არსებობს მრავალი შესანიშნავი განმეორებითი გზა, რომლითაც ხელთ არსებული საწმენდი საშუალებების გამოყენებაა შესაძლებელი. მათი დახმარებით, შეგვიძლია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების დაძლევა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა წყალობით საწმენდი საშუალებები არ დაგროვდება აბაზანისა და ნიჟარის ქვეშ და მხოლოდ საქმის სასიკეთოდ წაგადგებათ.

1. ლეიბების განახლება

თქვენი ლეიბების გასაახლებლად, სულაც არ არის აუცილებელი  სპეციალური საშუალების შეძენა ან მრავალ კომპონენტიანი ნაზავის დამზადება. ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია ხალიჩების საწმენდი საშუალებით. მუდმივი გამოყენების გამო მიღებული არასასიამოვნო ფერი ან სუნი საკმაოდ მარტივად და სწრაფად აღმოიფხვრება მცირე რაოდენობით სარეცხი ფხვნილის გამოყენებით. უბრალოდ მოაყარეთ იგი ლეიბს, დაელოდეთ 30 წუთით, რომ კარგად შეიწოვოს და ამის შემდეგ ნარჩენები მტვერსასრუტით გაასუფთავეთ.

2. მარტივი დეზინფექცია

ჭრილობების დეზინფექციისთვის ჩვენ ხშირად ვიყენებთ წყალბადის ზეჟანგს, მაგრამ იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა, არანაკლებ სასარგებლო საქმისთვისაც. ეს სასარგებლო და ხელმისაწვდომი საშუალება სამზარეულოს დასუფთავებაშიც გამოგადგებათ. წყალბადის ზეჟანგს აქვს ძლიერი სადეზინფექციო თვისებები, ამიტომ იგი შესანიშნავია სამზარეულოს ზედაპირების, ჭურჭლის სარეცხი მანქანის და სააბაზანო ოთახის გასაწმენდადაც კი.

3. იდეალურად სუფთა თეთრეული

თუ რეცხვის შემდეგ თეთრეული წებოვანი, საპონიანია, არსებობს მარტივი გამოსავალი: თეთრი ძმარი. სარეცხი ფხვნილის მოსაშორებლად, სარეცხ მანქანაში ტანსაცმელთან ერთად უნდა ჩაასხათ ერთი ფინჯანი ძმარი და ჩართოთ რეცხვის მსუბუქი ციკლი. ასეთი გავლების შემდეგ ყველაფერი იდეალურად სუფთა და სასიამოვნო იქნება.

4. ნაკლები მწერი, მეტი კომფორტი

მაშინაც კი, თუ ფანჯრებზე არის ბადე კოღოების, ხილის კოღოები და სხვა შემაწუხებელი მწერები მაინც მოახერხებენ თქვენს სახლში შემოღწევას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანჯრის საწმენდი საშუალება. მისი მცირე რაოდენობა უნდა შეაშხეფოთ ფანჯრეფის ლუქების გასწვრივ და თავად ბადეზე, რათა მწერებმა კომფორტი აღარ დაგირღვიოთ. ეს პრობლემას გარკვეული დროით მოაგვარებს. მომდევნო საღამოს შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ.

5. სუფთა იატაკი ავტოფარეხში

ჭუჭყის, ცხიმის, ბენზინის ან მანქანის სხვა სითხეების ჯიუტი ლაქები, რომლებიც ავტოფარეხის იატაკზე ვერ იტანენ ჭურჭლის სარეცხი საშუალების პატარა ბოთლს. ეს სასწაულმოქმედი საშუალება და თბილი წყალი იდეალურია ავტოფარეხის იატაკის გასაწმენდად, ასევე საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაუმკლავდეთ ყველაზე რთულ და თვალშისაცემ დაბინძურებებსაც.

6. შიდა წმენდა

ყველაზე ნაკლებად დაბინძურებად ნივთებიც კი საჭიროა დროდადრო გაწმინდოთ. იგივე ეხება ქალის ჩანთას, რომელშიც ყველაზე ხშირად აბსოლუტურად მოულოდნელი ნივთებია მოთავსებული. ზოგჯერ ისინი უნდა გაწმინდოთ და გაათავისუფლოთ წვრილმანი ნაგვისა და მტვრისგან. თუმცა ჩანთის ქვედა ნაწილში ამის გაკეთება საკმაოდ პრობლემურია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილზე ბუსუსების მოსაშორებელი როლიკი. ნაგვის შესაგროვებლად წებოვანი მხარის გამოყენება ძალზე მარტივი და ეფექტური ხრიკია.

სასარგებლო რჩევა: წებოვანი როლიკი შეგიძლიათ გამოოიყენოთ მანქანის სავარძლების, იატაკის სანათების, ფარდებისა და სხვა რთულად მიღწევადი ადგილების მტვრისგან გასაწმენდად.

7. ტაფების სწრაფი რეცხვა

თუჯის ტაფებიდან განსაკუთრებით პრობლემური დაბინძურებების ამოსაყვანად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელის საწმენდი საშუალება. იგი ეფექტურად დაარბილებს ცხიმის მდგრად ნალექებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. რამდენიმე წვეთი ღუმელის საწმენდი საშუალება უნდა მოაყაროთ ჭურჭელს, შემდეგ კი მოათავსოთ დახურულ პაკეტში და მთელი დღის განმავლობაში გააჩეროთ. შემდგომ საჭიროა ტაფა ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და ცხელი წყლით გარეცხოთ, რათა მოაშოროთ საწმენდი საშუალების ნარჩენები. დაბოლოს, აუცილებლად კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ ტაფა, სანამ გამოიყენებდეთ მას.

8. საშხაპე ფარდის დეზინფექცია

საშხაპე ფარდებიდან ობისა და სოკოს მოსაშორებლად, ასევე მათი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას მათეთრებელი. ეს ეფექტური საშუალება მოქმედებს სწრაფად და საიმედოდ. უბრალოდ გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანი, გააზავეთ ერთი ფინჯანი მათეთრებელი ნახევარ ლიტრ წყალში და შეაშხეფეთ იგი საშხაპე ფარდას. ხელნაკეთი საშუალება დატოვეთ ფარდაზე 10 წუთით, შემდეგ კი ღრუბელით გაწმინდეთ და წყლით ჩამორეცხეთ.

9. პორტატული სიცივე

ცელულოზის ღრუბელის გამოყენება, როგორც პორტატული ყინული, შესანიშნავი იდეაა, როდესაც ბუნებაში ან დასასვენებლად გიწევთ წასვლა. ეს არის მსუბუქი გამაგრილებელი საშუალება სამგზავრო ჩანთისთვის, რომლის დამზადება საკუთარი ხელით შეგიძლიათ. ამისათვის, თქვენ სუფთა ღრუბელი ცივი წყლით უნდა გაჟღენთოთ და იგი პაკეტში მოათავსოთ, რომელსაც შემდეგ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით საყინულეში დადებთ. როდესაც ღრუბელი იყინება, შეგიძლიათ იგი პირდაპირ პაკეტით მოათავსოთ პიკნიკის ჩანთაში, რითაც ერთგვარი პორტატული მაცივრით აღიჭურვებით.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი