ბინის არჩევა ყოველთვის რთული და ნერვული პროცესია. ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში. რემონტი და ოთახის ვიზუალური მხარე ყველაზე მთავარი არ არის. იმისთვის, რომ დრო, ძალები და ფული ფუჭად არ დახარჯოთ, ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის შეადგინა სია რამდენიმე პუნქტისგან, რომლებიც აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, სანამ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე მოაწერდეთ ხელს.

პუნქტი 1: ტემპერატურა

კარგი ბინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ტემპერატურა. როდესაც ბინის დასათვალიერებლად წახვალთ, თან წაიღეთ თერმომეტრი და დადეთ იგი ნებისმიერ ოთახში (თუ კუთხისაა – მოათავსეთ იგი იმ ადგილას). “ექსკურსიისა” და ბინის მეპატრონესთან საუბრის შემდეგ, აიღეთ თერმომეტრი და შამოწმეთ, რამდენი გრადუსია მასზე. ყველაზე ოპტიმალურ და კომფორტულ მაჩვენებლად ითვლება 21-დან 25 გრადუსამდე ტემპერატურა. თუ ზაფხულობით ბინაში ცხელა, ზამთარში კი ძალიან ცივა, ნიშნავს, რომ ბინაში ჰაერის გაცვლა და თერმო იზოლაციაა დარღვეული.

პუნქტი 2: ხმაურის დონე

თუ თქვენ იყიდით ბინას სახლში, რომელიც მშენებლობასთან ან დატვირთულ მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, მაშინ სიჩუმე თქვენთვის ოცნებად იქცევა. თუმცა, ეს ყველა მიზეზი არ არის, რის გამოც თქვენ შეიძლება თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. როგორც წესი, ხრუშოვკის კედლები ძალიან თხელია, და თქვენ გაიგონებთ თქვენი მეზობლების საუბარს, მტვერსასრუტისა და ტელევიზორის ხმას. კიდევ ერთი მიზეზი არის ახლომდებარე საბავშვო ბაღი ან სკოლა. თუ არ გსურთ უცნაურმა ხმებმა მუდმივად გაგიფანტოთ ყურადღება, ბინის შემოწმებისას ყურადღებით მოუსმინეთ ხმაურს: თუ მკაფიოდ გესმით, როგორ მოძრაობს ლიფტი ან როგორ ხმაურობენ ახლოს გამვლელი მანქანები,  ნიშნავს, რომ ბინას ცუდი ხმის იზოლაცია აქვს. შემოწმების კიდევ ერთი გზაა – ტელეფონში ჩართეთ მუსიკა, დატოვეთ ოთახში, თავად კი სამზარეულოში, შემოსასვლელში ან სააბაზანოში შედით. ასე თქვენ მაშინვე მიხვდებით, თუ რამდენად კარგად გაიგონებთ მეზობლებისს ხმას.

პუნქტი 3: მაღალი ხარისხის ფანჯრები

თუ ბინას ძველი, საბჭოთა დროინდელი ფანჯრები აქვს, უკან მოუხედავად გაიქეცით. ისინი ავტომატურად აღნიშნავს, რომ თქვენ სახლში მუდმივი ორმხრივი ნიავი და ძალიან ცუდი ხმის იზოლაცია გექნებათ. კარგი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ბინაში კომფორტული მიკროკლიმატის გარანტია, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული თქვენი კეთილდღეობა. ფანჯრების ხარისხის შესამოწმებლად, დაადეთ მას ხელი. პირველი საგანგაშო ზარი არის ფანჯრიდან შემომავალი ნიავი. ასევე მოიაქციეთ ყურადღება თავად შუშის ტემპერატურას: თუ იგი ზამთარში ცივი და ზაფხულში ცხელია, ეს ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. კიდევ ერტი მომენტი არის კონდენსაციის ან ყინულის არსებობა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ფანჯრები არ სუნთქავს ან იყინება. ან შესაძლოა ისინი უბრალოდ არასწორად იყოს დამონტაჟებული.

პუნქტი 4: წყლის წნევა 

მოგეხსენებათ, რაც უფრო მაღლა მდებარეობს ბინა, მით უფრო ცუდია წყლის წნევა. სიტუაცია განსაკუთრებით სამწუხაროა დილაობით, როდესაც სახლის ყველა მაცხოვრებელი სამსახურში აპირებს წასვლას, და საღამოს, როდესაც ისინი დამღლელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდებიან. ამიტომ სასურველია ბინა ზუსტად ამ საათებში შეამოწმოთ, რომ შეძლოთ სრული სურათის ნახვა. აუცილებლად მოუშვით ონკანი სამზარეულოში ან სააბაზანოში, რომ შეამოწმოთ წყლის წნევა. თუ იგი სუსტია, კარგად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა შეეგუოთ ამ პრობლემას ყოველდღიურად.

პუნქტი 5: სანდო იატაკი

იატაკის ხარისხზე ასევე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ ხმებს, რომლებიც ქვემოდან ამოდის, როდესაც ოთახიდან ოთახში გადაადგილდებით. თუ გარკვევით შეგიძლიათ გაიგოთ გაბზარვის ან ჭრაჭუნის ხმა, ეს ნიშნავს, რომ მეპატრონეებმა იატაკის საფარის დაგებისას იძუნწეს. სრულიად შესაძლებელია, რომ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, არ დაესუფთავებინათ და განეახლებინათ ძველი იატაკის საფარი, რის შედეგადაც იატაკის ქვეშ არასასურველი სიცარიელეები წარმოიქმნა. გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ძველი საფარის ქვეშ სიცარიელეების არსებობან შეიძლემა სოკოს ან მწერების გამრავლება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში კი ჰიგიენაზე საუბარიც ზედმეტი იქნება.

პუნქტი 6: განლაგება

ძალიან მნიშვნელოვანია გადახედოთ ბინის ტექნიკურ პასპორტს და შეადაროთ იმას, რასაც თავად ხედავთ. სრულებით შესაძლებელია, რომ ამჟამინდელმა მეპატრონეებმა შეცვალეს ბინის განლაგება ან განაახლეს კედლები, მაგრამ მათი ცვლილებები არ დაუკანონებიათ. თუ თქვენ შეუსაბამობებს შეამჩნევთ, აუცილებლად გაარკვიეთ მეპატრონეებთან, რა მიზეზით განსხვავდება ბინის გეგმა საცხოვრებლის ამჟამინდელი მდგომარეობისგან. ნებისმიერი რემონტი, რომელიც შენობის განახლებასთანაა დაკავშირებული, უნდა იყოს კანონიერი. თუ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ ბინა მაინც შეიძინეთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ერთ დღესაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებით. თქვენ დაგავალდებულებენ საკუთარი ხარჯებით დაუბრუნოთ ბინას პირვანდელი სახე და ჯარიმა გადაიხადოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გაუმშრალი კედლების დემონტაჟმა შეიძლება ბზარების ან მათი ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვიოს.

პუნქტი 7: ფანჯრების ადგილმდებარეობა

უძრავი ქონების სფეროს ექსპერტები არ გირჩევთ ბინის შეძენას, რომლის ფანჯრები ჩრდილოეთით მდებარეობს. ჩვეულერივ, ასეთ საცხოვრებელში წელიწადის ნებისმიერ დროს ოთახები ძალიან ბნელი და ცივია. სამხრეთის მხარეს არსებული ფანჯრები ასევე არ არის საუკეთესო ვარიანტი – თქვენ მუდმივად მოგიწევთ მზის სინათლისგან დამალვა და ხშიად განიცდით ჟანგბადის ნაკლებობას. გარდა ამისა, ზაფხულობით ბინა წარმოუდგენლად ცხელი იქნება და ალბათ ფანჯრებზე დამცავი ფოლგის გაკვრაც კი ვერ გიშველით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ბინა, რომელსაც ფანჯრები დასავლეთის ან აღმოსავლეთის მხარეს აქვს, შესანიშნავი ვარიანტია. ამ შემთხვევაში შენარჩუნდება იდეალური ბალანსი.

პუნქტი 8: მილების მდგომარეობა

ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულოში ან სააბაზანოში მილების შემოწმება – ისინი გლუვი და სუფთა უნდა იყოს. ნებისმიერი დარღვევები, ჟანგის კვალი, ლაქები განგაშის ზარია. და თუ მილები დაძველებული და გაცვეთილიცაა, მაშინ მოემზადეთ გარდაუვალი დატბორვისთვის, რადგან ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს. შედეგად, დაიტბორება თქვენი და მეზობლების ბინები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ონკანების, სარქველებისა და ბერკეტების მდგომარეობა. ისინი არ უნდა იყოს დაჟანგული, მარტივად და ძალდატანების გარეშე უნდა ირთვებოდეს. სცადეთ გადაკეტოთ წყალი სამზარეულოში, თუ ამას უკვე დიდი ძალდატანებით აკეთებთ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ავარიის დროს – თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ დროულად გადაკეტოთ ონკანი და თავიდან აიცილოთ წყალდიდობა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი