კანალიზაციის სუნი სახლში ან ბინაში სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. და, თუ საქმე დაბინძურებულ და იშვიათად გაწმენდილ სიფონში არაა, ესე იგი, პრობლემა გაცილებით სერიოზულია. ასეთი რამ ერთნაირად ხშირად ხდება როგორც კერძო სახლში, ისე ბინაშიც. პირველ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრა დამოუკიდებლადაც შეიძლება, თუმცა მეორეში, დიდი ალბათობით, სანტექნიკოსის დახმარება დაგჭირდებათ.

მაშ, რაშია საქმე?

თუ სააბაზანოში უსიამოვნო სუნი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიდევ ერთხელ გამოიყენეთ კანალიზაცია, მაშინ, პრობლემას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათი უმეტესობა ზედაპირული არაა, გამოსწორებას კი სანტექნიკოსის დახმარება სჭირდება. საბედნიეროდ, სიფონის გაწმენდა ბავშვსაც შეუძლია. თუმცა, დეს საუბარი ერთ კონკრეტულ მიზეზზე გვექნება, როცა უსიამოვნო სუნი ჯერ ქრება (ცოტა ხნით), სანტექნიკის გამოყენების შემდეგ, ხოლო ცოტა ხანში ხელახლა იჩენს თავს.

ასეთი რამის გამოწვევა მხოლოდ ერთ პრობლემას – ჰიდრავლიკური საკეტის მოშლას შეუძლია. ეს ერთნაირად აქტურალურია როგორც კერძო სახლის, ისე ბინისთვისაც. სუნი იმიტომ ჩნდება, რომ კანალიზაციაში წყალს ვეღარ აკავებს ჰიდრავლიკური საკეტი, რომელიც სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ გამდინარე სისტემიდან საცხოვრებელში ცუდი სუნი არ მოხვდეს. თანაც, ხშირად, სუნი შეიძლება ცოტა ხნით გაქრეს, ხოლო კიდევ ერთხელ უნიტაზის ჩარეცხვის ან ხელების დაბანის შემდეგ – გაჩნდეს.

ეს იმიტომ, რომ საკეტი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს უპირატესად დიდი რაოდენობით წყლის ჩაშვების დროს. ამიტომ, პრობლემა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს.

საუკეთესო ვარიანტი, რა თქმა უნდა, სანტექნიკოსის გამოძახებაა. იგი უპრობლემოდ გადაჭრის მთავარი მილის ნებისმიერი სახის გაუმართაობას. თუ საუბარი კერზო სახლზეა, შეგიძლიათ კანალიზაციის ვენტილაცია ან აერატორი დააყენოთ.

სამწუხაროდ, ბინაში ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებთ, ამაში ვერც აერატორი და ვერც ვენტილაცია ვერ დაგეხმარებათ…

გინდათ, მეტი საინტერესო რამ გაიგოთ? ნახეთ 10 ყველაზე უცნაური ტუალეტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი