ბრტყელი სახლი ბრისტოლში და როგორ ცხოვრობენ მუყაოს მაკეტისმაგვარ შენობაში

ბრისტოლი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ძლიერი ქალაქია, რომელიც თავისი უნიკალური საზღვაო ატმოსფეროთი და საინტერესო ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი. მათ შორის შეგიძლიათ შეხვდეთ შუასაუკუნეების ციხეებს, პომპეზურ ტაძრებსა და საკმაოდ უცნაურ შენობას – “მუყაოს” სახლს. შენობის ვიწრო დაბოლოება გაკვირვებას იწვევს იმ ადამიანებში, ვინც ამას პირველად ხედავს, თუმცა, სახლის ზოგიერთი მაცხოვრებელი ამ უცნაურობას ვერც კი ამჩნევს.

ბრისტოლში, დასავლეთ ინგლისის დედაქალაქში ჩასულ ტურისტებს შორის ბევრი ცდილობს გაისეირნოთ ძველ ქუჩებში, მოინახულოს მუზეუმი, ციხეები და რა თქმა უნდა იხილოს ცნობილი ვიწრო სახლი. მისი გვერდითი ფასადი შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს – იგი მხოლოდ 60 სმ-ია. ცხოვრებაში ასეთი სანახაობის პირველად დანახვა და მისი წარმოდგენაც კი რთულია, როგორ  შეიძლება მან მასიურმ ორსართულიან შენობას გაუძლოს და მსუბუქი ქარის დაბერვამ არ დაანგრიოს იგი. მაგრამ თუ ამ სახლთან ქუჩის მეორე მხრიდან მიხვალთ, მაშინ ეს სახლი არაფრით გამოირჩევა ახლომდებარე ობიექტებისგან.

საინტერესო ფაქტი ჩვენი რედაქციისგან:  მსგავს არქიტექტურულ ქმნილებებს შეგიძლიათ შეხვდეთ მთელს მსოფლიოში და ვინ იცის, რა მიზეზებმა აიძულა შემოქმედები შეექმნათ ასეთი არასტანდარტული ნაგებობები. მაგრამ ასეთ დიზაინებში არანაირი განსაკუთრებული საიდუმლოებები არ არსებობს – ეს მხოლოდ დახელოვნებული ოპტიკური ილუზიაა. განსაცვიფრებელი ეფექტის მისაღწევად, სახლის ერთ კუთხეს აუცილებლად თითქმის მკვეთრად აკეთებენ, ხოლო მეორეს სტანდარტულად. სწორედ ამის ხარჯზე გვეჩვენება, რომ ეს ჩვეულებრივი ბუტაფორიაა და არა საცხოვრებელი სახლი.

როოგორც წესი, ასეთი სახლები ყველას ყურადღებას იპყრობს და ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცევა, მაგრამ ბრისტოლში მდებარე ამ სახლთან საკმაოდ კურიოზული ისტორია მოხდა. ამ უცნაური სახლის ერთ-ერთმა მკვიდრმა, 59 წლის ენდი უოტსონმა თითქმის 20 წელი გაატარა ამ შენობაში, მაგრამ ის ვერც კი ხვდებოდა, რომ ასეთ არაორდინალურ ადგილას ცხოვრობდა. იმის შესახებ, რომ მისი ბინა ცნობილ “მუყაოს” სახლში მდებარეობდა, მან სრულიად შემთხვევით შეიტყო, როდესაც ნათესავები ესტუმრნენ.

ენდის იმდენად გაუკვირდა, რომ სტუმრებს არ დაუჯერა და შენობა თავად დაათვალიერა, რომ დარწმუნებულიყო. ამის არცოდნას ენდი განმარტავს იმით, რომ ის  შენობის იმ მხარეს ცხოვრობს, სადაც სახლი საკმაოდ ჩვეულებრივია და სამსახურშიც იმავე გზით დადის, ამიტომ ამ განსაკუთრებულობაზე გაფიქრებაც არ შეეძლო. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობენ ასეთ ბინებში, მაგრამ რადგან ადამიანმა 17 წლლის განმავლობაში ვერ შეამჩნია, რომ სახლი უჩვეულოა, ეესე იგი, არც დისკომფორტი უგრძვნია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ შენობის ვიწრო ბოლოში არის სამრეცხაო 4 სარეცხი მანქანით, რომლებსაც იყენებს რამდენიმე მოსახლე, რომლებსაც უფრო პატარა ბინა აქვთ.