ჟანგი არის ერთ-ერთი იმ ფენომენთაგან, რომელთანაც არც ერთ დიასახლისს არ სურს საქმის დაჭერა. მიუხედავად ამისა, ლითონის კოროზიასთან გამკლავება უფრო ხშირად გვიწევს, ვიდრე ამას ვისურვებდით. რასაკვირველია, მის წინააღმდეგ საბრძოლველად მრავალი სპეციალური საშუალება და მეთოდი არსებობს. თუმცა, ყველა მათგანი აუცილებლად საჭიროებს დამატებით ხარჯებს. მეორეს მხრივ, შეგიძლიათ მიმართოთ ხალხურ რჩევებს. ერთ-ერთ ასეთ ძალიან ეფექტურ საშუალებაზე ვისაუბრებთ დღეს.

დრო არ ინდობს ხელსაწყოებს და, შესაბამისად, ყველაზე სანდო და ნაცად საგნებსაც კი ადრე თუ გვიან გაუჩნდება ჟანგი. დასუფთავების ყველაზე აშკარა მეთოდი არის მექანიკური. თუმცა, ეს დიდ ძალისხმევასა და დროს საჭიროებს, ამიტომ ბევრად მარტივია “ქიმიური” მეთოდის გამოყენება. ამისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მაღაზიის საშუალებები, ან დაამზადოთ კუსტარული ნაზავი იმ პროდუქტებისგან, რაც ალბათ ნებისმიერ სახლში მოიძებნება.

სასწაული კომპოზიციის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წყალბადის ზეჟანგი, ლიმონმჟავა და ასევე ჩვეულებრივი სუფრის მარილი. ხსნარი წყალბადის ზეჟანგის საფუძველზე მზადდება. მასში ჯერ 40 გრ ლიმონმჟავას ვუმატებთ, შემდეგ კი 2-3 ჩ.კ. მარილს. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსნარის გამოყენება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი, ამასთან, იგი მომზადებისთანავე უნდა გამოიყენოთ (კომპოზიცია თანდათან კარგავს თავის თვისებებს).

ჟანგიანი ობიექტები პირდაპირ ჩაუშვით მომზადებულ ხსნარში და დატოვეთ მასში დაახლოებით 1-1.5 საათით. შემდეგ სუფთა ქსოვილი უნდა გაჟღინთოთ ხსნარით და ამ ქსოვილით კარგად გაწმინდოთ პრობლემური ხელსაწყოები ან დეტალები, შემდეგ კი ამავე გაჟღენთით ტილოში გაახვიეთ ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

ხსნარით პროცედურების ჩატარების შემდეგ, ჟანგის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები კარგად უნდა გაწმინდოთ და გაამშრალოთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი