ძველი სააბაზანო ოთახის ახალი სიცოცხლე. მოგწონთ?

ასეთ ძველ სააბაზანო ოთახებს, სამწუხაროდ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეხვდებით. არამგონია, ამ პატარა ოთახებმა 40 წლიანი რემონტით, ვინმე შთააგონოს, სადაც ობი და ჩამოხეული შპალერებია, სადაც ნათლად ჩანს დაზიანებული მილები.

ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა რემონტის გაკეთება ხრუშოვკის ტიპის ბინაში და, მათ სხვა ოთახებთან ერთად, სააბაზანოც გარდაქმნეს. საბედნიეროდ, მათ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გადაწყდა, რომ ოთახი მთლიანად თეთრი უნდა ყოფილიყო. ეს სივრცეს ვიზუალურად გააფართოვებდა.

ხოლო იმისათვის, რომ სამუდამოდ წაეშალათ მეხსიერებიდან ჩამოკიდებული შპალერი, რომელიც გაგახსენებდათ რაღაც მარმარილოსა და ძვირადღირებულ ყველს შორის მდომს, მეპატრონეებმა კედლები ბაზამდე გაასუფთავეს, შემდეგ კი თეთრი ერთტონიანი ფილები გააკრეს.

მაგრამ იატაკზე, ძველი დაბზარული ფილების ნაცვლად თანამედროვე ღია-ნაცრისფერი ნესტგამძლე ლამინატი დააგეს.

უბრალო ოვალური სარკე ნაგავსაყრელზე მოისროლეს, მის ნაცვლად კი კარადა ჩამოკიდეს სარკიანი კარით. მთლიანად შეიცვალა სანტექნიკა. ახლა სააბაზანო ოთახში არის ცალკე ნიჟარა, ახალი აბაზანა და უნიტაზი, ყველა მილი კი დამალულია.

მრავალრიცხოვანი ბოთლები, ფლაკონები, ტუბები და საპირფარეშოს სხვა ნივთები ახლა შეიძლება ჩალაგდეს უჯრაში ნიჟარის ქვეშ ან კარადაში. ასე გადაიქცა სააბაზანო ოთახი მინიმალისტურ სამოთხედ.

მაღალი ტენიანობის მოსაგვარებლად კი, წყვილმა სააბაზანო ოთახში თანამედროვე გამწოვი გააკეთა. სააბაზანოში ასევე დაამონტაჟეს ახალი წყლის პირსახოცის საშრობი.

სარეცხი მანქანა კაპიტალურად გაასუფთავეს ჭუჭყისგან და ახალ ინტერიერში დააბრუნს. სივრცის ეკონომიისთვის და მოხერხებულობისთვის, პატარა ტანსაცმლისა და ქსოვილებისთვის პატარა კალათა შეიძინეს.

საბოლოო ჯამში, საბჭოთა რემონტის კვალი არსად დაფიქსირებულა. ინტერიერი ძალზე თანამედროვე და ლაკონური გამოვიდა. თოვლივით თეთრი კედლებისა და ზედმეტი ობიექტების არარსებობის წყალობით, 3.5 კვმ ფართობის ოთახი გაცილებით ფართო გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, ზოგისთვის, ასეთი დიზაინი შეიძლება ძალიან ცივი და არაკომფორტული ჩანდეს, აგრამ ეს უკვვე გემოვნების საკითხია, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ყველას განსხვავებული აქვს.