დაათვალიერეთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმები ვირტუალურად

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში ვირტუალური “გასეირნება” ძალიან პოპულარული გახდა. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი და შეკრებილი ულამაზესი შედევრების დათვალიერებით უდიდესი სიამოვნების მიღება შეგიძლიათ, ამ ყველაფრისთვის ოთახიდან გასვლა და გრძელი გზის გავლაც კი არ გჭირდებათ; და რაც მთავარია, ეს სიამოვნება სრულიად უფასოა.

1. 12 მუზეუმი დრეზდენში (გერმანია)

მაუსზე ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ ჩაერთოთ ვიდეო ტურში, რომელიც ერთდროულად 12 მუზეუმს აერთიანებს, რომლებიც დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების კოლექციის ნაწილია. ფერწერის, სკულპტურების, სამკაულების, იარაღებისა და ხელოვნების სხვა ტიპების მოყვარულებს შეეძლებათ დატკბნენ რუბენსის, გუგენის, რემბრანტ დუერის, ტიციანის უკვდავი ქმნილებებით, ძველი ოსტატების ნამუშევრებით და ა.შ. გაზვიადების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მუზეუმებში შეგროვებულ შედევებს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს – ერმიტაჟს (პეტერბურგი) და ლუვრს (პარიზი).

ვირტუალურ დერეფნებში სეირნობისას, უსასრულოდ და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მთვარის გლობუსით და ჯიბის მზის საათით, დელფინი მონეტებით და პრაქტიკულად ნამდვილი ნიანგით, რომელიც შეგიძლიათ ხელზე გაიკეთოთ და ა.შ. და ეს არ არის იმ შედევრების სრული სია, რომლებსაც დრეზდენის 12 მუზეუმის ვიდეო ტური გთავაზობთ.

2. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი კოპენჰაგენში (დანია)

ყოველგვარი ხარჯების გარეშე, დანიის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (National Gallery of Denmark in Copenhagen) კოპენჰაგენში, ასევე შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო შედევრები. ეს შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავიანთი კოლექციები, რომლებსაც 700 წლის განმავლობაში აგროვებდნენ, ციფრული გამხდარიყო, და იგი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ახლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იხილოს რუბენსის, პიტერ ბრიუგელის, ალბრეხტ დურერის, ამადეო მოდილიანის, პიკსოს და სხვა გამოჩენილი ოსტატის უკვდავი ნამუშევრები.

3. უფფიზის გალერეა ფლორენციაში (იტალია)

მედიჩის ოჯახის წყალობით (XV-XVIII საუკუნეები), რომლებიც მთელი 4 საუკუნის განმავლობაში მფარველობდნენ გამოჩენილ მხატვრებსა და მოქანდაკეებს, საბოლოოდ შესაძლებელი გახდა ხემოვნების ფასდაუდებელი ნიმუშების შეგროვება და შენარჩუნება. თავად ნამუშევრების დიდი ასაკის მიუხედავად, ისინი, საბედნიეროდ, ჩვენს დრომდე სრულყოფილად შენარჩუნდა. ახლა უნიკალური შედევრები ფლორენციაში, უფფიზის გალერეაში (Florence and the Uffizi Gallery) მდებარეობს. ცოტა ხნის წინ, ხელოვნების ამ უნიკალურ ცენტრში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, დასრულდა კლასიკური სკულპტურების 3D პროექციის დიგიტალიზაციის სამუშაოები, რომელთა დათვალიერება ახლა ნებისმიერი რაკურსით შეგიძლიათ.

4. გეტის მუზეუმი ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ)

გეტის მუზეუმი (J. Paul Getty Museum) – უდიდესი ხელოვნების მუზეუმია კალიფორნიაში, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს, ერთ-ერთი პირველია, ვინც თავის საგანძურში შემოიტანა ხელოვნების ნიმუშების ციფრული პრაქტიკა. ამ დროისთვის, მის ონლაინ არქივში უკვე 30 ათასზე მეტი სურათია წარმოდგენილი, მათ შორის შეხვდებით საიუველირო სამკაულებს, ხელნაწერებს, ქანდაკებებს, ფოტოგრაფიებს, ფერწერისა და სხვა ნამდვილად უნიკალურ შედევრებს. დიდი რაოდენობით დიგიტალიზებული ექსპონატების მიუხედავად, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და ყველა შედევრი, რომლებიც საზოგადოებრივ საკუთრებად იქცა, მალე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და სრულიად უფასო.

5. ბრიტანული მუზეუმი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)

დიდი ბრიტანეთის მთავარი ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია, რომელიც 8 მილიონ ექსპონატს ინახავს. ბრიტანეთის იმპერიის კოლონიური ექსპანსიის წყალობით, ეროვნული საზოგადოებრივი მუზეუმის კოლექცია მსოფლიოს მრავალი ხალხის ხელოვნებისა და კულტურის უნიკალური ნამუშევრებით შეივსო. მათ შორის არის ძალიან იშვიათი ექსპონატებიც, მაგალითად, როზეტის ქვა, რომელიც უძველესი ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის გასაღები გახდა. აქვე შეგიძლიათ დატკბეთ ჩინური ფაიფურის უდიდესი კოლექციით, რენესანსის პერიოდის გრავიურებისა და ფერწერის უმდიდრესი კოლექციით, ძველი რომაული პომპეის და სხვა ექსპონატების ოქროს ორნამენტებით, რომელთა ასაკი ათას წელზე მეტს ითვლის.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეიქმნა ბრიტანეთის მუზეუმის ონლაინ კოლექცია, იგი უკვე მოიცავს 3.5 მილიონზე მეტ ექსპონატს და ეს მხოლოდ დასაწყისია. იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალურ მუზეუმში ძალიან დიდი რაოდენობით ნამუშევარი ინახება, შეიქმნა გაფართოებული ძებნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ არჩევანი შექმნის თარიღის, ავტორების, სტილისტური ორიენტაციის, შესრულების ტექნიკის და სხვა პარამეტრების მიხედვით.

ახლა შეგიძლიათ თვითიზოლაციის დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და დატკბეთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნამუშევრების დათვალიერებით.