თუ არ გინდათ, რომ ნამდვილის ფასად ყალბი ბრენდის ტანსაცმელი შემოგაჩეჩონ, გადახედეთ ამ რჩევებს

მოგების გაზრდისა და მომხმარებლის ყურადღების მოსაპოვებლად, მასობრივი ბაზრის ბრენდები არ წყვეტენ დიზაინერების ტანსაცმლისა და აქსესუარების კოპირებას. ადრე, საკმაოდ ადვილი იყო ყალბი პროდუქტების ამოცნობა დაუყოვნებლივ, მაგრამ ახლა, ზოგიერთ რეპლიკას ისეთი მაღალი ხარისხი აქვს, რომ მათი განსხვავება ორიგინალისგან თითქმის შეუძლებელია.

ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, სანამ დიზაინერულ ტანსაცმელს შეიძენთ, თუ გსურთ, რომ დარწმუნებული იყოთ მათ ხარისხში.

1. Timberland-ის ჩექმები

  • მათი კარამელის ფერის ძირები ოდნავ გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ მათ უფრო ყურადღებით დააკვირდებით. კომპანიის ლოგო და ბრენდის სახელი უნდა იყოს დაბეჭდილი ძირებზე. ზოლი ქუსლსა და ძირს შორის თითქმის უხილავი და ბრტყელი უნდა იყოს.
  • ლოგო უნდა იყოს დაბეჭდილი ფეხსაცმლის ქუსლის გარე მხარეს. მისი ხაზები უნდა იყოს თანაბარი, მკაფიო და მკაცრად სწორი.
  • ბოტების ნახვრეტები უნდა ჰგავდეს ექვსკუთხედს, რომელიც აკურატულად მდებარეობს ფეხსაცმლის გარეთა მხარეზე. მამაკაცების მოდელებზე ისინი 7-ია, ქალის მოდელებზე კი 6 ექვსკუთხა ნახვრეტია.
  • ფეხსაცმლის ყველა ნაკერის ფერი თეთრი უნდა იყოს. თუ რამდენიმე ნაკერი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, ისინი აბსოლუტურად პარალელური უნდა იყოს.

2. პანდორას სამაჯურები

  • ორიგინალი ვერცხლის სამაკურის ფერი უნდა იყოს ოდნავ მკრთალი. იგი არ უნდა იყოს ძალიან ნათელი ან მბზინავი: მწარმოებელი იყენებს ჟანგვის ტექნიკას, რაც პანდორას პროდუქტებს უნიკალურ ფერს ანიჭებს.
  • პანდორას ახალი სამაჯურები იდეალურად უნდა ინარჩუნებდეს ფორმას და თითქმის არ უნდა იკეცებოდეს. თქვენ ასევე ნათლად უნდა შეძლოთ ნაქსოვები მათზე.
  • პანდორას სამაჯურზე სამაგრის ზომა უნდა იყოს თითქმის ჩარმების ზომის. სამაგრის წინა მხარეს უნდა იყოს გრავიურა, რომელზეც წერია “პანდორა” და ასო O-ს ზემოთ გვირგვინია ამოტვიფრული.
  • სამაგრის შიგნით, თქვენ ნახავთ სპეციალურ ფიქსატორს, რომელიც სამყურას ჰგავს და შეიცავს პატარა ხნახნს, რომელსაც 4 თავი აქვს. მისი მთავარი მიზანია მაჯაზე სამაჯურის უსაფრთხოდ დაფიქსირება. სამაგრს ასევე უნდა ჰქონდეს ნიშანი, რომელიც აღნიშნავს ვერცხლის სიწმინდეს და შიგნით ქარხნის ბეჭედი აქვს.
  • პანდორას ჩარმებს აქვთ წარწერა ბრენდის სახელწოდებით და ნიშნით, სადაც მითითებულია ლითონი, რომლისგანაც არის ისინი დამზადებული. მურანოს ჩარმებს არ აქვთ ჩიპები, ბბზარები ან ჰაერის ბუშტუკები მათ შიგნით.

3. Lacoste-ს პოლოს მაისური

  • ლაკოსტის ნიანგი ძალიან დეტალურად უნდა იყოს დახატული. თქვენ უნდა შეგეძლოთ მისი თვალების, კბილების, ფეხებისა და წითელი ყბების დანახვა. ნიანგის სხეულის უნდა იყოს ღია მწვანე ფერის და მისი კუდი მისი ზურგის პარალელურად უნდა იყოს.
  • პოლოს საყელოს უკანა მხარეს (პერანგის შიგნით) უნდა იყოს თეთრი თეგი ლოგოთი და წითელი ნომერი, რომელიც მის ზომაზე მიუთითებს. მამაკაცის მოდელებზე, ზომა მითითებულია ერთი ნომრით, ხოლო ქალის მოდელებზე 2 ნომერი უნდა იყოს.
  • პაწაწინა დეტალებს შეუძლია გამოავლინოს ყალბი ლაკოსტის პოლო. ლაკოსტის ორიგინალი ტანსაცმლისთვის, მწარმოებელი იყენებს მარგალიტის ღილებს 2 ნახვრეტით, ყოველგვარი წარწერის გარეშე. რეპლიკების მწარმოებლებს ხშირად ავიწყდებათ ეს და ისინი 4 ნახვრეტიან ღილებს იყენებნ.
  • მამაკაცის პოლოს პერანგების ბოლოში მცირე ზომის ჭრილებია, რომელთა სიგანე დაახლოებით 0,4 ინჩის სიღრმისაა. ქალის მოდელებს ასეთი ჭრილები არ აქვს.

4. New Balance-ის ბოტასები

  • ნიუ ბალანსს თავისი ბრენდის სახელი აქვს მთელს ბოტასზე დაბეჭდილი: მათ ეს აქვთ უკანა მხარეს, გვერდზე, ენაზე, ძირების გვერდებზე და თავად ძირებზე. ასო N-ის ფორმის ლოგო მოთავსებულია ბოტასის გვერდზე და ნაგლეჯის ფორმითაა დამზადებული.
  • ორიგინალ ბოტასებს აქვს ქაფის მასალისგან დამზადებული მსუბუქი ძირები, რომლითაც შეგიძლიათ ფეხი ძალიან ადვილად დააბიჯოთ, მაგრამ იგი სწრაფად დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ნაწილი, რომელიც იცავს ფეხის ტერფს, რეზინისგანაა დამზადებული. მასში არის პერფორაციები, ლოგო, ზომა, ნომერი და ინფორმაცია ნიუ ბალანსის ორიგინალი მოდელის შესახებ.

5. მაიკლ კორსის ხელჩანთა

  • ეს ბრენდი მხოლოდ კრემისფერ თეგებს იყენებს, რომლებიც პროდუქტის შესახებ ძირითად ინფორმაციას შეიცავს, როგორიცაა ნივთის ნომერი, ფერი, მასალა, ჩანთის ზომა, ფასი დოლარებში და სპეციალური შტრიხ-კოდი.
  • ორიგინალი ჩანთების ყველა სამკერვალო აქსესუარს აქვს ბრენდის სახელის გრავიურა. ეს გრავიურა დამაგრებულია მაგნიტურ სამაგრებზე, სახელურების რგოლებზე, სამაგრებსა და საკიდი ქამრის კაუჭებზე.
  • ორიგინალი ჩანთები დამზადებულია მკვრივი მასალისგან, რომელიც არ დეფორმირდება, მაშინაც კი, როდესაც ჩანთა სხვა ქვეყნიდან შეფუთულ მდგომარეობაში ჩამოგდით.

6. Supreme-ის ქუდიანი ზედა

  • მას აქვს ორი ეტიკეტი მუქი წითელი ფერის კისერსა და ჰუდის ტანზე. დიდს ბრენდის სახელი აქვს სარეგისტრაციო ნიშნით: ®. მეორე კი მიუთითემს, რომ წარმოშობის ქვეყანა კანადაა. შიდა ეტიკეტზე, სადაც რეცხვისა და მოვლის ინსტრუქციებია მოცემული, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ არ გააუთოვოთ პროდუქტი. რეპლიკების მწარმოებლებს ხშირად ავიწყდებათ ამის შესახებ.
  • ჰუდებზე, რომლებსაც ნაქარგიანი ლოგო აქვთ, ასოების წყობა წითელ ფონზე უნდა იყოს სუფთა და მათ შორის დაშორება თანაბარი უნდა იყოს. თუ ორიგინალ ჰუდის შიგნიდან გამოატრიალებთ, ლოგოს უკანა მხარეს დაინახავთ თეთრი ძაფების თხელ ბადეს.
  • სუპრემე იყენებს მხოლოდ ბრტყელ მაქმანებს, რომლებიც თავის ბოლოებში ნაზად არის შეკრული. მრგვალი მაქმანები, რომლებიც ბოლოებში გახუნებულია ან ლითონის ბოლოებით არის გაფორმებული, პროდუქტის სიყალბეზე მიუთითებს.

7. ბარბერის შარფები

  • ორიგინალ პროდუქტს ყოველთვის მკაფიო ხაზები და მკვრივი სტრუქტურა აქვს.
  • დაგრეხილი ძაფები ორიგინალ შარფებზე მჭიდროდ არის დახვეული და ერთმანეთისგან გამოყოფილი. ისინი არ უნდა გაიხსნას, როდესაც ეხებით.
  • ეტიკეტზე ბრენდის დასახელება, რომელიც თან ერთვის პროდუქტს, დიდი ასოებით უნდა იყოს დაწერილი. ეტიკეტი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარმოშობის ქვეყნის და იმ მასალების შესახებ, რომლისგანაც არის დამზადებული შარფი.