4 საყოფაცხოვრებო მოწყობილობა, რომლებსაც ჩვენს სახლებში აღარაფერი ესაქმება

ადამიანი, საკუთარ სახლშიც კი ათასობით ნივთითაა გარშემორტყმული. და ამათგან ყველა აუცილებლად საჭირო არ არის. ზოგი ინტერიერის ობიექტებია, ზოგი კი უბრალოდ ელოდება, როდის დასჭირდება მეპატრონეს. მაგრამ ყველა ამ ნივთებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც უკვე დიდი ხანია აღარ არის საჭირო, მაგრამ სახლში ადგილს კვლავ იკავებს. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია არსებობს მათი თანამედროვე და ოპტიმალური ალტერნატივა. აქ მოცემულია 4 მოწყობილობა, რომელთაგან სახლი უნდა გაათავისუფლოთ.

1. რადიომიმღები

ნახევარი საუკუნის წინ, რთული წარმოსადგენი იყო სახლი ან ბინა ამ მოწყობილობის გარეშე. რადგან ტელევიზორი მხოლოდ მასობრივი მოხმარების ნაწილი იყოო, რადიომიმღებები კი იმ მომენტში უკვე ძალიან პოპულარული იყო და ყველა ოჯახის მაგიდებსა თუ კედლებს “ამშვენებდა”. მაშინ სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ინფორმაციის მთავარ წყაროს, ზოგჯერ პრესასაც კი ცვლიდნენ. გარდა ამისა, მათ მასობრივად, სხვადასხვა ფორმებით ამზადებდნენ, შეძენა კი დიდ ძალისხმევას არ საჭიროებდა.

მაგრამ რადიომიმღებებმა თავიანთი პრიორიტეტული პოზიცია დიდი ხანია დაკარგეს. და საქმე მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ დღეს ინფორმაციის წყაროების მრავალფეროვნება გაცილებით მეტია, ვიდრე ეს 30 წლის წინ იყო. ტექნოლოგიის განვითარება საშუალებას გვაძლევს დღესდღეობით არ გამოვიყენოთ ცალკეული გაჯეტი რადიოს სიხშირის მისაღებად – ამ ფუნქციებით უკვე დიდი ხანია აღჭურვილია ტელევიზორები, სმარტფონები დაჭკვიანი საათებიც კი.  ამიტომ, რადიომიმღებს დღეისათვის არანაირი სარგებელი აქვს, ბაზარი დიდი ხანია გვთავაზობს მის აქტუალურ ალტერნატივას.

საუბარია დიდი ხნის წინ გამოგონებულ Bluetooth სპიკერზე. ეს მცირე მოწყობილობა არა მხოლოდ რადიოს სიხშირეს იჭერს, არამედ სმარტფონთან დაკავშირებით უკრავს თქვენთვის საყვარელ მუსიკას ან აუდიო წიგნს. გარდა ამისა, იგი შესანიშნავია მანქანაში ან ბუნებაში გამოსაყენებლად.

2. მაღვიძარა და თერმომეტრი

რა თქმა უნდა, იმაზე, რომ მაღვიძარა და ოთახის ან ეზოს თერმომეტრი ჯერ კიდევ გვაწვდის ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაციას, დავა არ ღირს. ჩვენ ჯერ კიდევ გვინდა დროულად გავიღვიძოთ და ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ჩავიცვათ ამინდის მიხედვით. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის დონის გათვალისწინებით, თითოეული ფუნქციისთვის ცალკეული გაჯეტის გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს. რადგან დღესდღეობით ყველა საჭირო ინფორმაციას ნებისმიერი ციფრული მოწყობილობით შეიტყობთ, რომელიც თქვენს ხელთაა.

ბევრი ჩვენგანი, გაღვიძებისთანავე, პირველ რიგში იღებს ტელეფონს ან პლანშეტს და ალბათ, ლეპტოპთან ერთად საუზმობს. და თითოეულ გაჯეტში დიდი ხანია ჩამონტაჟებულია ამინდის ვიჯეტი. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო სახლი გადატვირთოთ ისეთი მოწყობილობებით, რომელთა მაჩვენებლის წაკითხვაც ეკრანზე თითის რამდენიმე დაწკაპუნებითაა შესაძლებელი.

ხოლო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სურს საწოლის ტუმბოზე ან თაროზე ჰქონდეს დროისა და ამინდის პროგნოზის მაჩვენებელი გაჯეტი, ან ვინც ინტერნეტის ინფორმაციას არ ენდობა, არსებობს შესანიშნავი თანამედროვე ალტერნატივა – საშინაო მეტეო სადგური. ის ზომავს ტემპერატურას ფანჯრის გარეთ ან სახლში, ასევე აჩვენებს დროს და მასზე მაღვიძარას დაყენებაც შეგიძლიათ.

3. თეთრეულის საშრობი

დაახლოებით 15-20 წლის წინ ტანსაცმლის საშრობი თითქმის ყველა დიასახლისის ოცნება იყო. რადგან მასზე მოსახერხებელი იყო ტანსაცმლის გაშრობა ცივ ან წვიმიან ამინდშიც, როდესაც აივანი ამ მიზნებისთვის უსარგებლო ხხდებოდა. თუმცა, მათი საუკუნე ხანმოკლე აღმოჩნდა, მსგავსი ფუნქციების მქონე პროდუქციის უზარმაზარი ასორტიმენტის გამო.

დროთა განმავლობაში გამოჩნდა უფრო და უფრო მეტი ელექტრო საშრობები გათბობის სპირალებით, რომლებიც გაცილებით უკეთ უმკლავდებიან ამ საქმეს, ვიდრე დიდი ზომის კონსტრუქციები, რომლებიც სააბაზანო ოთახის კუთხეში ან აივანზე იკავებს ადგილს. თუმცა, სინამდვილეში, ყველა ეს მოწყობილობა დიდი ხანია გახდა უბრალო დიდი საგენბი, რომლებიც დიდ თუ პატარა ბინებსა და სახლებში სივრცეს იკავებენ. რადგან პროგრესმა სარეცხი მანქანა ტანსაცმლის გაშრობის უნარით დააჯილდოვა.

თანამედროვე სარეცხ მანქანებში დიდი ხანია ჩამონტაჟებულია ტანსაცმლის გაშრობის ფუნქცია, ზოგს კი “დაუთოების” ფუნქციაც აქვს. რა თქმა უნდა, მათ, ვინც ჯერ კიდევ სურს ამ მიზნებისთვის ცალკეული მოწყობილობის შეძენა, შეგიძლიათ გადახედოთ უახლეს გაჯეტებს ჩაშენებული სენსორებით, ისინი განსაზღვრავს იმ ქსოვილების ტენიანობას, რომლებიც ამ უკანასკნელზე მანამ იქნება ჩამოკიდებული, სანამ მთლიანად არ გაშრება. თუმცა, ასეთი ტექნოლოგიები საკმაოდ ბევრ ელექტრო-ენერგიას მოიხმარს და ძვირადაც ფასობს, ამიტომ იგივე ფუნქციით აღჭურვილი სარეცხი მანქანა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად რჩება.

4. ელექტრო ცოცხი

რამდენიმე წლის წინ, ეს საწმენდი გაჯეტი უბრალოდ წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებით ადიდებდნენ მათ შინაური ცხოველების პატრონები და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები. მართლაც, ცხოველების ბეწვსა და ბავშვების მიერ დაყრილ ნაგავს მხოლოდ ელექტრო ცოცხი უმკლავდებოდა.

თუმცა, დღეს მათი საჭიროება ეჭვქვეშ დგას. პირველ რიგში, ეს გაჯეტი შესაფერისია მსხვილი ნაგვის დასუფთავებისთვის. მეორეც, მცირე ზომის ბინებისთვის ელექტრო ცოცხი შეიძლება არა დამხმარე, არამედ სივრცის უზარმაზარი “ოკუპანტი” იყოს. ამიტომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათზე მოთხოვნა სტაბილურად ეცემა, თუმცა ისინი წარმოებაში მაინც არის.

ხოლო საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის, დიდი ხანია გამოიგონეს პატარა და დამოუკიდებელი დამხმარე. რობოტი მტვერსასრუტი არა მხოლოდ მტვერსა და ჭუჭყს შთანთქავს, არამედ წმენდს იატაკსა და ფანჯრებსაც კი. თანაც, ამ გაჯეტის ფორმებისა და ფუნქციების ასორტიმენტი ნებისმიერი დიასახლისის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.