7 მივიწყებული საბჭოთა ნივთი, რომელთა სანაცვლოდ დიდ ფულს იხდიან

თუ ანტრესოლებზე, აივნებსა და კედლების კარადებზე შემონახული წარსული ეპოქის ძველი მტვრიანი საგნების გადაყრის სურვილი გაქვთ, ნუ იჩქარებთ, რადგან ყველა ძველი ნივთის ადგილი ნაგავსაყრელზე ნამდვილად არ არის, თუნდაც ისინი მწყობრიდან იყოს გამოსული. მრავალი მათგანის რეკლამირებით გაყიდვა ნნამდვილად ღირს, რადგან ამისთვის ერთი თეთრის გადახდაც არ მოგიწევთ. მაშ ასე, რომელი ძველი ნივთების გაყიდვით შევძლებთ საკმაოდ კარგი თანხის მიღებას?

1. ტრანზისტორის რადიომიმღები

ძველი ტრანზისტორის მიმღები ერთი მარტივი მიზეზის გამო არ უნდა გადააგდოთ. დღემდე მამაკაცებს შორის მრავალი რადიომოყვარულია. ეს ნიშნავს, რომ კოლექციონერებს ან რადიოტექნიკის პროფესიონალ შემკეთებლებს გამოადგებათ საბჭოთა პერიოდში შექმნილი მოწყობილობის ნაწილები, რომლებიც ამ მიმღებთა შიგნითაა. ასეთი მოწყობილობისთვის ცოტას ნამდვილად არ გადაგიხდიან. ოჯახური ჯიბისთვის ზედმეტი ფული არავის აწყენს!

2. საბეჭდი მანქანა მრგვალი კლავიატურით

თუ სახლში მრგვალ კლავიატურიანი რეტრო-მანქანა გაქვთ, მის სანაცვლოდ კოლექციონერები და ანტიკვარების შემგროვებლები მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ. უფრო მეტიც, იგი აუცილებლად საბჭოთა პერიოდის არ უნდა იყოს. ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან წარმოებული საბეჭდი მანქანები. ძირითადი პარამეტრები – მანქანა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის უნდა იყოს და მას მრგვალი კლავიატურა უნდა ჰქონდეს.

3. მოგრძო ფორმის ძველი სამოვარები

სამწუხაროდ, მრგვალი სამოვარები, რომლებსაც ელექტრო კაბელისთვის გიგანტური ფოსოები აქვს, დიდ სარგებელს ვერ მოგიტანთ. მაგრამ თუ თქვენ მოგრძო ფორმის ტულის სამოვარი გაქვთ, მაშინ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი ნამდვილად გაიზრდება.

4. საბჭოთა მოოქროვილი სტატუეტები

ყველა ძველ საბჭოთა სტატუეტების მომგებიანად გაყიდვა ვერ მოხერხდება. აქ საკვანძო სიტყვაა: მოოქროვილი. განსაკუთრებით ციტირებულია 1980-იანი წლების მოსკოვის ოლიმპიადასთან ასოცირებული ქანდაკებები და აგრეთვე გჟელის სკოლის მოოქროვილი ქანდაკებები. ასევე, საკმარის თანხას გადაგიხდიან გერმანულ სტატუეტებშიც.

5. ვინილის ფირფიტები

 

კოლექციონერებსა და ანტიკვარების შემგროვებლებს შორის ყველაზე გაყიდვადი ახლა ვინილის ფირფიტებია. უფრო და უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია მათი მოსმენა, ამიტომ მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ იშვიათ საკოლექციო ნიმუშებზე, არამედ ზოგადად ვინილზე. ხო, მართლა, ოდესმე მოგისმენიათ ვინილის ფირფიტის მუსიკა ВЕГА-ს ტიპის ძველ საბჭოურ ფლეერზე? თუ არა, მაშინ სწორედ ამიტომ არ გესმით, რატომ არის ეს ხმა უფრო მაგარი, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე DOLBY.

6. საბჭოთა ეპოქის საშობაო სათამაშოები სარჭებზე

პრინციპში, თქვენ შუშისგან დამზადებული ნებისმიერი ძველი საბჭოთა დროინდელი ნაძვისხის სათამაშოს სანაცვლოდ გადაგიხდიან თანხას, მაგრამ განსაკუთრებით კარგ ფულს იხდიან სათამაშოებში, რომლებიც ტანსაცმლის სარჭებზეა დამაგრებული. მათ ხარჯზე ნამდვილად ისადილებთ თქვენს საყვარელ კაფეში!

საინტერესო ფაქტი. ყველაზე ძვირად ფასობს პაწაწინა ასტრონავტები (ზემოთ მოცემული ფოტოს ცენტრში).

7. მუშა ფირების ფოტოკამერები

ახლა ამ აპარატებით ფოტოს გადაღება ძალიან მოდურად ითვლება. ეს ახლაც ისეთივე მოთხოვნადია, როგორც ბებიების შარფი და ბეწვის საყელოიანი პალტო, რომლებსაც ისინი 20 წლის ასაკში ატარებდნენ. ამიტომ, მუშა კამერებზე საკმაოდ კარგ თანხას იხდიან.