როგორ მოვიშოროთ 4 სახეობის მავნებლები, რომლებიც ჩვენს სახლში ბინადრობენ

სახლში არასასურველი “მავნებლების” გაჩენით ცხოვრება აუტანელი ხდება. ისინი ანადგურებენ ავეჯსა და ტანსაცმელს, აფუჭებენ საკვებს და აშინებენ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს. ზოგჯერ ისინი მოულოდნელ ადგილებში ჩნდებიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც თქვენ ტოვებთ კერძო სახლს და ფანჯრიდან უზარმაზარი გველი გიყურებთ. თითოეული სახის მავნებელი ბრძოლის ინდივიდუალურ მეთოდს საჭიროებს. მათგან ყველას დამახსოვრება რთულია, მაგრამ როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები სახლში ჩნდებიან, სწრაფად მოქმედებაა საჭირო.

ჩვენს რედაქციას სურს, რომ მშვიდად იძინოთ და სახლში არსებულ მავნებლებზე არ იფიქროთ. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ გზებს მათ მოსაშორებლად.

1. ჭიანჭველები

ჭიანჭველები ყველაზე გავრცელებული მავნებლებია სახლში. ისინი გვაღოღდებიან, რომ ჩვენს საჭმელთან მივიდნენ. პირველი, რაც მათ მოსაშორებლად უნდა გააკეთოთ, საიმედოდ უნდა დალუქოთ ან გადააგდოთ ტკბილეულის კონტეინერები და ნაგავი უფრო ხშირად უნდა გადაყაროთ. თუ მათ საჭმელად არაფერი ექნებათ, თქვენს სამზარეულოში დიდხანს აღარ დარჩებიან. ჭიანჭველები ვერ იტანენ ბავშვის ტალკს. მოაფრქვიეთ იგი კედლების გასწვრივ და ჭიანჭველებიც სამუდამოდ დაგტოვებთ.

2. ობობები

როგორც იცით, ობობები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლის მეურნეობასა და პლანეტის ეკოსისტემაში, ამიტომ, თუ შესაძლებელია, არ მოკლათ ისინი, უბრალოდ აიძულეთ წავიდნენ თქვენი სახლიდან. უმარტივესი და ყვეაზე ეფექტური გზა მტვერსასრუტით მათი ქსელების მუდმივი დასუფთავებაა. ასევე არსებობს ხალხური საშუალება – თითოეულ ოთახში რამდენიმე ცალი წაბლი დადეთ. მეცნიერებს ჯერ არ გამოუკვლევიათ ეს მეთოდი, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა შენიშნეს, რომ წაბლი ობობებს აშინებს.

3. ჩრჩილი

თუ თქვენს გარდერობში ბეწვის ქურთუკი ინახება, მაშინ ალბათ წინასწარ დაიწყებთ წუხილს, რადგან ღამის პეპლების მატლებს უყვართ ბეწვითა და სხვა ქსოვილებით კვება. შეეცადეთ არ შეინახოთ ჭუჭყიანი ტანსაცმელი თქვენს კარადაში, რადგან ჩრჩილს ოფლის სუნი იზიდავს.

უკეთესი ეფექტისთვის, აიღეთ ლავანდა, დაფნის ფოთლები, მიხაკი, როზმარინი და ბეგქონდარა და ეს ნარევი კარადის ერთ-ერთ თაროზე მოათავსეთ. როგორც ირკვევა, ღამის პეპლებს სძულთ ბალახეული მცენარეების სუნი.

4. ტარაკნები

ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში, იატაკზე დაყრილი ნამცეცები, მორჩენილი საკვები და ცარიელი ქილები ან კონტეინერები თქვენს სახლში ტარაკნებისთვის ყველაზე მიმზიდველი საგნებია. უკვე მრავალი წელია ადამიანები იყენებენ ლიმონის წვენს ამ მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოიყენეთ იგი იმ ადგილებში, სადაც ეს მწერები ყველაზე ხშირად მოძრაობენ – ეს აუცილებლად დააფრთხობს მათ.

ამ ყველა ინფორმაციის შეჯამებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბინაში სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი შენარჩუნება მთავარი საიდუმლოა თარაკნებისა და სხვა მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში.