13 საყოფაცხოვრებო ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაში

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მცირედი გაუმჯობესება ან არასტანდარტული გამოყენება აფართოვებს მათ ფუნქციურობას, გვეხმარება საშინაო საქმეებს უფრო მარტივად და სწრაფად გავუმკლავდეთ. როგორ გავტეხოთ ქოქოსი ერთი დარტყმი, როგორ გავაორმაგოთ მიკროტალღური ღუმელის პროდუქტიულობა, მოვაშოროთ დაღვრილი ფრჩხილის ლაქი ნებისმიერი საფარიდან – ეს და სხვა სასარგებლო ხრიკი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში.

1. მაგნიტი

იმისათვის, რომ ავეჯის შეკეთების ან აწყობის დროს ხრახნებისა და სჭვალების მოსაძებნად დრო არ დაკარგოთ, დრელს ერთი ან რამდენიმე მაგნიტი მიამაგრეთ. ისინი საიმედოდ აფიქსირებენ პატარა ნაწილებს და საშუალებას გაძლევთ ყოველთვის თან გქონდეთ ისინი.

2. დაღვრილი ლაქი

დაგვეთანხმეთ, დაღვრილ ლაქში სასიამოვნო არაფერია. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში, ადამიანები ცდილობენ იგი მაკიაჟის სპონჟით, ღრუბელით ან ქსოვილით გაწმინდონ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ლაქას მხოლოდ მთელ ზედაპირზე ავრცელებენ. სინამდვილეში, ფრჩხილების ლაქის ეფექტურად მოშორებაში შაქარი დაგეხმარებათ. დააყარეთ იგი საფარზე დაღვრილ ლაქს და დაელოდეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ყველაფერი ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ.

3. გაყინული ქოქოსი

ქოქოსი ვერაფრით გატეხეთ? მოათავსეთ იგი საყინულეში რამდენიმე საათით. გაყინული ხილი გაცილებით ადვილად გატყდება. მომავალში ყოვეთვის ასე მოიქეცით და ამ ეგზოტიკური კაკლის პრობლემა აღარ გექნებათ.

4. ორსართულიანი გათბობა

დილით, როდესაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ჩვენი რედაქცია გირჩევთ არ დაკარგოთ დრო კერძების ცალ-ცალკე გათბობაზე. ნაცვლად ამისა, ერთდროულად გაათბეთ ორი კერძი. ამისთვის თქვენ ქვედა თეფშის ცენტრში უნდა დადგათ ჭიქა, რომელიც დაიჭერს ზედა თეფშს, როგორც სვეტი.

5. შემცირებული ფორმა

გსურთ რაიმე მოამზადოთ, მაგრამ მხოლოდ დიდი ზომის საცხობი ფორმები გაქვთ? ჩვენ ვიცით ხრიკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი კვადრატული ან მართკუთხა საცხობი ფორმა სასურველ ზომამდე შეამციროთ. ამისთვის მხოლოდ ცოტა ფოლგა დაგჭირდებათ.

6. დრელის თავი

დრელის გამოყენებისას ნაგავი რომ ძირს არ დაიყაროს, მასზე პლასტმასის ჭიქის ნახევარი დაამაგრეთ. მტვრის დიდი ნაწილი ამ ჭიქაში დარჩება, დანარჩენს კი მარტივად მოაშორებთ ტილოს გამოყენებით.

7. დაცვა შხეფებისგან 

თუ გეშინიათ, რომ ცხელი ზეთის შხეფები ხელს დაგწვავთ, სპეციალური ხელთათმანები კი არ გაქვთ, ხელზე გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი გაიკეთეთ. ერთი მხრივ ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ საქმეში ნამდვილად გამოგადგებათ.

8. ხალიჩის გასწორება

თუ ავეჯის გადაადგილება გადაწყვიტეთ, თქვენს ხალიჩაზე პატარა ჩაღრმავებებს დაინახავთ. ეს კვალი ძალზე თვალშისაცემია და, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მიმზიდველად გამოიყურება. მაგრამ ნუ იღელვებთ, ყინულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ხალიჩის ჩაღრმავებებს პირვანდელი ფორმა დაუბრუნოთ.

9. დიდი სათლის გავსება

თუ დიდი ზომის სათლის გავსება გჭირდებათ, ის კი ნიჟარაში არ ეტევა, გამოიყენეთ დამხმარე მოწყობილობები. მაგალითად, ასეთი მოწყობილობა შეიძლება გახდეს პლასტმასის აქანდაზი ან გადაჭრილი ბოთლი.

10. ერთი ბატარეა

ზოგიერთ უკაბელო მაუსს შეუძლია ერთი ბატარეით იმუშაოს. მთავარია, ეს ბატარეა სწორად განათავსოთ მასში.

11. გაყინული რძე

გაყინეთ რძე ყინულის ფორმაში და გამოიყენეთ რძის კუბები გემრიელი ყავის დასამზადებლად, რომლებიც ძალიან უხდება გაზაფხული-ზაფხულის სეზონს.

12. ტანსაცმლის სარჭების გამოყენება

ჩამოკიდეთ ნივთები ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული და თქვენ ვრასდროს იგრძნობთ საშრობზე ადგილის უკმარისობას. ეს ხრიკი შესანიშნავია მათთვის, ვინც ერთდროულად ყოველთვის ბევრ სარეცხს რეცხავს.

13. ძაღლის დაბანა

თუ თქვენს ძაღლს წყლის პროცედურები არ უყვარს, სცადეთ სააბაზანო ოთახის კელებზე არაქისის კარაქი ან ძაღლის დაკონსერვებული საკვები წაუსვათ. ეს გარკვეული დროით გაართობს ძაღლს და თქვენ შეძლებთ უპრობლემოდ დაბანოთ იგი.