თუ ბინაში ახალგაზრდა ბიჭი დასახლდება, თითქმის წარმოუდგენელია, რომ იგი დაუყოვნებლივ შეუდგეს რემონტს. როგორც წესი, ის ცხოვრობს იმ გარემოში, რაც არის და დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ბინის გარდაქმნა დაიწყოს. მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ აქტიური მეგობრები არ გამოჩნდებიან, რომლებიც მას ინტერიერის სრულად გარდაქმნაში დაეხმარებიან, თანაც საკუთარი ძალებით და განსაკუთრებული კაპიტალური ინვესტიციის გარეშე. სწორედ ასე მოხდა ივანის შემთხვევაში, რომელსაც მოუსვენარმა მეგობარმა და ამავე დროს კრეატიულმა დიზაინერმა უბიძგა რემონტის გაკეთებისკენ.

ყველაზე შეუხედავი ბინაც კი, სადაც რემონტი მინიმუმ 20 წელია არ გაკეთებულა, შეიძლება მოწესრიგდეს და თანამედროვე საცხოვრებლად გადაიქცეს. და თუ ამ საქმეს თავად გააკეთებთ, არ მიმართავთ დიზაინერებსა და მშენებლებს, მაშინ შეძლებთ საკმაოდ დიდი თანხა დაზოგოთ და ბევრად ნაკლები ხარჯებით გარდაქმნათ თქვენი ბინა.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, მაგრამ თუ ამ პროცესში კრეატიული მეგობრები ჩაგერთვებიან, მაშინ მთელი ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდება და საკმაოდ საინტერესო მოვლენად იქცევა. სწორედ ასე მოხდა ივანის შემთხვევაშიც, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა სტუდიოს ტიპის ბინაში, მაგრამ ინტერიერის გარდასაქმნელად მოტივაცია არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც კართან ივანის ჰიპერაქტიული შეყვარებული აისული გამოჩნდა, ბინაში დაუყოვნებლივ დაწიყო რემონტი.

საცხოვრებელი ფართის “შესწავლის” და განხილვის შემდეგ მეგობრები რემონტს შეუდგნენ. სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, აუცილებელი იყო ოთახის გათავისუფლება ზედმეტი ავეჯისგან (ყველაფრისგან, რაც ოთახში დევს), შემდეგ კი მეგობრებმა შპალერის მოხსნა დაიწყეს.

რჩევა რედაქციისგან: თუ შპალერის აძრობა გაგიჭირდათ, თავდაპირველად ზედაპირს პულველიზატორით წყალი შეაშხეფეთ. თუ ესეც არ დაგეხმარათ, შეგიძლიათ გადაატაროთ სპეციალური ხსნარით გაჟღენთილი როლიკი ან გამოიყენოთ ორთქლის აპარატი.

კედლების ძველი მასალისგან გასუფთავების შემდეგ, საჭიროა ზედაპირის შემოწმება. თუ ზოგან ლურსმნის ნახვრეტებს, თაბაშირის უსწორმასწორო ადგილებს, ბზარებს და სხვა დეფექტს შეამჩნევთ, ამ ადგილებში მასტიკა უნდა წაუსვათ. მასალის გაშრობის შემდეგ ყველა გამაგრებული წარმონაქმნი უნდა დაამუშავოთ ზუმფარის ქაღალდით. ასევე საჭიროა ზუმფარის ქაღალდით გახეხოთ კედლის მთელი ზედაპირი, რათა იგი თვალშისაცემი უსწორმასწორობებისგან გაათავისუფლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტერიერის საღებავის გამოყენებით აპირებთ აქცენტის შექმნას.

თუ მტვრიანი სამუშაო დაასრულეთ, შეგიძლიათ კედლების გრუნტირებას შეუდგეთ. ამისთვის უმჯობესია შეიძინოთ მზა ხსნარი სანდო მწარმოებლისგან, რადგან ასეთი მასალები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ შპალერის/საღებავის კარფად შენარჩუნებას, არამედ დაიცავს კედლის საფარს ობის/სოკოსგან და სხვა არასასურველი წარმონაქმნებისგან.

მნიშვნელოვანია: თუ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე იატაკი პოლიეთილენის ცელოფნით არ დაგიფარავთ, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ კედელზე თხელი გრუნტის წასმამდე. გარდა იმისა, რომ მოგვიანებით უფრო ნაკლები დასასუფთავებელი სამუშაოების კეთება მოგიწევთ, იატაკიც არ დაისვრება.

როდესაც ხსნარი კედლის მთელ ზედაპირზე გაშრება, შეგიძლიათ მომდევნო პროცესზე გადახვიდეთ. ვინაიდან ოთახში აქცენტური კედლის გაკეთება დაიგეგმა, მასზე მოლდინგის განთავსებით, ახალგაზრდებს ყველაფრის დეტალურად გაზომვა და გამოთვლა. მოდური დიზაინის შექმნის პროცესის ღირებულების შესამცირებლად, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ქაფის (პოლისტეროლი)  ფენებები და სამონტაჟო წებო, თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ “თხევადი” ლურსმნები, და სპეციალური წებოვანი შემადგენლობები, რომლებიც სწორედ ამ მასალისთვის არის შესაფერისი.

რჩევა: არასდროს დააწებოთ ასეთი დაფები დონეების მონიშვნის გარეშე. ნებისმიერი აცდენა გააფუჭებს მთელს სურათს, ისევე როგორც კუთხეების უსწორმასწორო დასრულებები. იმისათვის, რომ შედეგად იდეალურად სწორი კუთხე მიიღოთ 45 ან 90 გრადუსით, საჭიროა გამოიყენოთ მიტრას ყუთი და ბასრი საკანცელარიო დანა.

აქცენტის კედლის შესაქმნელად, უმჯობესია აირჩიოთ მატე საღებავი, გარდა იმისა, რომ მასზე ნაკლებად ჩანს დეფექტები, ასევე მისი დიზაინი საკმაოდ მოდურად გამოიყურება. ასევე არ ღირს მასალაზე თანხის დაზოგვა, რადგან კარგი სიმკვრივე და ხარისხიანი საღებავი არის ფენებისა და ფერის თანასწორობის, ასევე საფარის ხანგრძლივობის გარანტი.

სამუშაოსთვის, ბიჭებმა შეარჩიეს საღებავი, რომელსაც უნიკალური თვისებები აქვს – კერამიკული ბარიერი, სწორედ ისინი უწყობენ ხელს ზედაპირის დაცვას გაცრეცისგან, ბზარებისა და დაზიანების გაჩენისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კედლების მახლობლად დივნის/საწოლის განთავსება ან სამუშაო ზონის მოწყობა იგეგმება.

კედელზე საღებავის გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ კარების დახვეწას, რომლებიც სრულიად უვარგისად გამოიყურება. ამისათვის, ზუმფარის ქაღალდით უნდა დაამუშავოთ თავად კარიც და მისი ჩარჩოც (თუ მის დატოვებას აპირებთ), გრუნტით დაფაროთ.

აქცენტის კედლისა და კრის სიბრტყის “დასაკავშირებლად”, მასზეც ასევე წაუსვეს მოლდინგი, იგივე პრინციპის გამოყენებით, რაც პროცესის დასაწყისში. ამის შემდეგ მათ რამდენიმე ფენად წაუსვეს საღებავი. და ამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა მატე საღებავი, რომელიც გაცილებით მიმზიდველად და მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე პრიალა.

მას შემდეგ, რაც მთელი ზედაპირი გაშრა და დივანმა თავისი ადგილი დაიკავა, ოთახი საკმაოდ გარდაიქმნა, მაგრამ ძალიან პირქუშად გამოიყურებოდა საღებავის მუქი ტონების გამო. ამ შეგრძნებისგან თავის დასაღწევად, ღირს მოიფიქროთ ორიგინალური დეკორი, როგორც თავად კედლისთვის, ისე დივანისთვისაც.

აისულიმ, იდეების მთავარმა გენერატორმა, კედელზე განათავსა პლაკატი, რომელიც საკუთარი ხელით დაამზადა პრინტერზე ამობეჭდილი შავ-თეთრი სურათის, მზა ჩარჩოსა და შუშის გამოყენებით. კედელზე მოიძებნა ადგილი ასევე დაწნული ქუდისთვის და საპურისთვისაც კი.

მიუხედავად ასეთი უცნაური კომბინაციისა, დეკორის ყველა იმპროვიზებული ელემენტი საკმაოდ მოდურად და არასტანდარტულად გამოიყურებოდა. ამ ანსამბლის დანამატი გახდა ნაქსოვი ქოთანი დიდი ყვავილით და ნათელი ბალიშებით, რომლებიც გოგონამ საკუთარი ხელით გააკეთა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი