ციფრული ეპოქის საშინელი შედეგები: ამის შემდეგ თქვენს შვილს სმარტფონს წაართმევთ!

დღეს მთელი მსოფლიო გაჯეტებითაა შეპყრობილი: სმარტფონებით, პლანშეტებითა და სხვა ციფრული ტექნოლოგიებით. მათთან ერთად, სამყაროში ციფრული დემენციის ვირუსიც აღწევს. და ეს ხუმრობა არ არის, ეს დიაგნოზია.

2007 წელს ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ყოველწლიურად უფრ და უფრო მეტი ბავშვი – ციფრული თაობის წარმომადგენლები განიცდიან ყურადღების დარღვევებს, მეხსიერების დაქვეითებას, თვითკონტროლის დაბალ დონეს, კოგნიტურ დარღვევებს, შინაგან კრიზისსა და დეპრესიას.

გაჯეტების გავლენა ბავშვებზე

კვლევები აჩვენებს, რომ ციფრული თაობის წარმომადგენელთა ტვინში შეინიშნება ცვლილებები, რომლებიც მსგავსია იმ მდგომარეობისა, როდესაც ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ ჩნდება ან დემენციის ადრეული ეტაპის – გონებაჩლუნგობისა, რომელიც ჩვეულებრივ სიბერეში ვითარდება.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საშუალო სტატისტიკურმა შვიდი წლის ევროპელმა თავისი ცხოვრები ერთ წელზე მეტი (დღეში 24 საათის განმავლობაში) ეკრანთან გაატარა, ხოლო 18 წლისამ – უკვე 4 წელზე მეტი!

გინდათ თქვათ, რომ ახლა ბავშვები სრულიად განსხვავებულები არიან? დიახ, ბავშვები სხვანაირები არიან, მაგრამ მათი ტვინი ზუსტად იგივეა, რაც ადამიანს ათასი წლის ჰქონდა – 100 მლრდ ნეირონი, რომელთაგან თითოეული ათიათასეულ თავისთვის შესაბამისთან არის დაკავშირებული.

ტვინს განვითარება და კვება სჭირდება. ჩვენი ყველა აზრი, მოქმედებები, რთული პრობლემების გადაჭრა და ღრმა ფიქრები კვალს ტოვებს ჩვენს ტვინში. “ვერაფერი შეცვლის იმას, რასაც ბავშვები იღებენ საკუთარი, თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნებისგან, როდესაც ისინი იკვლევენ ფიზიკურ სამყაოს და ხვდებიან რაღაც ახალს”, –  ამბობს ფსიქოლოგიის ბრიტანელი პროფესორი ტანია ბირონი.

თქვენ შოკში ჩავარდებით, მაგრამ 1970 წლიდან ბავშვების აქტივობის რადიუსი (სივრცე სახლის გარშემო, რომელშიც ბავშვები თავისუფლად იკვლევენ გარესამყაროს) 90%-ით შემცირდა! მსოფლიო სმარტფონის ეკრანზე შეჯდა. ბავშვებმა დაივიწყეს და, რაცკიდევ უფრო უარესია, მათ უბრალოდ არ იციან, როგორია წვიმის ქვეშ სირბილი, ქაღალდის ნავების გაშვება, ხეებზე ასვლა ან უბრალოდ ერთმანეთთან საუბარი.

ისინი საათობით სხედან და თავები სმარტფონებში აქვთ ჩარგული. არადა მათ ხომ თავიანთი კუნთები უნდა განავითარონ, გაითვალისწინონ რისკები, რომლებიც მათ სამყარომ მოუმზადა და უბრალოდ უნდა იურთიერთონ მეგობრებთან.

“გასაოცარია, რამდენად სწრაფად ფორმირდა სრულიად ახალი ტიპის გარემო, სადაც გემოვნება, სუნის შეგრძნება და შეხება არ არის სტიმულირებული, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ეკრანებთან ვატარებთ, სუფთა ჰაერზე სეირნობისა და მეგობრებთან პირისპირ საუბრის ნაცვლად,” – ამბობს სიუზენ გრინფილდი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ნერვიულობის მიზეზი.

ტვინი ფორმირდება, როდესაც არსებობს გარეგანი სტიმულები და რაც უფრო მეტი იქნება ისინი, მით უკეთესი იქნება ტვინისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეისწავლონ სამყარო ფიზიკურად, მაგრამ არა ვირტუალურად. სწორედ ეს სჭირდება მზარდ ტვინს ახლაც, ისევე როგორც ათასი წლის წინათ.

ასევე, ბავშვს სჭირდება ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი. მაგრამ თანამედროვე ბავშვებს არ შეუძლიათ ინტერნეტიდან გამოსვლა და კომპიუტერული თამაშების მიტოვება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მათი ძილის ხანგრძლივობას და დარღვევებს იწვევს. როგორ შეიძლება განვითარდე, როდესაც დაღლილი ხარ და თავი გტკივა, სასკოლო დავალებები კი თავში საერთოდ არ შედის?!

იკითხავთ, როგორ შეიძლება ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალოს ბავშვის ტვინი? ჯერ ერთი, დროის ერთფეროვნად ინტერნეტში გატარების გამო გარე სტიმულების რაოდენობა იზღუდება. ბავშვი ვერ იღებს მისთვის საჭირო გამოცდილებას, ტვინის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილების გასავითარებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანაგრძნობაზე, თვითკონტროლზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე…

ხოლო ის, რაც არ მუშაობს, კვდება. ბავშვები არ არიან მიჩვეულნი ინფორმაციის დამახსოვრებას – მათთვის ადვილია ისინი საძიებო სისტემებში იპოვონ. ესეც თქვენი მახსოვრობის პრობლემა. ისინი მას საერთოდ არ ავარჯიშებენ.

ფიქრობთ, რომ ბავშვები ინტერნეტის წყალობით ბევრად უფრო ჭკვიანები გახდნენ? იცით, რომ ამჟამინდელი თერტმეტი წლის ბავშვები დავალებებს იმ დონეზე ასრულებენ, რასაც 30 წლის წინ 8 ან 9 წლის ბავშვები აჩვენებდნენ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამის ერთ-ერტი მთავარი მიზეზი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებაა.

“მეშინია, რომ ციფრული ტექნოლოგიები ტვინის ინფანტილიზაციას მოახდენს, მას პატარა ბავშვების ტვინად აქცევს, რომლებსაც მაღალი ხმა და ნათელი ფერები იზიდავს და რომლებიც ვერ კონცენტრირდებიან და აწმყოში ცხოვრობენ.” – ამბობს სიუზენ გრინფილდი.

მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ უშველოთ თქვენს შვილებს! ამისათვის საკმარისია მხოლოდ შეზღუდოთ მათთვის ყველა სახის გაჯეტის გამოყენების დრო. გაგიკვირდებათ, მაგრამ სტივ ჯობსი, ციფრული ინდუსტრიის გურუ სწორედ ასე მოიქცა. მისი შვილები საერთოდ არ სარგებლობდნენ iPad-ით, დანარჩენი გაჯეტების გამოყენება კი საღამოობით და შაბათ-კვირას ეკრძალებოდათ.

კრის ანდერსონი, ჟურნალ “Wired”-ის მთავარი რედაქტორი, 3D Robotics-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზღუდავს თავის შვილებს გაჯეტების გამოყენებაში. ანდერსონის წესი ასეთია – არავითარი ეკრანი და გაჯეტი საძინებელში! “მე, როგორც არავინ სხვა, ვხედავ საფრთხეს ინტერნეტის გადაჭარბებული გატაცებით. მე თვითონ აღმოვჩნდი ამ პრობლემის წინაშე და არ მინდა, რომ ჩემს შვილებს იგივე პრობლემები ჰქონდეთ.”

Blogger-ისა და Twitter-ის სერვისების შემქმნელის ვაჟებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პლანშეტემი და სმარტფონები დღეში არა უმეტეს 1 საათისა, ხოლოდ OutCast Agency-ის დირექტორი სახლში გაჯეტების გამოყენებას დღეში 30 წუთამდე ზღუდავს. მის უმცროს შვილებს გაჯეტები საერთოდ არ აქვთ.

აი, პასუხი კითხვაზე “რა უნდა გავაკეთოთ?” იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ელოდება მათ 10-20 წელიწადში, თუ ისინი ახლა ნახევარ დღეს სუპერთანამედროვე გაჯეტების ეკრანებთან გაატარებენ.