როგორ ცხოვრობდნენ მოახლეები, XIX საუკუნის ნახატების მიხედვით

ითვლება, რომ გასულ საუკუნეებში მდიდარ სახლებში მსახურები ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. თუმცა, მეცხრამეტე საუკუნის ბევრი ნახატი საპირისპიროს გვიჩვენებს. იმდროინდელი მხატვრები ხშირად ასახავდნენ, თუ როგორ ტკბებოდნენ ცხოვრებით მსახურები, უფროსების სახლში არ ყოფნის დროს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ეპოქის მსახურები ნამდვილად უნდა დამორჩილებოდნენ ქცევის საკმაოდ მკაცრ წესებს. მაგალითად, გერმანიაში მეოცე საუკუნემდე ძალაში შედიოდა იურიდიული ნორმები, რომლებიც მოსამსახურეებისგან მოითხოვდნენ ყოველთვის თავიანთი ბატონის სასიკეთოდ ემოქმედათ.

მაგრამ თავისებური მატიანე ნახატების სახით მსახურთა ცხოვრების მეორე მხარეზე გვიყვება, კერზოდ კი მოახლეების. მეცხრამეტე საუკუნის ნახატებს შორის, რომლებიც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო თემებს ეძღვნებოდა, პოპულარული იყო მოახლეების გამოსახულებები, რომლებიც ფარულად სვამდნენ ალკოჰოლს, ისვენებდნენ დივანზე ან თუნდაც დიასახლისების სამოსს იზომავდნენ.

ხშირა, ასეთ ტილოებზე, მოახლეები თავს სასაცილო გოგოებად წარმოადგენდნენ, ნახატები კი საკმაოდ კეთილშობილური სატირა იყო ყოველდღიურ სიტუაციებზე. მხატვრებმა ხომ მსახურების მთელი შრომა ტილოს ჩარჩოებს მიღმა დატოვეს.

უფრო მეტიც, რეალურად, მოახლეებს დასვენების დრო ჰქონდათ. გოგოები არა მხოლოდ მსუბუქად წმენდდნენ მტვერს ბულბულიანი საგველით, არამედ ასუფთავებდნენ ხალიჩებს, ავეჯს, ანთებდნენ ბუხარს, შემდეგ წმენდდნენ მას ჭვარტლისგან, ასევე რეცხავდნენ სარეცხსა და ჭურჭელს და დიასახლისს ტანსაცმელსაც კი უცვლიდნენ.

დამლაგებლებისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ ყოფილა, რადგან ახალგაზრდა და ცნობისმოყვარე  გოგოები ზოგჯერ უსმენდნენ უფროსების საუბარს, ათვალიერებდნენ მათ ნივთებს ან უბრალოდ ახლად შეძენილ ნივთებს. ზოგიერტი ლამაზმანი იმ სახლში მცხოვრებ მამაკაცებსაც ეფლირტავებოდნენ.

მეცხრამეტე საუკუნის მხატვრებმა ასახეს მსახურების ეს წვრილმანი ეშმაკობები.

1900 წლისთვის, ინგლისში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი იყო, რომლებიც სასახლეებში მოახლეებად მუშაობდნენ. ამ პროფესიის წარმომადგენლები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მიწათმფლობელები ან ქარხნის მუშები.

ვინაიდან მოსამსახურეები ღებულობდნენ არა მხოლოდ ხელფასს, არამედ ცხოვრობდნენ და იკვებებოდნენ მეპატრონეთა სახლში, ამ სამუშაოს თავისი ნებით თანხმდებოდნენ სოფლებიდან და პროვინციული ქალაქებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. ასე ფერმერების შვილებს შესაძლებლობა ეძლეოდათ გადასახლებულიყვნენ მეგაპოლისებზე, რაც მოსახლეობის ურბანიზაციას უწყობდა ხელს.