ზოგიერთი თვლის, რომ დრო არ უნდა დავუთმოთ ჰოლის მოწყობას. თუმცა, მას ნამდვილად სჭირდება იმდენივე დრო, რამდენიც სხვა ოთახებს. რამდენიმე რაციონალური რჩევა დაგეხმარებათ შემოსასვლელში სწორი აქცენტები დასვათ.

1. ნათელი ტონალობები

მიუხედავად იმისა, რომ მუქი ტონალობები უფრო პრაქტიკული ჩანს, პატარა ჰოლში სჯობს აქცენტი ნათელზე გააკეთოთ. ასევე, ნუ შეიბოჭავთ თავს კლასიკური კარადით. გაამახვილეთ ყურადღება თაროებზე მოძრავი უჯრებით და პატარა მაგიდებზე.

2. კარადების სისტემა

დაბალი კომოდი ჩაშენებული სხვადასხვა ზომის თაროთი, მშვენივრად ეწერება პატარა ჰოლის ინტერიერში და მაღალი კარადის ალტერნატივად იქცევა.

3. მინიმალიზმი

ინიმალისტური დიზაინი პატარა ბინის საუკეთესო მეგობარია. თუ ის ძალიან მოსაწყენი გეჩვენებათ, ავეჯის კუთხით გაითვალისწინეთ. სხვადასხვა ფაქტურების და მასალის შერწყმით ჰოლს საინტერესოს გახდით.

4. ლაკონიური დიზაინი

ეს სურათი მოდური და ლაკონური გაფორმების მშვენიერი მაგალითია. ნათელი ფერები ხის ავეჯთან და ნაცრისფერ დეტალებთან ერთად ძვირადღირებულად და ელეგანტურად გამოიყურება.

5. ფაქტურა

პატარა ჰოლი სადაც ერთმანეთს ერწყმის ცივი განყოფილება სველი ბეტონით და თბილი ნატურალური ხე, ბრწყინვალე იერს შეიძენს. დეტალების სახით გამოიყენეთ: ნატურალური ხისფერი ავეჯი, შავი ფურნიტურა, დაბალი სკამი ფეხსაცმლის თაროთი და საკიდი.

6. გაფართოებული სივრცე

სარკეებიანი კარადა ყოველთვის შვენიერი იდეაა თუ საქმე ვიწრო გასასვლელს ეხება. შეგიძლიათ აირჩიოთ მოდელი ღია ნიშით და მასში მოწყობილი სკამით. დამატებითი დეტალია სინათლე და სრულყოფილ ჰოლს მიიღებთ.

7. მყუდრო კუთხე

ამ პატარა ჰოლის მთავარი დეტალი მყუდრო ნიშაა სკამით და საკიდებით.

8. კარგად მოფიქრებული დიზაინი

პატარა ჰოლი ნათელ ფერებში, სადაც ყველაფერი თაროებზეა განლაგებული, იმიტომ რომ მფლობელები ნივთების შენახვას განსაკუთრებული მონდომებით მიუდგნენ. აქ ფეხსაცმელები ქვედა კომოდში ინახება, ქურთუკები კარადაში, ქუდები და ჩანთები კი ზედა თაროებზე.

9. სინათლე და ფერი

ვიწრო ჰოლი მხოლოდ ავეჯის მეშვეობით არ ხდება ფანტასტიკური. აქ სულ სამი ავეჯია: ღია კონსტრუქცია სკამით, კარადა და თარო. მაგრამ, დიოდის განათება, მუქი ნაცრისფერი ტონალობა და ცისფერი თარო – აი რა ქმნის იდილიას.

10. ჟანრის კლასიკა

ესაა კლასიკური ჰოლი პროვანსის სტილის ელემენტებით. ავეჯიდან აქ მხოლოდ კარადაა სარკით და სკამი, თუმცა ეს საკმარისია კომფორტისთვის.

11. კონტრასტული დეტალები

პატარა მისაღები, რომელიც ნამდვილ შედევრად იქცა. ვიწრო ტანამედროვე კარადა თეთრი კარებებით, ხის კედელი და სარკით იატაკიდან ჭერამდე უბრალოდ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.

12. თანამედროვე კოსნტრუქცია

მრავალფუნქციური კედელი ღია ნიშებით, დივანი და სარკე – მოდური კონსტრუქციაა, რომელიც ყველა ინტერიერში ღირსეულად ჩაეწერება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი