კიბეების მოაჯირები, ლიფტის ღილაკები, კარების სახელურები, მობილური ტელეფონები და ფული – ყველაფერი ეს და ბევრი სხვაც – მიკრობების გავრცელების ეფექტური საშუალებაა, რომელთა უმეტესობაც იმუნიტეტს ასუსტებს. სპეციალისტები რეკომენდაციას გვიწევენ ხელები სპეციალური საშუალებებით დავიბანოთ და დავიმუშაოთ. ანტიბაქტერიული პროდუქტების ტარება ყველგან კომფორტული უნდა იყოს.

როგორც წესი, ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანები მავნე ბაქტერიებისგან დაიცვან. უკანასკნელ პერიოდში კი, პანდემიის წყალობით მათი დეფიციტი შეინიშნება. ამიტომაც, თუ ყიდვა ვერ მოასწარით, გთავაზობთ დამოუკიდებლად მოამზადოთ ის სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

  1. ანტიბაქტერიული საშუალებები სპირტზე

არავისთვისაა საიდუმლო, რომ სპირტის შემცველი საშუალებები ეფექტურობით გამოირჩევიან. როგორც წესი, ისინი კლავენ მავნე მიკრობებსა და ბაქტერიებს. თუმცა, მსგავსი ანტიბაქტერიული საშუალებები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ წყალსა და საპონზე წვდომა არ გაქვთ. ჭარბი გამოყენებით აშრობენ კანს და იწვევენ გაღიზიანებას, ამიტომაც დამატენიანებელი კომპონენტის სახით ეთერული ზეთი უნდა გამოიყენოთ.

ვარიანტი № 1

ინგრედიენტები:

  • სამედიცინო სპირტი 99% – ჭიქის 2/3 ნაწილი;
  • ან ეთანოლის სპირტი – ჭიქის 1/3 ნაწილი;
  • ალოე ვერას გელი – ჭიქის 1/3 ნაწილი;
  • ეთერული ზეთი (лლავანდას, ვანილის, ლიმნის, ფორთოხლის, პიტნის, დარიჩინის ან გრეიფრუტის) – 8-10 წვეთი.

მომზადების წესი:

  • აურიეთ ყველა ინგრედიენტი;
  • კარგად შეზილეთ ერთმანეთში;
  • ჩაასხით ბოთლში ან პულივიზატორში კომფორტული გამოყენებისთვის.

ვარიანტი № 2

  • კალენდულას სააფთიაქო ნაყენი სპირტზე – 50 მლ;
  • სუფთა წყალი – პროპორცია 1:1 ნაყენთან შეთანხმებით;
  • გლიცერინი – 1 ჩ.კ.;
  • ალოე ვერას გელი – 1 ჩ.კ;
  • ლიმნის ეთერული ზეთი – 5-6 წვეთი.

მომზადება:

  • ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ;
  • გადაასხით მოხერხებულ ჭურჭელში ან ბოთლში გამოყენებისთვის.

ვარიანტი № 3

  • გამოხდილი წყალი – 100 მლ;
  • სპირტი – 20 მლ;
  • ქოქოსის ზეთი – 5 მლ;
  • დარიჩინის ეთერული ზეთი – 5 წვეთი;
  • მიხაკის ეთერული ზეთი – 5 წვეთი.

მომზადება:

  • ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ;
  • მიღებული მასა გადაასხით მოხერხებულ ჭურჭელში.
  1. ანტიბაქტერიული საშუალებები სპირტის გარეშე

ამგვარი საშუალებები დასახულ მიზანს სპირტიან ანტიბაქტერიულ საშუალებებზე არანაკლებ ეფექტურად ასრულებენ. როგორც წესი, ნაკლებად აშრობენ კანს და ძლიერი ზემოქმედება გააჩნიათ.

ვარიანტი № 1

ინგრედიენტები:

  • გამამელისი – 1,5 ჩ.კ;
  • ალოე ვერას გელი – 1 ჭიქა;
  • ჩაის ხის ზეთი – 30 წვეთი;
  • პიტნის ან ლავანდას ეთერული ზეთი – 5-6 წვეთი (შეგიძლიათ აურიოთ ორივე ზეთი თანაბარი პროპორციებით).

მომზადება:

  • ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ;
  • მიღებული სითხე ბოთლში ჩაასხით;
  • გამოიყენეთ წყლის და საპნის არქონის შემთხვევაში.

ვარიანტი № 2

  • გვირილას ან კალენდულას ნახარში (აუცილებლად გაციებული) – 100 მლ;
  • ალოე ვერას გელი – 50 მლ;
  • ჩაის ხის ზეთი – 5 წვეთი;
  • ლავანდას ეთერული ზეთი – 5-6 წვეთი;
  • ვიტამინი Е (თხევადი) – 6 წვეთი.

გამოყენება:

  • ყველა ინგრედიენტი ერთად აურიეთ;
  • კარგად აურიეთ;
  • ბოთლში გადაასხით;
  • გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და დაისხით ცოტა.

გაითვალისწინეთ რომ ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების მიუხედავად, სპეციალისტები მიგვითითებენ ხელები მაინც აუცილებლად დავიბანოთ თბილი წყლით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნივთებს ვეხებით. ქუჩაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში თუ კლინიკაში ყოფნის შემდეგ კი სახლში შესვლისთანავე გულმოდგინეთ დაიბანეთ.

მთავარია არ ჩავარდეთ პანიკაში და დაიცვათ ჰიგიენის წესები.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი