
საძინებელი – ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სახლში. კარების დახურვისას ნირვანაში უნდა გადაინაცვლოთ და თქვენი მყუდროება არავინ დაარღვიოს. პატარა დეტალმაც კი შეიძლება ჩვენი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვიოს, ისე რომ მიზეზს ვერც მივხვდეთ. მაგალითად, სარკემ საწოლის წინ.
იდეები საძინებლისთვის:
- სამუშაო ზონა
არ ღირს სამუშაო კუთხე საძინებელში მოაწყოთ. დაწერეთ სიმღერები ან შეადგინეთ ანგარიშები სხვა ლოკაციაზე. თუ ბინა ერთოთახიანია, მაშინ დაფიქრდით, როგორ გაყოთ გარემო ზონებად, რათა ერთ ზონას მხოლოდ და მხოლოდ დასვენების და ძილის დანიშნულება ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საძინებელში მუშაობა არც ისე კარგი იდეაა. - ძველი ბალიშები
თურმე ბევრ ადამიანს აღიზიანებს არაკომფორტული ბალიშები. როგორ მივხვდეთ, რომ ბალიშმა თავისი საქმე გააკეთა და დროა ახალი შევიძინოთ? ეცადეთ შუაზე გადაკეცოთ, თუ ძველებურ ფორმას არ დაუბრუნდა, ესეიგი დროა. - ყველანაირი წვრილმანები
სანთლები, ფურცლები, სადგამები და სხვა წვრილმანები შესაძლოა ასევე გვაღიზიანებდეს. თითქოს ისინი უარყოფით ფონს ქმნიან, ამიტომაც საძინებლის წესრიგში მოყვანაა საჭირო. ზედმეტი ნივთები მისაღებ ოთახში გაიტანეთ, სადაც უფრო აქტიური გარემოა. - წიგნები და ტანსაცმელი
მართლაც ვის ახარებს წინდები, რომლებიც სადღაც მიაგდეთ და თვალს ცუდად ხვდება? იგივე ეხებათ წიგნებსაც. თუ დაასრულეთ კითხვა, შეინახეთ ის კარადაში და არ მიმოფანტოთ. ზედმეტ ტანსაცმელსაც არაფერი ესაქმებათ საწოლსა და სავარძელზე. - კოსმეტიკა და გაჯეტები
კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება. საძინებელში მაკიაჟის გაკეთება ნიშნავს, რომ კოსმეტიკა გარშემო ქაოსს ქმნის. არც გაჯეტებია კარგი აზრი. მათ ხანდახან უნდა მოწყდეთ. - შინაური ცხოველები
ზოგს უყვარს საწოლში შინაურ ცხოველთან ჩახუტება, ზოგი კი ვერ იტანეს თუთიყუშების ჭიკჭიკს ფანჯარასთან. თუ ნორმალურად გსურთ გამოიძინოთ, ცხოველები საძინებლის მიღმა დატოვეთ. მათი ღამის ცხოვრებაში ჩართვა ზედმეტია. - საწოლის ქვეშ
საინტერესოა ბოლოს როდის შეიხედეთ საწოლის ქვეშ? თუ ეს დიდიხანია არ მომხდარა, ოთახში არასასიამოვნო სურნელი და მტვერი იტრიალებს. თუ ამ ადგილს მოაწესრიგებთ, „სიძველის“ სუნი გაქრება. - სარკე
ამბობენ, რომ სარკე საძნებელში სივრცეს ზრდის, მაგრამ მას შესაძლოა საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს. ბევრ ადამიანს მის გამო ცუდად სძინავს. თუ ის ასეთი საჭიროა, მთელ სიმაღლეზე ნუ გააკეთებთ. - ტელევიზორი
ეს ნამდვილად ცუდია! ყველაფერი იმითაც რთულდება, რომ ის ძვირფასს ადგილს იკავებს. ტელევიზორთან არსებული ქაოტური ცხოვრება მისაღებ ოთახში უნდა დარჩეს. თუ ერთოთახიანი ბინა გაქვთ, მაშინ მას საწოლის წინ ნუ დადგავთ. თუ წოლის დროს ყურება მოუხერხებელი იქნება, მალე გამორთავთ. - საწოლი
ეს დასვენების მთავარი განმსაზღვრელი ელემენტია. აირჩიეთ ისეთი საწოლი, რომელზე დასვენებაც გარანტირებული გექნებათ. განლაგებასაც დიდი როლი აქვს, ამიტომაც მოუნახეთ საჭირო ადგილი. იმის მიხედვით განათავსეთ თუ რა გსურთ გაღვიძებისას: მზის დანახვა თუ საერთოდ არაფრის.