უნდა გაწმინდოთ თუ არა სარეცხი მანქანა ნადებისგან და როგორ უნდა გააკეთოთ ეს

სარეცხი მანქანა საკმაოდ რთული მექანიზმია, რომელიც არა მხოლოდ ცხოვრებას გვიმარტივებს, არამედ მუდმივ, რეგულარულ და დროულ მოვლას საჭიროებს. ამ ხელსაწყოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ნადების წარმოქმნაა. რამდენად კრიტიკულია ეს და საჭიროებს თუ არა იგი გაწმენდას? თუ ასეა, მაშინ რა მოხდება, თუ ასეთ მნიშვნელოვან მროცედურას უგულებელვყოფთ.

თითოეულ დიასახლისს ერთხელ მაინც უნახავს რეკლამა სარეცხი ფხვნილის ან სარეცხი საშუალებების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქანის მოვლას, კერძოდ კი, გათბობის ელემენტზე ნალექის ფორმირებას აგაცილებთ თავიდან. თავისთავად, ასეთი საშუალებების  რეკლამა მიანიშნებს (ანპირდაპირ აცხადებს) იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ნალექი ძვირადღირებული რემონტის მიზეზი გახდება. მართლა ასეა? საქმე იმაშია, რომ რეკლამა (როგორც ხშირად ხდება) ეშმაკურია, თუმცა სრულებით არა.

ასე რომ, ნალექი სარეცხი მანქანის გათბობის ელემენტზე მაინც ჩამოყალიბდება. მსგავსი ფენომენი ზოგადად ნებისმიერი წყლის გამათბობლისთვის “ნორმალურად” ითვლება. არ აქვს მნიშვნელობა, რა მუშაობს: ჩაიდანი, ქვაბი თუ სარეცხი მანქანა – ყველა მათგანზე ჩნდება ნალექი დროთა განმავლობაში. ამ მავნე ფენომების 100%-ით განეიტრალება ერთადერთი გზით შეიძლება – გამოიყენოთ გამოხდილი წყალი. ეს შეიძლება გაკეთდეს ქვაბის ან ჩაიდნის გასაწმენდად, თუმცა აბაზანის მილის შემთხვევაში, გამოხდილი წყალი (სამწუხაროდ) არ მოედინება… ონკანის წყალი შეიცავს რკინისა და მარილის უამრავ ოქსიდს, რაც ნალექის წარმოქმნას იწვევს.

მოწყობილობის ბრენდისა და მისი მუშაობის რეჟიმის მიუხედავად (შესაძლოა, სარეცხი მანქანის გავლების რეჟიმის გარდა), ნალექი ყოველთვის ფორმირდება. რაც უფრო მეტია იგი გათბობის ელემენტზე, მით უფრო უარესია სიტუაცია სითბოს გადამცემთან. რაც ნიშნავს, რომ სარეცხ მანქანას მოუწევს უფრო დიდხანს მუშაობა, სანამ მის ბარაბანში საჭირო ტემპერატურა შეაღწევს. ეს, თავის მხრივ, მთელ პროცესს უფრო ხანგრძლივს ხდის და ბევრად მეტი ენერგიის მოხმარებას საჭიროებს. განსაკუთრებით დაიგნორებულ სიტუაციებში, სარეცხ მანქანაში მუშაობა ფერხდება ან მანქანა დამოუკიდებლად იცვლის რეჟიმს, განმეორებით რეცხავს ტანსაცმელს ან შეცდომით ასრულებს პროცესებს.

დროთა განმავლობაში, გათბობის ელემენტის შეცვლა მაინც გახდება საჭირო. თუ ამას არ გააკეთებთ, მანქანა შეწყვეტს სწორად მუშაობას. ამ ყველაფერს შეიძლება დაემატოს უსიამოვნო სუნი, რომელიც ბარაბანში წყლის გათბობის მცდელობისას წარმოიქმნება. საქმე იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში (უმეტესი მოდელებისთვის) გათბობის ელემენტის შეცვლა სულაც არ არის რაღაც ძვირადღირებული ოპერაცია, არამედ სარეცხი მანქანის რეგულარული მოვლის ნაწილი. რაც შეეხება წყალში არსებულ სხვადასხვა დანამატებს, არცერთ მათგანს არ შეუძლია კანალიზაციის წყალი გამოხდილი გახადოს. უფრო მეტიც, ნალექის წინააღმდეგ “ხალხური” რჩევების გამოყენებით შეიძლება სულაც გააფუჭოთ როგორც გათბობის ელემენტი, ასევე სარეცხი მანქანის ბარაბანი.