როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ყუთები ყოველდღიურობაში

თითქმის ყველას სახლში მოიძებნება ძველი პლასტმასის ყუთები. ნუ იჩქარებთ და ნუ მოისვრით მათ ნაგავსაყრელზე. ყუთები შეგიძლიათ გამოიყენოთ შესანახად, მათგან თაროები გააკეთოთ ან მათში ნერგები ჩარგოთ. გარდა ამისა, პლასტმასი განსაკუთრებულ უტილიზაციას საჭიროებს. მასალის მეორადად გამოყენება შესანიშნავი იდეაა.

ახლახან, მე და ჩემმა მეუღლემ სახლში რემონტი გავაკეთეთ და საკუჭნაოში დაახლოებით 10 ძველი პლასტმასის ყუთი ვიპოვეთ. თავიდან მათი გადაყრა გვინდოდა, მაგრამ იმ დროს დედაჩემი ჩვენთან სტუმრად იყო და გვითხრა, როგორ შეიძლება ყუთები გამოგვადგეს ბაღსა და ბოსტანში. იგი ჩვენი გამოცდილი მებაღეა – ნებისმიერი ძველი ნივთი შეიძლება იყოს გამოყენებადი მეურნეობაში.

ყუთები ნერგებისთვის

მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანებს შეუძლიათ იმპროვიზებული მასალებისგან ყველაფერი დაამზადონ. როგორც ამბობენ, თუ არის სურვილი, მასალაც მოიძებნება. ჩვენ ვიყენებთ პლასტმასის კონტეინერებს, როგორც ნედლეულს. ჩვენმა რედაქციამ შეაგროვა ძველი პლასტმასის ყუთების სამი სასარგებლო გზა.

1. ყუთების გამოყენების ყველაზე მარტივი გზაა მათი გამოყენება ბაღში ან ბოსტანში. მათში მარტივია ბოსტნეულის შნახვა და ტრანსპორტირება. ასევე შესანიშნავი იდეაა ყუთების გამოყენება ხახვის, ნივრის, ბადრიჯნის, პომიდვრის ან კიტრის ნერგებისთვის.

ყუთები გამოგადგებათ როგორ გრუნტი, მაგრამ ნაწილობრივი ჩრდილის შესაქმნელად პერფორაციის გამოყენება უფრო ორიგინალური გზა გახდება. ასე შესაძლებელი გახდება მცენარეების დაცვა მზის ძლიერი სინათლისგან. მარტივად და ეფექტურად!

2. ბოსტნეულის შენახვის გარდა, ყუთები გამოგადგებათ აგარაკზე, როგორც ბაღის ავეჯი. ძველი ყუთებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ბაღის მაგიდა, სკამები ან თუნდაც მთელი ტერასა. მაგიდისთვის, დაახლოებით 4-8 ყუთი აიღეთ, შეაერთეთ ერთმანეთთან და ხის დაფით გადაფარეთ, რომელიც კარგად უნდა დაამაგრდეს.

პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ყუთების კონსტრუქცია საკმაოდ მყარია, რადგან პლასტმასი ძალიან ძლიერი მასალაა. მაგიდისთვის განკუთვნილი სკამების გაკეთება უფრო ადვილი – ყუთის ზედა მხარე რბილი მასალით დაფარეთ და ზემოდან ქსოვილი გადააფარეთ. რამდენიმე წუთი და, ყველაფერი მზადაა.

3. ძველი პლასტმასის ყუთები შეგიძლიათ სახლის ინტერიერისთვის გამოიყენოთ. მაგალითად, გააკეთეთ ლამაზი პუფი. ამისათვის, ყუთს სქელი თოკი შემოახვიეთ, თითოეული რიგი წებოთი დააფიქსირეთ. მოხერხებულობისთვის, ზემოდან შეგიძლიათ დაუმატოთ ქაფის სავარძელი, რომელიც ქსოვილითაა დაფარული.

უფრო მარტივი ვარიანტია ტაბურეტი. ერთმანეთზე დააწყვეთ 2 ყუთი და დააწებეთ. ზევით თოკი შემოაკარით, რომ რბილი დასაჯოდომი იყოს. ასევე ყუთში შეგიძლიათ ნივთების შენახვა, ამისათვის კედლის თაროები უნდა გააკეთოთ. ისინი შესაფერისი იქნება როგორც სახლისთვის, ისე ავტოფარეხში ხელსაწყოების შესანახად.

ყუთების მეორადი გამოყენებით, თქვენ შეძლებთ საკუთარი ხელით დაამზადოთ ავეჯი, ეს კი ეს ძალიან შემოქმედებითი და გასართობი პროცესია. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ ახალი ავეჯის შეძენა, რადგან თანამედროვე ჰენდმეიდები ძალიან მოდურია და კარგად ჯდება იმტერიერში.