
მე რამდენიმე წლის განმავლობაში ვოცნებობდი ქვიშით ხატვისთვის მანათობელი მაგიდის შეძენაზე. მზა მაგიდები, რომლებიც ვნახე, საკმაოდ დიდი ზომის იყო და შესაფერისი ფასიც ჰქონდა. გარდა ამისა, არ მინდოდა ჩემი პატარა ბინა დიდი ზომის ავეჯით გადამეტვირთა.
ამ სტატიაში მოგიყვებით და გაჩვენებთ, თუ როგორ გავაკეთე ქვიშის სახატავი მაგიდა საკუთარი ხელით.
ჩვენ ვიყენებთ IKEA-ს ბრენდის LACK-ის მაგიდას, როგორც საფუძველი. მას ძალიან მცირე ზომები აქვს: 55 სმ x 55-ზე და სიმაღლე 45 სმ, არსებობს მრავალი განსხვავებული ფერი, მე მწვანე ავირჩიე.
ეტაპი 1: აკრილის (მინის) სწორი არჩევანი
იდეალურ შემთხვევაში, მინდოდა მაგიდის ზედაპირის ნაწილი აკრილის ერთი სქელი ფერიდან გაკეთებულიყო, ამოღრმავებით პერიმეტრის გარშემო. თუმცა, აკრილი უნდა იყოს რძისფერი (თეთრი), სინათლის თანაბრად გაფანტვისთვის, ეს კი საკმაოდ ძვირი ღირს და ზოგადად ძნელია ასეთი აკრილის 5 მმ-ზე მეტი სისქის პოვნა. გარდა ამისა, ამოღრმავების გასაკეთებლად საღარავი ან რაღაც მსგავსი გჭირდებათ. ჩემს მეგობრებს სარეკლამო სახელოსნოში (სადაც ეს მინა ავიღე) ასეთი აღჭურვილობა არ ჰქონდათ. ამის ნაცვლად, მათ ორი აკრილის ფირფიტა შევუკვეთე. ერთი გამჭვირვალე, 8 მმ სისქისა და ერთი რძისფერი 3 მმ სისქის.
მინების ზომები
- გამჭვირვალე აკრილი 480 მმ x 480 მმ-ზე
- რძისფერი აკრილი 550 მმ x 550-ზე (მაგიდის ზომების შესაბამისად)
*ფოტოზე სქელი აკრილი ასევე თეთრია, სინამდვილეში, იგი გამჭვირვალეა, უბრალოდ მასზე გადაკრული დამცავი საფარია თეთრი.
ეტაპი 2: შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი
- მაგიდის ზედა ნაწილი ფრთხილად მონიშნეთ. შეამოწმეთ თქვენ მიერ აღნიშნული ადგილი, შეგიძლიათ მასზე აკრილის ფირფიტა დაადოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი მაგიდაში გაკეთებულ ჭრის შეესაბამება. აკრილის ფირფიტა შეიძლება უსწორმასწორო ფორმის იყოს, ამიტომ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ.
- გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ ახალი პირები. სწორი ჭრილის გასაკეთებლად გამოიყენეთ სახაზავი. სახაზავი მაგიდის ზედაპირზე არ უნდა მოძრაობდეს. ნუ იჩქარებთ, რადგან დანით შეიძლება არასწორად ჭრილი გააკეთოთ.
- მაგიდის ამოჭრილი ზედაპირიდან ამოიღეთ ნარჩენები. იქ თქვენ ნახავთ ბადოვან შემავსებელს, ისიც ასევე მთლიანად უნდა ამოიღოთ.
- დარწმუნდით, რომ ჭრილი თქვენს აკრილს შეესაბამება.
ეტაპი 3: მოვჭრათ კუთხეები
ჩვენი მაგიდის თითოეული კუთხე გამაგრებულია დსპ-ის გვერდებით. ისინი ხელს გვიშლის სქელი აკრილის დაყენებაში. თუ მათ მოვჭრით, მაშინ მინას კარგად გაამაგრებენ. აუცილებელია დსპ აკრილის სისქეზე ამოვჭრათ, ეს ჩვეულებრივი სამონტაჟო დანით შეგვიძლია გავაკეთოთ. ფრთხილად იყავით, მთავარია ზედმეტად არ ამოჭრათ მასალა, თუ საჭიროზე მეტად ამოჭრით, საშიში არაფერია, ამოჭრილი ნაწილებისა და PVA წებოს დახმარებით შეგიძლიათ იგი საჭირო სიმაღლემდე გაზარდოთ.
როდესაც დავრწმუნდებით, რომ აკრილის სსქელი ფირფიტა იდეალურად ჯდება მისთვვის დამზადებულ ჩარჩოში, შეგვიძლია მაგიდის შიგნითა ნაწილის შეღებვას შევუდგეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს საჭირო არ არის, მაგრამ ცდებით. თეთრი ფერი სინათლის უფრო თანაბრად გავრცელებას შეუწყობს ხელს და ჩვენი მანათობელი მაგიდის სინათლეს გაზრდის.
ეტაპი 4: ელექტრობა
აქ მე სპეციალისტის დახმარება დამჭირდა.
- მან აიღო 5 წებოვანი LED განათების ლენტი. ეს ლენტი 12 ვოლტიანია, ასე რომ, საჭიროა ელექტროენერგიის მიმწოდებელი ბლოკი, რათა ქვიშით სახატავი მაგიდის დენცქვიტაზე შეერთება შევძლოთ. ლენტი სხვადასხვა ფერებში იყიდება, მაგრამ მე ცივი თეთრი ფერი ავირჩიე. რადგან იგი ყველაზე ნათელია.
- მასზე გამომრთველის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
- მაგიდის ძირში გავბურღეთ ხვრელი, სადაც შტეკერს გავიყვანდით. შტეკერის საპირისპირო ბოლოში, რამდენიმე ცალუღი (ხამუტი) დავამაგრეთ, რომ იგი ხვრელში არ ჩავარდნილიყო.
ეტაპი 5: განათების დაყენება
ლენტი მაგიდაზე მოათავსეთ, მაგრამ არ დააწებოთ. დარწმუნდით, რომ შერჩეული განლაგება თქვენთვის სრულყოფილია და ლენტი მაგიდაზე ზუსტად ეტევა. უმჯობესია მანათობელი ლენტის დაწებება ბოლოდან დაიწყოთ, რომ საბოლოოდ ახალი ნახვრეტის გაკეთება აღარ დაგჭირდეთ. წებოვანი ლენტი საკმაოდ ძლიერია, თუმცა მე საიმედოობისთვის ორმხრივი წებოვანი ლენტის რამდენიმე ზოლი დავამატე კიდეებსა და კუთხეებში.
ახლა ლენტი ელექტროენერგიის წყაროსთან დააკავშირეთ, რომ მის მუშაობაში დარწმუნდეთ.
ეტაპი 6: აკკრილის დაინსტალირება
გამჭვირვალე აკრილის ფირფიტაზე აღნიშნეთ და გაბურღეთ ხვრელები. შემდეგ ეს ფირფიტა გამოიყენეთ, როგორც შაბლონი რძისფერი აკრილის გასაბურღად. ნახვრეტები ხრახნებზე უფრო დიდი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დამაგრების დროს აკრილი შეიძლება გაიბზაროს.
რძისფერი აკრილის კუთხეები შეგიძლიათ მოამრგვალოთ.
შეარჩიეთ საჭირო ზომის მომჭერები. თვითმჭრელი შურუპი იყიდება სხვადასხვა ფერებში და განსხვავებული თავით, მე ავირჩიე მრგვალთავიანი ბზინვარე შურუპი.
დაამაგრეთ ეს ყველაფერი თავის ადგილას და მზადაა! შეეცადეთ მინას სისუფთავე შეუნარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მტვერი და ჭუჭყი აკრილის შიგნითა ფირფიტაზე ან ორ ფირფიტას შორის განათების ჩართვისას ძალიან შესამჩნევი იქბება.
ეტაპი 7: დასრულება
დარწმუნებული ვარ, რომ ქვიშით სახატავი მაგიდის საკუთარი ხელით დამზადების უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ჩემი საბოლოო შედეგი ძალიან მომეწონა, იგი ძალიან ლამაზად გამოიყურება. მაგიდა ძალიან კარგად ანათებს და არა მხოლოდ ქვიშით ხატვისთვის, არამედ ფოტოების სანახავად და ნახატების კოპირებისთვისაც იდეალურია. რაც მთავარია, იგი საკმაოდ გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში!