაადეთ.

გვერდები ცენტრისკენ გადმოკეცეთ, შემდეგ სამოსი შუაზე გადაკეცეთ და გადმოაბრუნეთ.

მეთოდი ლასინებისთვის

ლასინის “ფეხები” შეაერთეთ.

გაიმეორეთ ჯინსის დაკეცვის მეთოდის პირველი პუნქტები.

როდესაც ლასინებს გაახვევთ, რულონი გადაკეცილ “ფეხში” არ მოათავსოთ, უბრალოდ შეკეცეთ იგი რულონის შიგნით.

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში: