თუ სისუფთავე მართლა გიყვართ: 9 რჩევა, რომლებიც დალაგებისას უნდა გაითვალისწინოთ

ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად დაახლოებით ერთ საათს ხარჯავს ჩვენი ბინის დასუფთავებაზე. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლოა და გვეხმარება სახლი ლამაზი და მყუდრო იყოს, მაგრამ მაინც გვსურს ამ დროის დახარჯვა უფრო სასიამოვნო საქმიანობებზე. სულ რამდენიმე სასარგებლო ცხოვრებისეული ხრიკებით ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ეს დრო ორჯერ შეამციროთ და აქცენტი ბევრად უფრო ხარისხიან დასუფთავებაზე გააკეთოთ, ყოველგვარი სირთულეების გარეეშე.

1. ბზინვარება და სილამაზე

ნიჟარა სახლში ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ადგილია, რადგან მას ყველაზე ხშირად ვიყენებთ ჭურჭლის გასარეცხად ან ხელების დასაბანად, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხშირი დეზინფექცია ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებებით. გარდა ამისა, ნამდვილად ღირს იზრუნოთ ნიჟარისა და ონკანის სილამაზეზე, რადგან მათზე საკმაოდ ხშირად რჩება წყლის ულამაზო ლაქები. მიქსერების გაპრიალება ცვილის ქაღალდითაა შესაძლებელი. ეს არა მხოლოდ მოაშორებს წყლის ლაქებს, არამედ ხელს შეუწყობს მომავალში დაბინძურების თავიდან აცილებას.

გასააზრებელი ინფორმაცია: 2017 წელს ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მრავალი ნიჟარა, საავამდყოფოებშიც კი, სავსეა წამალ-გამძლე ბაქტერიებით. ოფიციალური მონაცემები ჟურნალ “Applied and Environmental Microbiology”-ში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, სათანადო მოვლის გარეშე, ნიჟარა სწრაფად კარგავს მიმზიდველ გარეგნობას.

2. კომფორტული და უსაფრთხო შვაბრი

ბევრი თანამედროვე შვაბრი მზადდება და იყიდება მათი ფუნქციურობისა და მოხერხებულობის გამო. თუმცა, ცოტა ადამიანი თუ აქცევს ყურადღებას მათ უსაფრთხოებას. სველ მდგომარეობაში შენახვისას, შვაბრები იმდენად პროვოცირებენ ბაქტერიების ზრდას, რომ შემდეგ მათი გაწმენდა შეუძლებელი ხდება ქიმიური დეზინფექციითაც კი. აი, რატომ უნდა თქვათ უარი თქვენს ტრადიციულ შვაბრებზე ისევ შვაბრების სასიკეთოდ, რომელიც სარეცხ მანქანაში ირეცხება. იგი სრულიად ჰიგიენურია და გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია. დასუფთავების შემდეგ უბრალოდ მოხსენით მისი თავი სახელურს და კარგად გარეცხეთ სარეცხ მანქანაში, შემდეგ კი კარგად გააშრეთ.

3. ჭურჭლის მარტივი რეცხვა

ტაფებზე ან ქვაბებზე არსებული ჭუჭყის სწრაფად გაწმენდისთვის ტანსაცმლის გასაშრობი ფურცლები უნდა გამოიყენოთ. ესენი გახლავთ ზომით პატარა ნაჭრები, რომლებიც სინთეტიკური ქსოვილისგანაა დამზადებული, ისინი გაჟღენთილია ამონიუმის მარილით ან სილიკონის ზეთზე დაფუძნებული დამარბილებლით. ხრიკის განსახორციელებლად, ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში მოათავსეთ ცოტაოდენ ჭურჭლის სარეცხ საშუალებასთან, წყალთან და საშრობ ფურცელთან ერთად. ეს ყველაფერი რამდენიმე საათით გააჩერეტ, შემდეგ კი ჩვეულებისამებრ გარეცხეთ. ჭუჭყი ძალიან ადვილად გაქრება.

4. ლეიბების სისუფთავე

ყველა რეცხავს ზეწრებსა და ბალიშის პირებს ნახევრად რეგულარული მეთოდით. თუმცა, ბევრ ჩვენგანს, სამწუხაროდ, ავიწყდება ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ლეიბების გაწმენდა. გთავაზობთ სცადოთ მარტივი მეთოდი და აღმოფხვრათ ბაქტერიული დაბინძურება, ასევე მოაშოროთ თქვენს ლეიბებს მტვერი, რომელიც ალერგიის მაპროვოცირებელია. თვეში ერთხელ მაინც უნდა დაასუფთავოთ თქვენი ლეიბი მტვერსასრუტით. მანამდე, პათოგენური ბაქტერიების გასანადგურებლად და უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, თქვენს ლეიბზე ჩვეულებრივი საკვები სოდა მოაყარეთ. იმისათვის, რომ მან მისი სადეზინფექციო ფუნქცია შეასრულოს, პროდუქტი ლეიბზე რამდენიმე საათით უნდა გააჩეროთ.

5. სარკეებისა და ფანჯრების ბზინვარება

სარკეებისა და ფანჯრების გაწმენდა ქაღალდის ხელსახოცებით ან ქსოვილით ნაკლებად ეფექტურია. მათ შემდეგ, შუშებზე ქსოვილის ბუსუსები და ნაწილაკები შეიძლება დარჩეს. შუშის ზედაპირების გასაწმენდად ბევრად მარტივი და იაფი საშუალებაა ჩვეულებრივი გაზეთი სოიოს მელნით, რომელიც არ იფლითება და ზედაპირებზე დასუფთავების კვალსაც არ დატოვებს. ასეთი საშუალება ნამდვილად დაგიზოგავთ დროს დასუფთავებაზე.

6. ჟალუზების სწრაფი წმენდა

ჟალუზების გაწმენდა არც თუ ისე სახარბიელო საქმეა, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. იმისათვის, რომ სამუშაო უფრო სწრაფერსასრუტს ავეჯის გადასაფარებლის საწმენდი თავი დაამაგრეთ და ჟალუზებიდან მთელი მტვერი გაწმინდეთ.

7. ყავის მადუღარის წმენდა

ხშირად ყავის მადუღარა ყოველდღიურად გამოიყენება, მაგრამ იგი საკმარისად კარგად არ იწმინდება და არ არის დეზინფიცირებული. 2015 წელს ჟურნალ”Scientific Reports”-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მადუღარა ბაქტერიების გამრავლების ნამდვილი კერაა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სასიამოვნო ცხელი სასმელის მირთმევისას სერიოზული დაავადებით დაავადდეთ. ამ რისკის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ თვეში ერთხელ ყავის მადუღარას ძმრით გაწმენდთ. ამისათვის, მადუღარას ავზში წყალში გაზავებული რამდენიმე სუფრის კოვზი თეთრი ძმარი უნდა ჩაასხათ, ჩართოთ მადუღარა, შემდეგ მასში სუფთა წყალი ჩაასხათ და კვლავ ჩართოთ იგი, ძმრის სუნის მოსაშორებლად.

8. უსაფრთხო რეცხვა

დამოუკიდებლად მწმენდ სარეცხ მანქანასაც კი სჭირდება ზრუნვა და ყურადღება. ჩვეულებრივი რეცხვა ფხვნილით და დამარბილებელი საშუალებებით საკმარისი არ არის რიგი ინფექციური ვირუსების გასანადგურებლად. ამიტომ, სარეცხი მანქანის კარგად გაწმენდისა და ბაქტერიებისგან თქვენი ნივთების დასაცავად, სარეცხი მანქანა დეზინფექციის რეჟიმზე უნდა ჩართოთ, ცხელი წყლისა და ერთი ლიტრი მათეთრებელის გამოყენებით.

9. სუფთა ტექნიკა

არასოდეს დაასხათ ქიმიური საშუალებები ან თუნდაც წყალი პირდაპირ ტელევიზორის, ლეპტოპის ან სხვა ტექნიკის მგრძნობიარე ეკრანს. ამის ნაცვლად, მტვრის მოსაშორებლად ნაზად გაასუფთავეთ ეკრანი მშრალი ქსოვილით. უფრო ძლიერი ჭუჭყის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქად დატენიანებული ქსოვილი, მაგრამ ვიმეორებთ, არასოდეს გამოიყენოთ წყალი პირდაპირ ეკრანზე, რომ ტელევიზორი არ დააზიანოთ. უმჯობესია იყიდოთ სპეციალური მშრალი ტილოები, რომლებიც ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. ასეთი ტილოები სპეციალური უსაფრთო ძაფებისგან მზადდება, რომლებიც არ ტოვებს ბუსუსებს და ამცირებს შემდეგში მტვრის დაგროვებას ეკრანზე.