უმარტივესი მეთოდი თეთრი წინდების გასაქათქათებლად

სახლში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის წინდის მეორე ნახევრის პოვნა! ან მინიმუმ ისეთის, რომელიც პირველ ნახევარს ფერით მაინც შეესაბამება. თუმცა, თეთრი წინდების შემთხვევაში ორივე პრობლება ისეთივე მნიშვნელოვანი და სერიოზულია, როგორც პირვანდელი სითეთრის დაბრუნება. ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ხალხური ხრიკების გამოყენების გარეშე. მაღაზიის საშუალებებს ყოველთვის არ შეუძლიათ ამ საქმესთან გამკლავება. მოდით ვისაუბროთ სწორედ ასეთ “ბებიისეულ” მეთოდზე.

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თეთრი წინდები არ აქვს! ისინი ძალიან მოდურად გამოიყურება, თითქმის ყველა საგაზაფხულო და საზაფხულო სამოსს შეეფერება. არსებობს მხოლოდ ერთი პრობლემა – ისინი ძალიან სწრაფად და ძლიერად ბინძურდება. მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური საშუალებები ყოველთვის არ იძლევა საჭირო ეფექტს. ამიტომ, მას, ვისაც სურს საყვარელ წინდებს პირვანდელი სითეთრე დაუბრუნოს, ყველანაირი გამოსავალი უნდა სცადოს. მათი თავდაპირველ მდგომარეობამდე გარეცხვა თითქმის შეუძლებელია, თუ “ხალხურ” მეთოდებს არ გამოვიყენებთ.

პირველ რიგში, რეცხვის პროცესისთვის დაგჭირდებათ უბრალო სარეცხი საპონი. მოიმარჯვეთ მისი პატარა ნაჭერი, დაიწყეთ ჭუჭყიანი წინდების გასაპნვა. საპონი ნუ დაგენანებათ. ამის შემდეგ სამოსის ნაწილი 40 წუთით გააჩერეთ, რის შემდეგაც ისინი თბილი წყლით გავსილ ტაშტში უნდა ჩაალბოთ. დაუმატეთ მას ლიმონის წვენი, შემდეგ წყალში გააჩერეთ წინდები 20 წუთის განმავლობაში, შემდგომ კარგად გარეცხეთ, გაწურეთ და გასაშრობად ჩამოკიდეთ. თქვენი წინდები თოვლივით თეთრი იქნება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ სხვა, უფრო ეკონომიური მეთოდი გამოიყენოთ. ამისათვის, ჭუჭყიანი საპონიანი წინდები პაკეტში მოათავსეთ და მიკროტალღურ ღუმელში შედგით. ჩართეთ აპარატი 5 წუთით, შემდეგ წინდები პაკეტიდან ამოიღეთ და მოათავსეთ სარეცხ მანქანაში თბილი წყლით გავლების და გაწურვის რეჟიმზე. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მიკროტალღურ ღუმელში “გაცხელების” შემდეგ, წინდები პაკეტში ძალიან ცხელი იქნება, ასე რომ ფრთხილად იყავით და დაიცავით თქვენი ხელები.