გაწმინდეთ ღუმელი ერტი ხელის მოსმით, ამ მარტივი მეთოდის გამოყენებით

ღუმელი ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია სამზარეულოში. გარდა ამისა, მისი გაწმენდა რეგულარულად გიწევთ და ეს დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს. ოდესმე შეხვედრიხართ ადამიანს, ვისაც გაზქურის ან ღუმელის გაწმენდა მოსწონს? ძალიან გვეეჭვება…

ეს მეთოდი გასწავლით, როგორ ჩაატაროთ ღუმელის გაწმენდის პროცედურები სწრაფად და მარტივად.

ღუმელის ექსპრეს-წმენდა

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ჭიქის მეოთხედით გამაფხვიერებელი
  • 250 მლ ამიაკი
  • ერთი ლიტრი ცხელი წყალი
  • 2 სითბოგამძლე ჭურჭელი

გავწმინდოთ ღუმელის შუშა

  1. გამაფხვიერებელს წყალი დაუმატეთ, მოურიეთ, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.
  2. მიღებული “ფაფა” შუშაზე წაუსვით.
  3. ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ.
  4. ფრთხილად გაწმინდეთ ხელსახოცით ან ჭურჭლის სარეცხი ღრუბელით.

შუშა თავისი სისუფთავით გაგაოცებთ. არადა, ალბათ აქამდე გეგონათ, რომ მისი სრულფასოვნად გაწმენდა შეუძლებელი იყო…

გავწმინდოთ ღუმელის შიგნითა ზედაპირი

  1. ღუმელი 150 გრადუსამდე გააცხელეთ.
  2. ჭურჭელში ჩაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი.
  3. მეორე ჭურჭელში 1 ჭიქა ამიაკი ჩაასხით.
  4. გამორთეთ ღუმელი.
  5. ამიაკი საცხობ ლანგარზე დადეთ და ღუმელში შედგით, წყლით სავსე ჭურჭელი კი ღუმელის ძირზე მოათავსეთ.
  6. დახურეთ ღუმელი და დაიძინეთ (დაგვეთანხმებით, რომ ეს დასუფთავების მაცდური ნაწილია).
  7. მომდევნო დილას ამიაკს ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ, მიღებული ხსნარით ღრუბლის ან რაიმე უფრო უხეში საშუალების გამოყენებით გაწმინდეთ ღუმელის კედლები.

სულ ესაა. როგორც ხედავთ, ღუმელის გაწმენდა არც ისე ძნელია. უბრალოდ ყურადღებით იყავით, არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს ვენტილაცია ამიაკის ორთქლისგან და შეეცადეთ არ შეისუნთქოთ იგი. თუ ამიაკი არ გაქვთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად სოდა გამოიყენოთ. დაუმატეთ სოდას წყალი, წაუსვით ხსნარი ღუმელის კედლებს და გარკვეული დროით გააჩერეთ, მისი გაწმენდა უფრო ადვილი იქნება.

გაუზიარეთ რჩევა მეგობრებს და მათაც გაუმარტივეთ სახლის დასუფთავების პროცესი!