ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ გარემოს გადასარჩენად. მიბაძეთ მათ

მსოფლიო ბანკის მკვლევარების მიხედვით დედამიწაზე ყოველდღიურა 3.5 მილიონი ტონა ნარჩენები გამოიყოფა. მათი აზრით თუკი ადამიანები ამ მხრივ არაფერს შეცვლიან, მაშინ ამ საუკუნის ბოლოს ეს რიცხვი 11 მილიონ ტონას მიაღწევს. ამაში ბრალი კონსუმერიზმს მიუძღვის, რის გამოც უფრო და უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს ამ პრობლემის სერიოზულობას და მათი უმრავლესობა სხვადასხვა სახის ცდებს ატარებს სიტუაციის გამოსასწორებლად. კარგი იქნება თუ ჩვენც არ გადავყრით უკვე გამოყენებულ ან ძველ ნარჩენებს და მათ ახალ, უფრო კრეატიულ ან უბრალოდ მეორად გამოყენებას ვუპოვნით. ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების ავტორებმა ეს ნამდვილად საინტერესო გზითა და ორიგინალური გადაწყვეტით მოახერხეს:

“ჩემმა ცოლმა ეს სტაციონარული მიქსერის სათქვეფი ჭაღად აქცია.”

“ახლახან დავასრულე ძველი ჯინსის შარვლებისგან დიდი ჩანთის შეკერვა.”

“ეს კაცი, მეგობართან ერთად, მხოლოდ თავისი მრავალჯერადი საწრუპებით დადის კაფეში.”

“ნაგავსაყრელზე წიგნების ძველი თაროები ვიპოვე. წყალგაუმტარი საღებავი წავუსვი და ასეთი პატარა ბაღი გამომივიდა.”

“ეს ქოქოსის ნაჭუჭი 20 წელია ჩემს სახლში საშაქრედ გამოიყენება.”

“ცოტა ხნის წინ თექისგან მრავალჯერადი გამოყენების ტამპონები დავამზადე. თქვენც იმავეს გირჩევდით.”

“ერთჯერადი ხელსახოცები მრავალჯერადით ჩავანაცვლე და ძალიან ბედნიერი ვარ.”

“ამ ახალ წელს ყველა საჩუქარი ქსოვილში შევფუთე.”

“ძველი ჩანთისგან ჩემს პატარას ორიგინალური ფეხსაცმელები შევუკერე.”

“ძველი მუყაოს ყუთები უჯრის ორგანიზებისთვის გამოვიყენე.”

“მადლობელი ვარ, რომ დედაჩემმა უფლება მომცა, მისი ძველი ავეჯი განმეახლებინა.”

“დედაჩემმა ეს დალაქავებული ფანჯრის შუშა ნაგავსაყრელზე იპოვა. იმდენად ლამაზი იყო, გვერდი ვერ აუარა.”

“ესპანეთში ეს სასმელი ვიყიდე, ბოთლი კი სახლში წამოვიღე და 5 წელია, ჩემს სააბაზანოში დოზატორის როლს ასრულებს.”

თქვენ რას აკეთებთ გარემოსთვის?