მოსკოვის პოლიციამ “ბეტმობილი” საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა, ბეტმენი კი ძებნაშია

მოსკოვში კურიოზული შემთხვევა მოხდა. ადგილობრივმა პოლიციელებმა ბეტმობილი შენიშნეს და კანონის დარღვევის გამო საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. თავად სუპერგმირი კვლავ ძებნაშია, მაგრამ არა გოთემის, არამედ მოსკოვის პოციაშიც. დროა ზუსტად გავერკვეთ, კერძოდ რა კანონი დაარღვია ბეტმენმა, რითაც რუსი სამართალდამცავების უკმაყოფილება გამოიწვია.

დედაქალაქის საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა ბეტმენის მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. თვითნაკეთი ავტომანქანა თოის მოდელის მიხედვითაა შესრულებული, რომელიც 2016 წლის ფილმში Batman vs Superman: Justice of Dawn უნდა ეჩვენებინათ. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გზავნილიდან გახდა ცნობილი. ეს მაგარი მანქანა კუტუზოვის პროსპექტზე, 5/3 სახლის მახლობლად იპოვეს. ბეტმენის ნაცვლად, ავტომობილს დედაქალაქის 32 წლის მკვიდრი მართავდა. ბრიუს ვეინისთვის, ბიჭი ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებოდა და ასევე არ შეეძლო ამერიკულ-ინგლისურ ენაზე საუბარი დამახასიათებელი რუსული აქქცენტის გარეშე.

საგზაო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ავტომობილი არ იყო წარმოებული ქარხნის პირობებში და უფრო მეტიც, მას არ გააჩნდა სასერთიფიკატო დოკუმენტები, რაც ნიშნავს, რომ მას რუსეთის საზოგადოებრივ გზებზე სიარულის უფლება არ აქვს. მეტიც, კუსტარული ავტომობილის ზომები აღემატება ყველა არსებულ სტანდარტს, რაც ავტომობილს სხვებისთვის პოტენციურად საშიშად აქცევს.

ბეტმენის ავტომობილი FastBoomPro-ს სტუდიის მიერაა დაპროექტებული. 2019 წლის შემოდგომაზე მანქანა რუსეთში დაუსრულებელი ფორმით ჩამოიყვანეს. საბოლოო საბაჟო შეკრება უკვე ადგილზე მოხდა. სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია  V8 ძრავით და მხოლოდ 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. ტტრანსპორტი ემყარება General Motors-ისა და BigBlock-ის მოწყობილობებს. ბოლო დრომდე, ტექნოლოგიის ეს სასწაული რუსეთში 55 მილიონ რუბლად გაიყიდა.

ინციდენტის გამო, სუპერგმირის სატრანსპპორტო საშუალების მფლობელის მიმართ აღძრულია სამი ადმინისტრაციული საქმე: საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა მსხვილგაბარიტიანი ტრანსპორტით, იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვა, რომლის ექსპლუატაცია აკრძალულია, აგრეთვე დაურეგისტრირებელი მანქანის მართვა ტექნიკური რეგისტრირების გარეშე.