როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავების ფასადი თეთრი ფერის ტყუილად არაა. აი, მიზეზიც

ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი რაღაც იდუმალი მიზეზით თეთრად არის შეღებილი. რა თქმა უნდა, ლაინერის დაფაზე მრავალფეროვანი ნახატი და რეკლამა შეიძლება იხილოთ, თუმცა, მთლიანობაში, ფიუზელაჟი მაინც თეთრი რჩება. სინამდვილეში, ეს უმიზეზოდ არ ხდება.

თავდაპირველად, თვითმფრინავებს (სამგზავრო ლაინერის ჩათვლით) საერთოდ არ ღებავდნენ. XX საუკუნის შუა ხანებში ითვლებოდა, რომ უზარმაზარი მფინავი მანქანის ფიუზელაჟზე დაახლოებით 500 კგ საღებავის დახარჯვა რესურსების მიუღებელი გაფლანგვაა. ამრიგად, ლითონის ფიუზელაჟი, როგორც წესი, უბრალოდ გაპრიალებული იყო. ამას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ საღებავის დამცავი ფენის გარეშე ფიუზელაჟი სწრაფად ზიანდება და შედეგად, თვითმფრინავის ექსპლუატაციის ხარჯები კი არ მცირდება, არამედ იზრდება.

შედეგად, თვითმფრინავების შეღებვა ძირითადად, თეთრ ფერებში დაიწყეს. პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც სწორედ ასეთ საღებავზე შეჩერდა არჩევანი – ფიზიკის კანონებია. საქმე იმაშია, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი ტემპერატურის ცვლილებებს განიცდის. მზის ნეგატიური სხივების ეფექტის გასანეიტრალებლად, კერძოდ კი ფრენის დროს ფიუზელაჟის გახურების გამო, გადაწყდა იმ ფერის გამოყენება, რომელიც ყველაზე ნაკლებად უწყობს ხელს მზის შუქის შთანთქმას.

მეორე მიზეზი, რის გამოც ფიუზელაჟი თეთრი ფერის საღებავითაა შეღებილი, არის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მახასიათებლები. არ არის რთული მისახვედრი, რომ თეთრ საღებავზე ბევრად უკეთესად დაინახავთ ზეთის ნებისმიერ კვალს, ნებისმიერ კოროზიას, ბზარს, ჩაღრმავებას და ა.შ. ამიტომ, მაშინაც კი, თუ თვითმფრინავს დღესდღეობით მთლიანად თეთრ ფერში არ ღებავენ, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც ცდილობენ თეთრად შეღებონ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები.

მესამე მიზეზი არის სამძებრო-სამაშველო. თეთრი ფიუზელაჟი (და მისი ნაწილებიც კი), როგორც წესი, მიწაზე უკეთესად ჩანს თვითმფრინავის შეჯახების შემდეგ. მაშინაც კი, თუ კატასტროფის შედეგად ყველა დაიღუპა, მანქანის ფრაგმენტების ძებნა კვლავ საჭიროა, რათა შეაგროვონ იმ ადამიანების სხეულები, ვინც ბორტზე იმყოფებოდა და მნიშვნელოვანი ელემენტების მოსაძებნად, მაგალითად, შავი ყუთის, რომელიც მარტივად შეიძლება თვითმფრინავის სხვა ნაწილებთან ახლოს იყოს.

შენიშვნა: რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. პოლარულ ზონაში მოქმედი თვითმფრინავები, როგორც წესი, ნარინჯისფერშია შეღებილი.

დაბოლოს, თვითმფრინავები კიდევ იმიტომ არის თეთრად შეღებილი, რომ იგი უკეთესად ირეკლავს სინათლეს და რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი მანქანას უფრო შესამჩნევს ხდის მფრინავი ფრინველებისთვის, აშინებს მათ (უმეტეს შემთხვევაში) სინათლის ამ ანარეკლით.