როგორ დავხვდეთ და ღამე გავათევინოთ სტუმრებს პატარა ბინაში: პრაქტიკული რჩევები

სტუმართმოყვარეობა – ეს ძალიან კარგი თვისებაა. სასიამოვნოა სტუმრების მიღება განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ახლობლები არიან. სასიამოვნო კამპანიაში გატარებული დრო შეუფასებელია. მშვენიერია თუ დიდი ბინა გაქვთ და სტუმრები ღამით რჩებიან. მაგრამ თუ სახლი პატარაა და მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგება, რა უნდა ვქნათ? როგორ გავანაწილოთ ისინი კომფორტულად რომ თავადაც არ ვიგრძნოთ დისკომფორტი?

  1. დაიცავით წესრიგი ბინაში და გამოყავით ადგილი თქვენი სტუმრებისთვის.

პირველი, რასაც გამოცდილი დიასახლისები აკეთებენ – ბინაში წესრიგის დამყარებაა. დაგვეთანხმებით, რომ ბინაში უსიამოვნო გარემო ყველას ნეგატიურად განაწყობს. არაა აუცილებელი გენერალური წმენდა ჩაატაროთ. საკმარისია ყველა ნივთი თავის ადგილას მოათავსოთ, მტვერი გადაწმინდოთ და იატაკი მოასუფთავოთ.

თუ სტუმრები შორი გზიდან მოდიან, მათ დასჭირდებათ ადგილი ჩემოდნისა და პირადი ნივთებისთვის. ამიტომაც მეორე ნაბიჯია სივრცის გათავისუფლება მათი ბარგისთვის. თუ შესაძლებელია გადაადგილეთ ავეჯი და გამოყავით ადგილი. ასევე, შეგიძლიათ თაროს განთავისუფლება ტანსაცმლისთვის ან დამატებითი საკიდის დამატება მათთვის.

  1. გასაბერი ლეიბის შეძენა

სტუმრების დარჩენის შემთხვევაში დასაძინებელი ადგილის საკითხი დგება. თუ არ გაქვთ ცალკე ოთახი, დამატებითი დივნის ნაცვლად სჯობს მატრასი შეიძინოთ. საჭიროების შემთხვევაში მას გაბერავთ, სხვა დროს კი კარადაში პატარა ადგილს დაიკავებს.

სასარგებლო რჩევა გასაბერი ლეიბის არჩევისას:

  • ზომა. ორადგილიანზე ორი ზრდასრული ადამიანი დაეტევა, ერთადგილიანზე კი მხოლოდ ბავშვი.
  • მასალა. არჩიეთ ხავერდოვანი ზედაპირი.
  • გასაბერი მოწყობილობის ხარისხი. ჩამონტაჟებული ელექტრო ტუმბო მას რამდენიმე წუთში გაბერავს.
  1. მოამზადეთ დასაძინებლად საჭირო ნივთები

სრულფასოვანი და მოსადუნებელი ძილისთვის ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია. პირველ რიგში კომფორტული თეთრეული. ნაადრევად მოამზადეთ რამდენიმე სახის ბალიში, რათა სტუმრებმა უფრო მოხერხებული არჩიონ. კარგი იქნება თბილი პლედი. მნიშვნელოვანია, რომ თეთრეული ნატურალური მასალებისგან იყოს დამზადებული, რათა გავექცეთ ალერგიულ რეაქციებს.

  1. ოთახი სტუმრების დასასვენებლად კომფორტული გახადეთ

ხშირად პატარა ბინებში სტუმრების მოსასვენებლად მხოლოდ მისაღები ოთახია. ამიტომაც, აუცილებელია მაქსიმალურად კომფორტული პირობები შექმნათ ძილისა და დასვენებისთვის. ოთახში უნდა იყოს ჟალუზები ან ფარდები, ასევე დამაგრძელებელი ელექტრონული მოწყობილობების დასატენად და შესაერთებლად.

  1. სააბაზანო დააკომპლექტეთ საჭირო ნივთებით

თუ სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა გსურთ, პირადი ჰიგიენის საშუალება მიეცით მინიატურული ნივთებით. ეს შეიძლება იყოს შამპუნი, საპონი თუ კბილის პასტა. ასევე, კარგი იქნება ცალკე ხალათი და ჩუსტები. თითოეულ სტუმარს მიეცით თავისი პირსახოცი.

  1. ზონა განმარტოებისთვის

თუ სტუმართმოყვარე ადამიანი ხართ და ხშირად გსტუმრობენ, შეიძინეთ მოძრავი შირმა. ის განსაკუთრებით აქტუალურია ერთოთახიან ბინაში. რამდენიმე წუტში ცალკე ზონას შექმნით, სადაც სტუმრები მოსვენებას შეძლებენ. ის სასარგებლოა განმარტოებისა და პირადი სივრცის შექმნისთვისაც.

  1. დამატებითი ადგილი ბარგისთვის

პატარა ჩანთებისა და პირადი ნივთებისთვის გაანთავისუფლეთ მაგიდა ან ტუმბო. მსგავსი მიზნებისთვის გამოგადგებათ სავარძელი ან სკამიც.ოპტიმალური ვარიანტია თავისუფალი თარო კარადაში.

  1. ლანჩის და საუზმის მარაგი

პატარა ბინაში საკვების მიღება მსუბუქად უნდა მოხდეს. დადგით წყლის დოქი და ჭიქები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას. იყიდეთ სხვადასხვა სასმელები და გემრიელი წასახემსებელი საშუალებები. ჯამი ხილით შეავსეთ. დროის ეკონომიისთვის იყიდეთ მზა საკვები. ეს შეიძლება იყოს იოგურტი, ბლინები, ფუნთუშები, სენდვიჩები… მსგავსი ასორტიმენტით სტუმრები მშივრები არ დარჩებიან.