სუნამოს სურნელი მალე ქრება? არსებობს 9 წესი, რომლებიც უნდა დაიცვათ

თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი სუნამოს არომატი მისი გამოყენებიდან ერთი საათის შემდეგ ქრება, ნუ იჩქარებთ ეს სუნამოს დააბრალოთ – ალბათ, მათი ცუდი მდგრადობა აიხსნება არა დაბალი ხარისხით, არამედ იმით, რომ თქვენ არასწორად იყენებთ მათ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 7 ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სასიამოვნო არომატი მთელი დღის განმავლობაში.

ალბათ ყველა გოგო ოცნებობს სუნამოების მოხმარების რაოდენობის შემცირებაზე და არომატის მდგრადობაზე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ელიტური სუნამოების მოყვარულთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ყოველთვიურად შეიძინონ Chanel-ის სუნამოს ახალი ბოთლი. იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი არომატი რაც შეიძლება დიდხანს გაგყვეთ, დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი.

წესი 1: დაისხით სუნამო შხაპის მიღებისთანავე

შესანიშნავი ჩვევაა სუნამოს გამოყენება წყლის პროცედურების დასრულებისთანავე. სუნამო საუკეთესოდ შეიწოვება კანში იმ მომეტში, როდესაც ის ტენიანი და ორთქლით დამუშავებულია. აქედან გამომდინარე, არ უნდა დაგავიწყდეთ, აბაზანი ან შხაპის მიღების შემდეგ კისერსა და მაჯებზე დაისხათ საყვარელი სუნამოს რამდენიმე წვეთი. ასე თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ისინი კანზე საღამომდე შენარჩუნდება, და თქვენ დღის განმავლობაში არომატის “განახლება” აღარ დაგჭირდებათ.

წესი 2: დაატენიანეთ თქვენი კანი

როგორც დადგინდა, სუნამო დიდხანს არ ნარჩუნდება მშრალ კანზე. ამიტომ, სუნამოების გამოყენებამდე, იგი აუცილებლად უნდა დაატენიანოთ. ეს შეიძლება გაკეთდეს კრემებისა და ლოსიონების გამოყენებით. უმჯობესია აირჩიოთ იგივე არომატის ეგზემპლარები, როგორიც თქვენს სუნამოს აქვს, ან პროდუქტი, რომლებსაც არომატი საერთოდ არ აქვს. დატენიანებული კანი ბევრად უკეთ შეინარჩუნებს არომატს – საშუალოდ, მისი მდგრადობა ორ-სამჯერ გაიზრდება.

წესი 3: გამოიყენეთ ვაზელინი

ვაზელინი ნებისმიერი გოგოსთვის ნამდვილი ჯადოსნური ჯოხია. იგი იცავს კანს თმის შეღებვის დროს, ხელს უწყობს მაკიაჟის კორექტირებას, აგრძელებს წამწამებს. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია შესანიშნავად შეინარჩუნოს სუნი. მისი ცხიმოვანი ბაზა ხელს უწყობს სუნამოს ჩართვას ერთგვარ “ხაფანგში” და ხელს უშლის მას თავის დაღწევაში. თქვენ უბრალოდ უნდა წაისვათ ცოტაოდენი ვაზელინი კისერზე, მაჯებსა და ყურს უკან და ამ წერტილებში შეიშხეფოთ სუნამო. ნახავთ, თქვენი საყვარელი სუნამოს სურნელი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ!

წესი 4: არ შეიზილოთ სუნამო

ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა სუნამოების გამოყენების დროს. სამწუხარო, ასე თქვენ კი არ ახანგრძლივებთ არომატის მდგრადობას, პირიქით, მას უფრო სწრაფად გაქრობაში უწყობთ ხელს.

რჩევა: სუნამო უნდა გამოიყენოთ შემდეგნაირად – გაწიეთ ისინი კანიდან 25-30 სანტიმეტრის დაშორებით, შემდეგ შეიშხეფეთ რამდენიმეჯერ. ყველაზე მნიშნელოვანია, რომ არომატს მისცეთ საშუალება დამოუკიდებლად “ჩაჯდეს” სხეულის არჩეულ ადგილებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დიდი ხნით არ შენარჩუნდება.

წესი 5: სწორად შეარჩიეთ ადგილი

უმიზეზოდ კი არ გვირჩევენ სპეციალისტები, რომ სუნამო ყურს უკან, მაჯებსა და ყელის ბაზაზე დავისხათ. საქმე იმაშია, რომ ამ ადგილებში სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალია სისხლძარღვების ადგილმდებარეობის გამო. ასეთი პირობები კი იდეალურია არომატის შესანარჩუნებლად. ასევე შეგიძლიათ შეიშხეფოთ სუნამო ლავიწისა და იდაყვის ძვლებზე. მთავარია, არ გადააჭარბოთ მას ისე, რომ თქვენი სუნამოს არომატმა მთელს ოფისში იფრინოს.

წესი 6: არ დაგავიწყდეთ თქვენი თმა

არსებობს მოსაზრება, რომ პარფიუმერულ შემადგენლობაში შემავალ ალკოჰოკს შეუძლია ძლიერად დააზიანოს თმა, რადგან ის აშრობს ღერებს. თუმცა, ეს მოსაზრება ზედმეტად გადაჭარბებულია. თმის ღერები მაშინ “იტანჯება”, თუ არ იყენებთ ნიღბებს, არ ატენიანებთ თმის ბოლოებს, მუდმივად აშრობთ კულულებს ცხელი ჰაერით ან ყოველდღიურად თმის უთოთი ისწორებთ მათ. თმისთვის ამ დესტრუქციულ მოქმედებებთან შედარებით, სუნამოში არსებული ალკოჰოლის წვეთი ნამდვილი წვრილმანია. გარდა ამისა, თუ სუნამოს სწორად გამოიყენებთ, კერძოდ მას გაასხურებთ არა მკლავის სიგრძეზე არამედ თმას გაატარებთ არომატულ “ღრუბელში”, მაშინ თმისთვის ზიანი მინიმალური იქნება.

წესი 7: შეარჩიეთ მდგრადი არომატები

თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი, თუმცა, თუ თქვენი სუნამო თავად არ არის მდგრადი, ალბათ ეს რჩევები ვერ დაგეხმარებათ. ამიტომ, მაღაზიაში აუცილებლად დააზუსტეთ, რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ სუნამოს არომატი. დაუყოვნებლივ გაითვალისწინეთ, რომ ზღვის, ყვავილოვანი და არაერთი ხილის არომატები უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე, მაგალითად, ტყის, მუშკისა და სანდალოზის ხის არომატები.

წესი 8: შეინახეთ სუნამო სწორ ადგილას

სუნამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ თბილ და ტენიან ადგილებში, მაგალითად, სააბაზანო ოთახში. უმჯობესია, იგი გამოყენებისთანავე შეინახოთ ქარხნულ ყუთში, რათა მას მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს, და დადოთ კარადის თაროზე საძიენელში ან შემოსასვლელში. მთავარი ის არის, რომ ავეჯი გამათბობელი ბატარეებისგან მაქსიმალურად შორს იყოს განთავსებული.

წესი 9: იპოვეთ სუნამოს თანამგზავრები

სუნამოებს არ მოსწონთ მარტოობა და გუნდურად ბევრად უკეთ “მუშაობენ”. თუ თქვენ მათი მსგავსი არომატის ლოსიონი, სურნელოვანი სხეულის გელი ან პუდრი გაქვთ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ. სამწუხაროდ, სუნამო სრულად ვერ “გახსნის” თავის არომატს, თუ მას კანის მოვლის საშუალებებისგან განცალკევებით იყენებთ. ხოლო თუ ამ ყველაფერს ერთად გამოიყენებთ, ერთიანად რამდენიმე კურდღლის დაჭერას შეძლებთ – კანი იქნება არა მხოლოდ სუფთა გელის შემდეგ, რბილი და ფაფუკი ლოსიონის შემდეგ, არამედ, სუნამოს წყალობით მას სასიამოვნო არომატი ექნება მთელი დღის განმავლობაში.