იგრძენით თავი შუა საუკუნეების დიდებულად, დღეში 20 ევროდ

მათთვის, ვისაც მთელი ცხოვრება სურს თავი სამეფო ოჯახის წევრად იგრძნოს, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა ნამდვილ სასახლეში იცხოვროს, რომელიც მეათე საუკუნეში აიგო. უჩვეულო სასტუმრო „Castell de Llaés“ ბარსელონასთან ახლოს მდებარეობს და საშუალებას გვაძლევს თავით გადავეშვათ შუასაუკუნეების ატმოსფეროში დღე-ღამეში სულ რაღაც 20 ევროს გადახდით. მაგრამ, ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეასრულოთ.

ეს საოცარი ადგილი ესპანეთის ავტონომიურ საზოგადოებაში, კატალონიაში მდებარეობს და რიპოლიესი ეწოდება. აქ ველური ბუნების საოცარ სილამაზეს ნახავთ სანაპიროებით, მთებით და იდილიური პეიზაჟებით.

ამ მიზეზით აქ ბევრი ტურისტია. მითუმეტეს მაშინ, როცა გაქვთ შესაძლებლობა დატკბეთ ცხოვრებით იქ, სადაც შუა საუკუნეებში მეფეები ცხოვრობდნენ.

უძველესი სასახლე რესტავრაციის შედეგად კომფორტულ სასტუმროდ იქცა. ის მთაზე მდებარეობს და მშვენიერი ადგილია აქტიური ადამიანებისთვის არაორდინალური დასვენების მოსაწყობად.

იქ ასასვლელად ნახევარი გზის გავლა ფეხით მოგიწევთ და მათ, ვისაც არ აშინებს შუა საუკუნეების ატმოსფერო და მთაზე მოძრაობა, რომანტიკული გარემოთი, სუფთა ჰაერით და ფანტასტიკური სილამაზით ტკბობას შეძლებს. 20 ევროს გადაიხდით იმ შემთხვევაში, თუ 16 ადამიანის კამპანიას შეკრებთ.

სასტუმროს მფლობელი ფასდაკლებას უკეთებს 16 ადამიანისგან შემდგარ მეგობრების ჯგუფს, რომლებიც სასახლეში ორ ღამეს დარჩებიან. თუ ისინი გადაწყვეტენ ამ პირობებში ერთი კვირა გაატარონ, 410 დოლარის ნაცვლად კიდევ 25%-ით ნაკლებს გადაიხდიან. ერთი თვის შემთხვევაში კი ფასდაკლება 50% იქნება. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ორი ადამიანი მოისურვებს დარჩენას, ერთ ღამეში სრული 410 დოლარის გადახდა მოუწევს.

სასტუმროს მფლობელი და მისი ცოლი კომპლექსის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მზად არიან სტუმრებს დახმარება 24/7-ზე აღმოუჩინონ.

სადილის მოსამზადებლად სამზარეულოში თავად უნდა იფუსფუსოთ, თუმცა აქ ყველა საჭირო ტექნიკა დაგხვდებათ. ღია ცის ქვეშ მოწყობილია ბარბექიუს ზონა და ვერანდა ვახშმისთვის.

სასახლეში 8 საძინებელია და ისინი თანამედროვე კომფორტითაა მოწყობილი. აქ არის ელექტოენერგია, გათბობა, კონდიციონერი, თბილი წყალი, wifi. ყველა საძინებელს თავისი სააბაზანო აქვს. სასახლეს გააჩნია აივნები და ტერასები ფანტასტიკური ხედით პირენეებზე.

ბოლო დროს აქ პოპულარული გახდა ახალდაქორწინებული ახალგაზრდების და მათი სტუმრების მიღება, რომლებიც სასახლეში დაუვიწყარ უიქენდს ატარებენ.

ტერიტორიაზე შესაძლებელია ფეხით სეირნობა, ცხენით ჯირითი, თევზაობა და კანოეთი გაცურვა. უფასოა ველოდიპედით და ზამთარში თხილამურებით სარგებლობა.

უფრო და უფრო ხშირად ცდილობენ ძველი შენობები ეკო-კომპლექსებად ან თანამედროვე სასტუმროებად აქციონ. საოცარი არქიტექტურა, ძველი ატმოსფერო და უჩვეულო დასასვენებელი ზონა ბევრ ადამიანს იზიდავს.