
გამომგონებლები საკუთარ შემოქმედებაში გარკვეულ ჩანაფიქრს და ფუნქციას დებენ. ნივთებმა კაცობრიობას სარგებელი უნდა მოუტანონ. თუმცა ყველაფერი მარტივად არაა: ხდება ხოლმე რომ გამოგონება შემქმნელს იმედს უცრუებს ან საკუთარ საქციელს ანანებს. ასეთ მომენტებში ავტორები სწუხან რომ ის შექმნეს. წარმოგიდგენთ 10 მსგავს მაგალითს:
- ყავა კაფსულებში
ამ ტექნოლოგიის შემქმნელი ჯონ სილვანია, თუმცა საკუთარი კონცეპტის ხორცშესხმამ მომავალში ის დაასევდიანა. ყავის მოხარშვის მსგავსმა მარტივმა ხერხმა ამ უკანასკნელის პოპულარობის სწრაფი ზრდა გამოიწვია. რადგანაც ამ სასმლის ჭარბი რაოდენობით მიღება ორგანიზმზე არც ისე სასარგებლო ეფექტს ახდენს, სილვანმა დანანებით განაცხადა: „ვწუხვარ რომ ასე გამოვიდა. თითქოს ადამიანები ყავის სიგარეტზე შევსვი.“
- „წიწაკის სპრეი“
1980 წელს ფედერალური პოლიციის თანამშრომელი კამრან ლოგმანი პოლიციელებისთვის გაზის გამოყენების ინსტრუქციის შექმნაზე მუშაობდა. როცა 2011 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში საშინელი შემთხვევა მოხდა და დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციელებმა „წიწაკის გაზი“ გამოიყენეს, ლოგმანი ძალიან გაბრაზდა. მან განაცხადა, რომ არასდროს უნახავს ქიმიური ნივთიერებების მსგავსი უადგილო და უაზრო გამოყენება.
- ველოსიპედი Raleigh Chopper
ეს ველოსიპედი ტომ კარენმა 1970 წელს შექმნა და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ამის მიზეზი მოხერხებული სკამი და საჭე იყო, რომელიც ლეგენდარული ჰარლი დევიდსონის საჭეს ჰგავს. თუმცა, ავტორი კმაყოფილი არ დარჩენილა და როდესაც უფლება სთხოვეს მისი მოდელები ახლიდან ეწარმოებინათ, ტომმა უარით გაისტუმრა: „ის არ იყო კარგი ველოსიპედი. ძალიან მძიმე იყო და დიდხანს ვერ იკატავებდი“.
- შრიფტი Comic Sans
ეს შრიფტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის მომხმარებლებში, განსაკუთრებით ბავშვებში. არაა გასაკვირი, რომ ის გარკვეული მიზნით შეიქმნა: უნდა შეეცვალა კომიქსების სტანდარტული შრიფტი Times New Roman. თუმცა, Comic Sans-მა იმაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა ვიდრე ელოდნენ და არამხოლოდ პირველადი მნიშვნელობით იყენებდნენ. შრიფტის ავტორი, ვინსენტ კონარე კი თავის გამოგონებას არ აქბს: „თუ ამ შრიფტს აღმერთებთ, ესეიგი ტიპოგრაფიაში ვერ ერკვევით, თუ მას ვერ იტანთ, ესეიგი მისი მაინც არაფერი გაგეგებათ“ – აცხადებს ის.
- საოფისე დანაყოფები
1960 წელს კომპანია Hermann Miller-ის თანამშრომელმა, რობერტ პროპსტმა ოფისის პროექტი შეიმუშავა. კუბიკებად დაყოფის იდეა ძალიან აქტუალური და სასარგებლო გამოდგა. ასე სივრცის ეკონომია მოხდა და სამუშაო ადგილები გამრავალფეროვნდა. თუმცა, მისი დღევანდელი ვარიანტები გამომგონებელს აცოფებს. იმას, თუ როგორ იყენებენ თანამედროვე კომპანიები კუბიკებს, პროპსტი „მონოტონურ სიგიჟეს“ უწოდებს.
- თამაში Flappy Bird
ეს სათამაშო რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ პრიმიტიუი გრაფიკა და თამაშის პროცესი გააჩნია. მის ავტორს, დონგ ნგუენს შეეძლო გაეხარა საკუთარი ქმნილების პოპულარობით, თუმცა 2014 წელს მან ის App Store-დან და Google Play-დან წაშალა: „მე ასე აღარ შემიძლია“. როგორც აღმოჩნდა, ის დაიღალა ზედმეტი ყურადღებისგან, რომელიც თამაშმა მოუპოვა.
- ამომხტარი რეკლამა
დღეს ეკრანზე ამომხტარი ტეკლამა ინტერნეტის მომხმარებლებში არაფერს იწვევს გაღიზიანების გარდა. ის არასასურველ დროს ჩნდება და ხელს გვიშლის მუშაობასა თუ რაიმეს ძებნაში. დასაწყისი კი უწყინარი იყო. ამ ტექნოლოგიის შემქმნელმა, ითან ცუკერმანმა გაანცხადა: „ჩვენ უბრალოდ გვსურდა შეგვექმნა რეკლამა, რომელიც არ იყო დაკავშირებული საიტის შინაარსთან. კარგი ზრახვები გვამოძრავებდა“.
- ორი დახრილი ხაზი
მთელი სამყარო ემადლიერება ტიმ ბერნერს-ლის HTML ლინკის შექმნაში. თუმცა, თავად გამომგონებელი ერთ რამეს ნანობს: საქმე ორ დახრილ ხაზს ეხება, რომელიც აუცილებლად იწერება საიტის სათაურის წინ. ტიმი მათ საკუთარ შეცდომას ეძახის: „დასანანია, რომ თავის დროზე ვერ მოვიფიქრე, როგორ გამექრო ისინი.“
- კალაშნიკოვის იარაღი
ეს ლეგენდარული იარაღია – საკმაოდ ფუნქციური და ტექნიკურად გამართული. ნივთმა მისი ავტორი ისტორიაში შეიყვანა. თუმცა, მიხაილ კალაშნიკოვი სიკვდილის წინ დარდობდა: „ერთი გადაუწყვეტავი კითხვა არ მასვენებს: იმ ფაქტმა, რომ ჩემმა იარაღმა ადამიანები სიცოცხლეს გამოსალმა, გამხადა თუ არა მეც მათ სიკვდილში დამნაშავე, ან უბრალოდ მათი მტერი?“
- ბირთვული ნაღმი
ატომური ბომბი ლეგენდარული იარაღია, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში დიდი როლი ითამაშა. მისი შექმნელების დამოკიდებულება კი შეიცვალა. 1945 წელს ამერიკის მიერ იაპონიის დაბომბვის შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელმა რობერტ ოპენგეიმერმა ის უარყო. ალბერტ აინშტაინი, ვისი პროექტითაც შეიქმნა ეს იარაღი, უფრო კატეგორიული იყო: „რომ მცოდნოდა გერმანია ატომურ ბომბს ვერ შექმნიდა, თითებსაც არ გავანძრევდი აშშ-ს დასახმარებლად.“