პრაღაში ბაროკოს სტილის არქიტექტურის მართლაც შთამბეჭდავი წარმომადგენელი მდებარეობს – შენობების კომპლექსი სახელწოდებით კლემენტიუმი. 1727 წლიდან მასში ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, რომელშიც 20 ათასზე მეტი წიგნი ინახება. აღნიშნული ლოკაცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბიბლიოთეკადაა აღიარებული. ბევრის აზრით კი იგი ყველაზე ლამაზის სტატუსსაც იმსახურებს.

ბიბლიოთეკის ჭერი იან ხიბის მიერაა მოხატული. 1781 წელს დირექტორმა კარლ რაფაელ უნგარმა დააარსა ეროვნული ბიბლიოთეკა – ჩეხური ლიტერატურის კოლექციის სახით. უამრავი იშვიათი წიგნი, რომელიც აქ ინახება, ციფრული სახის მისაღებად იქნა დამუშავებული და Google Books-ის კატალოგში მოთავსდა.

1775 წლიდან მოყოლებული ამ შენობაში ამინდსაც აკვირდებიან. ეს ულამაზესი კომპლექსი ხორხე ლუის ბორხესის ნოველაშიც კია ნახსენები. შეაფასეთ ამ საოცარი ბიბლიოთეკის ვიზუალი თქვენი თვალით:

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი