სახლში წესრიგის დამყარების შესაძლებლობა, ალბათ, ნებისმიერი დიასახლისის მთავარი თვისებაა. და რომელ ოთახს ვსტუმრობთ ყველაზე ხშირად? საპირფარეშოს.

ამიტომ ეს ოთახი გარეგნულად ყველაზე სუფთა უნდა იყოს. არავითარი ლაქები ან სუნი, მხოლოდ სისუფთავე და წესრიგი. მაგრამ როგორ მოვახერხოთ, რომ აბაზანა იყოს არა უბრალოდ სუფთა, არამედ იდეალური? პასუხი არსებობს, მაგრამ იგი არც ისე მარტივია.

თქვენ უნდა დაიცვათ მთელი რიგი წესები, ზოგჯერ კი მცირე ხრიკები უნდა გამოიყენოთ: სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს! ქვემოთ ჩვენ შევეცდებით გაგიმხილოთ იდეალურად სუფთა სააბაზანოს ყველა საიდუმლოება, მოდით, საქმეს შევუდგეთ!

ტუალეტის დასუფთავება

სუნი

პირველ რიგში, მოდით ვისაუბროთ სააბაზანო ოთახში არსებულ უსიამოვნო სუნზე. ჰაერის გამწმენდი კარგად უმკლავდება თავის საქმეს, განსაკუთრებით ავტომატური. შეგიძლიათ მოაწყოთ იგი და ყოველ ნახევარ საათში ავტომატურად გამოაფრქვევს სურნელს და, პრინციპში, ტუალეტის უსიამოვნო სუნის გამო აღარ ინერვიულოთ.

თუ ქიმიკატების გამოყენება არ გსურთ, მიმართეთ ჩვენს მეთოდს ყოველდღიური ინგრედიენტებით სუნის გასაქრობად: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. სოდა და 1 ს.კ. ლიმონმჟავა და წაუსვით იგი ბინძურ ზედაპირზე. შემდეგ აქტიურად გაასუფთავეთ იგი სველი ღრუბელით და ქსოვილით გაწმინდეთ. კიდევ ერთი ხრიკი: ტუალეტის ჩასარეცხ ავზში ჩაასხით რამდენიმე წვეთი ლიმონის სარეცხი საშუალება.

სოდა, ზოგადად, სუნის ძალიან კარგი მშთანმთქმელია. აქედან გამომდინარე, მისგან შეგიძლიათ დაამზადოთ “საყელურები”, რომლებიც კარგად ასუფთავებენ ჰაერს და არც თქვენს შინაურ ცხოველს მოუტანს ზიანს.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა საკვები სოდა
  • 5-7 წვეთი ეთერზეთი (ციტრუსის)
  • წყალი
  • ქაღალდის საცხობი ფორმები

მომზადების წესი

  1. დაუმატეთ სოდას წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია. დაუმატეთ ეთერზეთი.
  2. მასა ჩაასხით ფორმებში და გამოარეთ ღუმელზე ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, სანამ არ გამაგრდება. მოათავსეთ 2-3 “საყელური” ტუალეტში და გამოცვალეთ ისინი 10 დღეში ერთხელ.

ლაქები

ცხადია, რომ ლაქები ყველგანაა. მაგრამ ფილებზე ისინი ყველაზე მკვეთრად ჩანს. აქედან გამომდინარე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხშირად გაწმინდოთ ფილებს შორის არსებული ნაკერები კბილის ჯაგრისითა და საწმენდი საშუალებით. ან მის ნაცვლად სოდა გამოიყენეთ.

ამისათვის თქვენ სოდა და წყალი უნდა შეურიოთ ერთმანეთს, რომ მიიღოთ ქაშისებრი მასა, რომელსაც ფილების ნაკერებზე წაუსვამთ, შემდეგ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უნდა დაელოდოთ. საბოლოოდ, თითოეული ნაკერი ჯაგრისით და სველი ღრუბელით უნდა გაწმინდოთ და ჩამორეცხოთ. ასე თქვენ სააბაზანო ოთახში გააქრობთ უსიამოვნო სუნს და ჩამჯდარ ჭუჭყს. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, ფილების ნაკერებში შეიძლება გაჩნდეს სოკო, ეს კი ძალიან სერიოზული რამეა, რადგან ტუალეტის სისუფთავე ძალზე მნიშვნელოვანია.

თუ თქვენ საშხაპე კაბინა გაქვთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ იგი იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ. ამისათვის გამოიყენეთ მანქანის შუშის გამწმენდი. შხაპის დატოვებისას, უბრალოდ გაასუფთავეთ კაბინა ამ საშუალებით და იგი უნაკლოდ გამოიყურება.

ჩაასხით 100 მლ ძმარი პლასტმასის პაკეტში და შხაპის თავზე დაამაგრეთ. ერთი საათის შემდეგ შხაპის თავს ნალექი სრულიად მოშორდება და ყველა ნახვრეტი სუფთა იქნება. სხვათა შორის, თუ თბილ წყალში გაზავებულ ძმარს სარეცხ მანქანაში ჩაასხამთ, ეს ნარევი ამ ტექნიკასაც იდეალურად გაწმენდს.

სინათლე

სააბაზანო ოთახისა და ტუალეტისთვის შესაფერისია ცივი, მოცისფრო განათება. ამიტომ, თუ იქ თბილ ყვითელ ნათურას იყენებთ, უმჯობესია შეცვალოთ იგი. ეს ოთახის სივრცესნ სისუფთავის შეგრძნებას მიანიჭებს. რეკმენდებულია ასეთივე ფერების გამოყენება სააბაზანოსთვის ფილებისა და ფარდების შერჩევისას.

პატარა ხრიკები

1. დასუფთავებისას, ზოგი დიასახლისი არ ყრის ნარჩენებს, არამედ მათ ნიჟარაში ათავსებს, რათა იქიდან მუდმივად სუფთა არომატი ამოდიოდეს. საკმაოდ უცნაური მეთოდია, მაგრამ ასეც ხდება.

2. დასუფთავების ნებისმიერი ოპერაციისას წყალს დაუმატეთ ცოტაოდენი ალკოჰოლი. ეს არასოდეს გაწყენთ, პირიქით, ლაქები უფრო სწრაფად გაიწმინდება.

3. საბავშვო ზეთი, რომელსაც ღრუბელს წაუსვამთ, ონკანის ქრომირებულ ზედაპირს განსაკუთრებულ ბზინვარებს შემატებს.

4. წყალი აბაზანაზე პატარა ლაქებს ტოვებს. მათ მოსაშორებლად ნახევარ გრეიფრუტს მოაყარეთ მარილი და აბაზანა გაწმინდეთ. რამდენიმე წუთიანი წმენდა ზედაპირს ლაქებს მოაშორებს და მას ციტრუსის საოცარ არომატს მისცემს.

5. თუ ტუალეტის ქაღალდს რამდენიმე წვეთ ეთერზეთს დაასხამთ, ტუალეტში ყოფნა უფრო სასიამოვნო იქნება.

თუ ამ წესებიდან რომელიმეს დაიცავთ, სააბაზანო ოთახი მუდმივად სისუფთავეს და სასიამოვნო სურნელს გამოასხივებს. არ აქვს მნიშვნელობა ტუალეტი ხრუშოვკის ტიპის ბინაშია თუ უზარმაზარ სასახლეში. ჩვენი ხრიკები ყველგან გამოგადგებათ.

ბოლო წლების განმავლობაში, ქიმიური ინდუსტრია ძალიან წინ წავიდა, მაგრამ თუ მის გარეშეც შეიძლება გავუმკლავდეთ ჭუჭყსა და უსიამოვნო სუნს, ჩვეულებრიივ სოდისა და სხვა რამდენიმე ინგრედიენტების გამოყენებით, რატომ უნდა გადავიხადოთ ზედმეტი თანხა სხვა ქიმიურ ნივთიერებებში და რატომ უნდა ვავნოთ ჩვენს ჯანმრთელობას?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი