“ჭკვიანი” სარწყავი სისტემა საყვარელი მცენარეებისთვის: თუ სადმე მიდიხართ და სახლში ყვავილებს ტოვებთ

ვბ კულტურული მცენარეების მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციაა, რომელიც მთელი ზაფხულის სეზონზე უნდა განახორციელოთ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ “ჭკვიანი” სარწყავი სისტემა, რომელიც ასევე დრენაჟის ფუნქციას შეასრულებს, წვიმის დროს ნიადაგიდან ზედმეტ ტენიანობას ამოიღებს. ასეთი ეშმაკური მოწყობილობის შესაქმნელად, მხოლოდ და მხოლოდ შესაფერისი პლასტმასის ბოთლი დაგჭირდებათ.

თქვენ დაგჭირდებათ: ქინძისთავი ან სადგისი, ბრტყელტუჩა, დანა, მკვრივი ქსოვილის ნაჭერი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი პირსახოცი), პლასტმასის ბოთლი.

აღწერილი კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტივირებული მცენარეების ძირეული სივრცის უწყვეტ მორწყვას. ცხელ ამიდნში კონსტრუქცია დაატენიანებს ნიადაგს, წვიმის დროს კი პირიქით – მიწისგან ჭარბ ტენიანობას შეიწოვს. ასეთი “ჭკვიანი” და ძალზე სასარგებლო ინსტრუმენტის შესაქმნელად, არც სპეციალური ცოდნა და არც სპეციალური საშუალებები არ გჭირდებათ.

ნაბიჯი პირველი – ბოთლს სადრენაჟე ნახვრეტები გაუკეთეთ. ამის გასაკეთებლად ბრტყელტუჩათი დაიჭირეთ ქინძისთავი და უბრალოდ ცეცხლზე გააცხელეთ იგი. ნახვრეტები მთელს ბოთლზე უნდა გააკეთოთ. რაც მეტი იქნება ისინი, მით უკეთესი.

ნაბიჯი მეორე – შთანმთქმელი ელემენტის შექმნა. ფრთხილად ჩადეთ ქსოვილი ან პირსახოცი ბოთლში, შემდეგ კარგად დატკეპნეთ იგი. ისე უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი იმპროვიზებული “ღრუბელი” ბოთლს შიგნით არსებულ მთელ მოცულობას იკავებდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსოვილი მჭიდროდ იყოს დაპრესილი ნახვრეტებთან. სულ ესაა.

ნაბიჯი მესამე – ინსტალაცია. ფრთხილად ჩაფალით ბოთლი მცენარეების გვერდით. ჩაასხით მასში წყალი. სისტემა სამუშაოდ მზადაა.