სიბნელეში მანათობელი თოკი, რომელიც ბუნებაში კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს

მან, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბანაკში და ღამე კარავში გაუტარებია, კარგად იცის, როგორია ღამით კარვის დაჭიმულ თოკებზე ფეხის წამოკვრა და მიწაზე განთხევა. და თუ ეს მთელი კარვების ქალაქია, მაშინ დაცემის თავიდან აცილებას ცოტა თუ შეძლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ალკოჰოკურ სასმელებსაც მიიღებთ. მაგრამ ეს პრობლემა შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს, თუ თქვენ შეიძენთ “ჭკვიან” თოკს, რომელიც დღისით შთანთქავს სინათლეს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით, ღამით კი კარგად ანათებს.

ბუნებაში აქტიური დასვენების მოყვარულებს ღამის საათებში არაერთხელ შექმნიათ გადაადგილების პრობლემა გაშლილ კარვებს შორის. ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა და ზოგჯერ სურვილიც, რომ ისინი ღამით ფარნებით გავიდნენ გარეთ და ასეთი შემთხვევები ხშირად დაცემებით მთავრდება იმის გამო, რომ კარვებს შორის ყველა მხარეს თოკები და პალოებია გადაჭიმული, რომლებიც მათ კონსტრუქციას იკავებენ. ტურისტული და სპორტული აღჭურვილობის გამომგონებელმა მწარმოებლებმა ამ რთული სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალი მოიგონეს.

მათ შეიმუშავეს “ჭკვიანი” თოკი “Handy Glow In The Dark”, რომელიც შექმნილია ისე, რომ მის ზოგიერთ ბოჭკოს შეუძლია შთანთქოს შუქი მასზე მზის სხივების მოხვედრისას, საღამოობით კი გამოსცეს იგი. ასეთი შესაძლებლობა თოკსა და პალოებს საშუალებას აძლევს ღამით ანათონ, თუ მას ოდნავ შემოახვევთ.

გარდა ამისა, სინათლის ამრეკლავი ზოლები ქსოვილის გარე ზედაპირზეა ნაქსოვი. ეს საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ხელმისაწვდომი შუქი და არეკლოთ იგი, რაც გაზრდის ხილვადობას ღამით. სიბნელეში მანათობელი თოკი ნამდვილი ლაიფჰაკია ნებისმიერი ტურსტისთვის, რადგან იგი უზრუნველყოფს უკეთეს ხილვადობას, რაც ნიშნავს, რომ მცირდება რაიმეზე შეჯახების და ტრავმის მიღების რისკი.

ეს სიბნელეში მანათობელი თოკი დამზადებულია გამძლე პოლიპროპილენისგან ალმასის ლენტებით, დამატებითი გამძლეობისთვის. იგი იდეალურია ნებისმიერი ტიპის საქმიანობისთვის, სადაც თოკის ხილვადობაა საჭირო. ხშირად იგი გამოიყენება დამცავი მიზნებისთვის, თუ არსებობს რისკები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ასეთი ტიპის თოკები ასევე გამოიყენება ნავით გადაადგილებისთვის, სხვადასხვა წყლის სპორტის ან სპორტდარბაზების ზონების დაყოფისთვის, და ასევე გამოგადგებათ სათევზაოდ, ნადირობისა და მოგზაურობისთვის.

რეკომენდებულია ამ ტიპის მასალა მთამსვლელებისთვისაც, როდესაც ექსტრემალები მიდიან გამოქვაბულებში ან გროტებზე, გეგმავენ კლდეებზე ცოცვას ან დაშვებას. ეს 16-ბალიანი 15 – მეტრიანი თოკი საკმაოდ მდგრადია სოკოსა და ობის მიმართ, ასევე მისი მსუბუქი წონის და მასალის განსაკუთრებული შემადგენლობის გამო იგი წყალში არ იძირება, რაც მნიშვნელოვანია საფეხმავლო პირობებში.

სასარგებლო რჩევა: იმისათვის, რომ პალოებზე დამაგრებულ მანათობელ თოკზე ფეხი არ წამოიკრათ, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაცემა, ხშირად დღის განმავლობაშიც კი, უმჯობესია პირდაპირ ნაკრები შეიძინოთ. როგორც აღმოჩნდა. არსებობს პალოები, რომლებსაც ასეთივე თვისებები აქვთ, და, როგორც გამოცდილი ტურისტები ამტკიცებენ, მათი პოვნა დღის განმავლობაში უფრო ადვილი გახდება, რადგან კარვების გასაშლელად ლითონის სამაგრები სტრუქტურის აწყობის ან დაშლის დროს ყოველთვის იკარგება.

უცნაური თოკები შეგიძლიათ ნახოთ არა მხოლოდ ტურისტების კარვებთან ან ექსტრემალ-ალპინისტებთან. მაგალითად, აშშ-ს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ყველა მუნიციპალურ ავტობუსში, ფანჯრისა და მგზავრების სავარძლების გასწვრივ გაჭიმულია ყვითელი იდუმალი თოკები.