ნაცნობი ნივთების უცნობი თვისებები, რომელთა შესახებ ბევრმა არც კი იცის

ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ყველა სახის საყოფაცხოვრებო ნივთს, მაგრამ ყოველთვის არ ვიცით, რა ფართო შესაძლებლობებს მალავენ ისინი. მაგალითად, ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ აქვს საზომ რულეტს ხვრელი, ან რეალურად რისთვის აქვს პატარა უჯრა ღუმელს ქვედა ნაწილში. ამ და სხვა საკითხებზე საინტერესო პასუხებს ჩვენს დღევანდელ სტატიაში იპოვით.

1. ნახვრეტი კამერის გვერდით

ზოგი მომხმარებელი სერიოზულად თვლის, რომ სმარტფონის უკანა მხარეს კამერასა და ფლეშს შორის არსებული პატარა ნახვრეტი კორპუსის მხოლოდ სტილისტური დეტალია. დანარჩენები კი უბრალოდ არასდროს დაფიქრებულან ამ წვრილმანის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე. სინამდვილეში, ეს იდუმალი ნახვრეტი სხვა არაფერია, თუ არა მეორე მიკროფონი, რომელიც ასუფთავებს ჩვენს საუბარს უცხო ხმებისა და გარშემო არსებული ხმაურისგან, რითაც აუმჯობესებს სმენადობას საუბრის დროს.

2. ჩინური საკვების შეფუთვა

ჩინური საჭმლის ყუთები ძალიან მოსახერხებელია თან წასაღებლად, თუმცა, მათში ლაფშას ან ბრინჯის ჭამა საკმაოდ მოუხერხებელია. მწარმოებლებმა ეს გაითვალისწინეს და ყუთებს უკვე ისე ამზადებენ, რომ მისი გახსნა და ერთგვარ თეფშად გადაქცევა ადვილი იყოს.

3. ღვინის ბოთლების ფსკერი

თუ შამპანურის ბოთლს ჩააბრუნებთ, შეამჩნევთ, რომ ბოთლს დამახასიათებელი ჩაღრმავება აქვს, რომლის დანიშნულებაც დიზაინერის ფანტასტიკის ნაყოფი არ არის. სინამდვილეში, ბოთლის ასეთი დიზაინი მრავალი ფაქტორითაა გათვალისწინებული. უპირველეს ყოვლისა, ჩაღრმავება ბოთლს უფრო მდგრადს ხდის და საშუალებას იძლევა მოხერხებულად შეფუთონ იგი. გარდა ამისა, ზოგიერთ ღვინის სახეობას საკმაოდ სქელი ნალექი აქვს, რაც სასმელზე შთაბეჭდილებას აფუჭებს, ხოლო შეფუთვის უჩვეულო ფორმამ კი შესაძლებელი გახადა ამ ნაკლოვანების დამალვა. და ბოლო – ნახშირორჟანგი, რომელიც ცქრიალა ღვინის ბოთლში გროვდება, მაქსიმალურად გამძლე კონტეინერს საჭიროებს, რაც ჭურჭლის დამახასიათებელ დიზაინს განმარტავს.

4. პომპომი ქუდზე

ახლა, ქუდებზე პომპომები მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ. თუმცა, ამ დეტალს საკმაოდ მდიდარი სამხედრო ისტორია აქვს. ოდესღაც ისინი იცავდნენ მეზღვაურების თავებს საჰაერო ხომალდებში დაბალი ხაზების დარტყმისგან. მე-18-19 საუკუნეებში პომპომის ფერები სამხედრო თავსაბურავებზე შესაძლებელს ხდიდა გაერკვიათ, თუ ჯარის რომელ ნაწილს მიეკუთვნებოდა ჯარისკაცი.

5. ნახვრეტი საზომი გრაგნილის ლითონის ნაწილზე

რულეტის ხშირად გამოყენებისას, ალბათ არც კი გიფიქრიათ მის ლითონის ნაწილზე არსებული ნახვრეტის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ. მიუხედავად ამისა, მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ნახვრეტი საშუალებას გაძლევთ რულეტის წვერი ხრახნზე ან ლურსმანზე მიამაგროთ, რათა დამოუკიდებლად გაზომოთ ნებისმიერი რამ.

6. ღილი საყელოს უკანა მხარეს

პერანგის საყელოს უკან არსებული პატარა ღილი განკუთვნილია იმისთვის, რომ ჰალსტუხი საყელოს ქვეშ არ დაიმალოს. თუმცა, ასეთი ხრიკი მხოლოდ ვიწრო ჰალსტუხების დამაგრებისთვის გამოდგება. სამწუხაროდ, ახლა ასეთი ჰალსტუხი პოპულარობით აღარ სარგებლობს და ღილიც უკვე მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებას.

7. საწვავის საზომი

ბევრ მანქანას აქვს მცირე ისარი საწვავის საზომის გვერდით. დამწყები მძღოლები ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ და მის დანიშნულებაზე არ ფიქრობენ. სინამდვილეში, ისარი მიუთითებს, რომელ მხარეს აქვს თქვენს მანქანას საწვავის ავზი.

8. საკანცელარიო დანის დამჭერი

შესაძლოა, არც კი შეგიმჩნევიათ, რომ დამჭერს საკანცელარიო დანის ბოლოში აქვს განსაკუთრებული ფუნქცია. ამ დეტალის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად გადატეხოთ დანის დაბლაგვებული სექცია.

9. უჯრა ღუმელის ქვეშ

მოხერხებული დიასახლისები ღუმელის ქვეშ არსებულ უჯრას ხშირად ტაფებისა და თავსახურების შესანახად იყენებენ, მაგრამ არც კი იციან, სინამდვილეში რა დანიშნულება აქვს მას. შემქმნელების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს უჯრა განკუთვნილი იყო მზა პროდუქციის შესანახად. იგი შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს და მზა კერძები უფრო დიდხანს იქნება ცხელი.

10. ყავის ჭიქების თავსახური

ყავის ჭიქების თავსახურებს ორიგინალური დიზაინი აქვთ, რაც საშუალებას გაძლევთ ისინი არა მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებით, არამედ ჭიქის დასადგამადაც გამოიყენოთ.

11. ნახვრეტი ქვაბის სახელურებზე

ქვაბებისა და ტაფების სახელურებზე არსებული პატარა ნახვრეტები შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ნებისმიერი დიასახლისისთვის. სოუსების ან კერძების მომზადებისას ნახვრეტს იმისთვის იყენებენ, რომ მასში კოვზი ან სამზარეულოს ნიჩაბი მოათავსოთ.

12. ნაკერი ზურგჩანთებზე

თავდაპირველად, ამგვარ ნაკერებს სალაშქრო ზურგჩანთებზე ამაგრებდნენ. ჭრილებში უყრიდნენ თოკებსა და კარაბინებს. დროთა განმავლობაში, ამგვარი ნაკერის დაკერება ყველა ზურგჩანთაზე დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ დეკორატიული მიზნით.

13. ჩაღრმავება სტეპლერზე

ჩვეულებრივ საკანცელარიო სტეპლერსაც კი აქვს საიდუმლოებები და სპეციფიკური განსაკუთრებულობები. დააკვირდით ამ ნივთის ქვედა ფირფიტას. ჩვეულებრივ რეჟიმში, მასზე არსებული ჩაღრმავება საშუალებას გაძლევთ დაამაგროთ ერთმანეთს დოკუმენტები სკრეპებით ქვემოთ, მაგრამ თუ სტეპლერს გადააბრუნებთ, მაშინ სკრეპები პირიქით დამაგრდება. ასეთი მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას დოკუმენტების დროებითი დამაგრებისთვის და საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს მოხსნათ სკრეპი თითების და ქაღალდის დაზიანების გარეშე.

14. სტიკერები

ადამიანების უმეტესობა სტიკერებს ზედა მიმართულებით აწებებენ ზედაპირებზე, რის გამოც მოხეული ფურცელი ზევით იწევა. სინამდვილეში, გვერდულად უნდა ააძროთ. გენიალური ხრიკი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის.