როგორ გამოვიყენოთ მორჩენილი ფიცრები და ლამინატი

უკვე მეორე კვირაა, ჩემი ქმარი ყველა ძველ ავეჯს შლის და მათი დაფებისგან მისაღები ოთახისთვის რაღაც ორიგინალურს ამზადებს. ამის მიზეზი კი ოთახში შესანახი ადგილების უკმარისობაა. ზოგჯერ დიდ ოთახშიც კი უადგილოდ ჩანს ერთი უზარმაზარი კარადა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ აქ მინიატურული ფიგურების კოლექციის ან ათეული წიგნის განლაგებაა საჭირო?

ამ სიტუაციაში გამოსავალი კედლის თაროებია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი, მაგრამ თუ მათ საკუთარი ხელით დაამზადებთ, ბევრად მეტს დაზოგავთ. ფორმა და ფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული! რამდენიმე უჩვეულო ელემენტს კედლის თაროების სახით შეუძლია სრულიად გარდაქმნას ინტერიერი!

თაროები ინტერიერში

ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ მოდური და ორიგინალური თაროების ნაკრები სახლისთვის, რომელთა დამზადებაც საკუთარი ხელით შეგიძლიათ. დარწმუნებულები ვართ, ეს იდეები შთაგაგონებთ, თავად შექმნათ დეკორაცია თქვენი ბინის ინტერიერისთვის.

1. საკუთარი ხელით თაროების დამზადება რთული არ არის. თქვენ მხოლოდ დაფები და სამაგრები დაგჭირდებათ. ყველაზე მარტივი შესაკრავი ბანალური თოკი შეიძლება იყოს. მას გავუყრით თაროს ნახვრეტებში, გავუკეთებთ დიდ კვანძს და კაუჭზე ჩამოვკიდებთ.

არსებობს უფრო ორნამენტული კედლის თაროები, რომლებიც ინტერიერის ზოგად სტილს შეესაბამება, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც არ არის სასურველი ზედმეტად დიდი რაოდენობის თაროების გაკეთება.

კლასიკური მართკუთხა კედლის თაროები პირდაპირ კედელზე მონტაჟდება. ასეთი სტრუქტურის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შიდა, ასევე გარე ზედაპირებიც. თაროს უკანა კედელი თავისუფალი რჩება და შესაბამისად კედელიც ღიაა.

ზემოდან შეგიძლიათ განათავსოთ სხვადასხვა ინტერიერის ნივთები: ლარნაკები, საათები, ფოტოები, სანათები, წიგნები, ღამის სანათები და სტატუეტები. სწორედ ეს თაროები მატებს ბინას სიმყუდროვეს თავისი ფუნქციონალურობით.

დიდი ზომის მისაღებ ოთახში ხშირად გამოიყენება მცირე ზომის თაროები, რომლებიც ოთახის განსაკუთრებულ დეკორად იქცევა, ისინი ინტერიერის სხვადასხვა ელემენტს აერთიანებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთახს კვადრატული ან მოგრძო ფორმა აქვს.

4. კუთხის მოწყობის საინტერესო გზა, რომელიც ხშირად განლაგების შეზღუდვებს უკავშირდება, ღია თაროების დაკიდვაა. ამ თაროებით შეგიძლიათ შექმნათ არაორდინალური კომპოზიციები.

პატარა თაროები, რომლებიც ამ გზით შეიქმნა, შესაფერისია კუთხისთვის. თუმცა, ასეთი კონსტრუქციები უფრო დეკორატიული იქნება, ვიდრე ფუნქციური.

5. მრავალიარუსიანი თაროები კედელზე ძალიან ორიგინალურად გამოიყურება, და ასევე აერთიანებს ბევრ განსხვავებულ ფუნქციას. ამ ტიპის თაროების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ჰორიზონტალური, ვერტიკალური და გადახრილი თაროების კომბინაცია, რაც ძალიან მოსახერხებელი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

6. ამ იდეებს კი, ჩემს ქმარს გავუზიარებ. სწორედ ეს მჭირდება ჩემი ბინისთვის!

7. ღია თაროები ნებისმიერ ინტერიერში ჯდება.

ვიმედოვნებთ, რომ ამ მრავალფეროვანი არჩევანიდან რომელიმე აუცილებლად მოგეწონებათ და შეეცდებით თავადვე დაამზადოთ ასეთი თაროები, რომლებიც ფუნქციურობის გარდა, ძალიან დაამშვენებს თქვენს ინტერიერს.