როგორ გამოიყურება საშუალოსტატისტიკური ჰოლანდიელის საცხოვრებელი სახლი

ყოველთვის საინტერესოა უცხოეთში ცხოვრების “კულისებში” შეჭვრეტა! მათ შორის, ჰოლანდიაშიც. ადამიანები ხშირად შეცდომით თვლიან მას ქვეყნად. სინამდვილეში, ჰოლანდია მხოლოდ ნიდერლანდების ორი დიდი პროვინციის დასახელებაა, რომლებიც, თავის მხრივ, შედიან ნიდერლანდების სამეფოში.

ყველა ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა წვეოდა ამ ქვეყანას. და იმისთვის, რომ გეგრძნოთ ადგილობრივი მკვიდრების ჩვეული რიტმი, საჭირო იყო იქ გარკვეული დროით მაინც გეცხოვრათ. თუმცა, ახლა ბევრი რამის გაგება შეგიძლიათ მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით! ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა დეტალურად მოგითხროთ იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ცხოვრება სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში – როტერდამში.

ცხოვრება საზღვარგარეთ

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ როტერდამი ულამაზესი ქალაქია. დედაქალაქ ამსტერდამთან შედარებით, ის გაცილებით მშვიდია. მასში არის ადგილი მრავალსართულიანი ბინებისთვის და კერძო სექტორებისთვისაც. ზოგი მათგანი შედგება მრავალი 2-3 სართულიანი სახლებისგან, რომლებიც უფრო ჰგავს 7-8 ნაწილად დაყოფილ შენობის ბლოკებს.

არანაკლებ საინტერესოა ნიდერლანდების საცხოვრებელი სახლის შიდა მოწყობა. სახლის პირველი სართული ყველაზე ვრცელია. ყველაზე ხშირად მასში განლაგებულია შესასვლელი დერეფანი, მისაღები ოთახი, სააბაზანო, საკუჭნაო და სამზარეულო პატარა ბაღით. ასეთი ბაღი სახლის წინაც შეგიძლიათ ნახოთ. იგი მორთულია პატარა სტატუეტებით, ჰორტენზიებით, ფიზალისებითა და მრავალი სხვა სახეობის ყვავილებით.

ზოგადად, ბაღი ჰოლანდიელებისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბევრი მათგანი ბაღში ზრდის ხურტკმელს, მოცვს, კიტრს, ჟოლოს და ვაშლისა და ალუბლის ხეებსაც კი. გარდა ამისა, მათთვის სავსებით ჩვეულებრივია გრილ ამინდში ბაღში საუზმის ჭამა. ბევრი მეპატრონე იქ შინაურ ცხოველებს ასეირნებს, რითაც ქუჩებში ხანგრძლივ სიარულს ანაცვლებს.

ტიპური ჰოლანდიური სამზარეულო მცირე ზომისაა, რადგან ადგილობრივების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ნახევარფაბრიკატებს ან გარეთ ჭამას. ხოლო ადგილი, სადაც ჰოლანდიელები ყველაზე დიდ დროს ატარებენ, მისაღები ოთახი გახლავთ. ჩვეულებრივ სწორედ იქ შეგიძლიათ იპოვოთ ტელევიზორი, კომპიუტერი და სასადილო მაგიდა.

მეორე სართულზე, როგორც წესი, უფრო მეტი ოთახია. აქ მდებარეობს აბაზანა და სააბაზანო ოთახი, რომლებიც ძირითადად ერთმანეთისგან გამოყოფილია. გარდა ამისა, მეორე სართულზე არის საძინებელი ოთახი. ზოგი ოთახი გამოიყენება როგორც საწყობი ან სასტუმრო ოთახი.

მესამე სართულს იკავებს სხვენი. ჩვენი გაგებით, სხვენი საკუჭნაოს მსგავსად უსარგებლო ნივთებით არის სავსე. მაგრამ ჰოლანდიაში ეს სივრცე ძალიან განსხვავებულია. ეს გახლავთ სრულფასოვანი სართული, რომელშიც ბავშვების ოთახია მოწყობილი.

რაც შეეხება ბინებს ჰოლანდიაში, უმეტეს შემთხვევაში ისინი შედგება სააბაზანო ოთახისგან, ტუალეტისგან, 2-3 ოთახისა და სამზარეულოსგან. სამზარეულო ხშირად საკმაოდ დიდია. სწორედ ამ ოთახში მზარეულობისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობის გარდა, გვხვდება ტელევიზორი, სასადილო მაგიდა, რამდენიმე სკამი და ზოგჯერ დივანიც კი. ოთახები ძალიან ვრცელია, ამიტომ მრავალშვილიან ოჯახს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ერთ ბინაში ან, რამდენიმე მეგობართან ერთად.

სააბაზანო ოთახი, ისევე როგორც კერძო სახლში, არ მოიცავს აბაზანას. ოთახი შემოიფარგლება მხოლოდ საშხაპე კაბინით, ნიჟარით, სარეცხი მანქანით და საშრობით.

ცოტა რამ თავად ჰოლანდიელების შესახებ

დაბოლოს, გვსურს თავად ჰოლანდიელებზე გესაუბროთ. მათთვის დამახასიათებელია გარკვეული მოდუნებულობა. ხშირად ისინი არ იწუხებენ თავს გამოიცვალონ ტანსაცმელი მაღაზიაში წასასვლელად ან ძაღლის გასასეირნებლად. ნიდერლანდელებს შეუძლიათ ხალხმრავალ ადგილას პიჟამოს და სახლის ჩუსტების ამარა წავიდნენ. ამავე დროს, არავინ მიაქცევს ყურადღებას მათ გარეგონას, რადგან იქ ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტული კომფორტი გახლავთ.

ჰოლანდიელების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უმცროს ძმებს უჭირავთ. მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე ასეული ევროთი დაგაჯარიმონ. უფრო მეტიც, სტატისტიკაში გვიჩვენებს, რომ ჰოლანდიაში არ არსებობს უსახლკარო ცხოველები, რაც ბევრს ამბობს ამ შესანიშნავ ქვეყანაზე.

 

ცალკეული აქცენტი უნდა გაკეთდეს ჰოლანდიელთა კეთილგანწყობილებაზე. ისინი მუდამ მზად არიან სხვების დასახმარებლად, მზად არიან შემოგთავაზონ რაღაც და გაგიღიმონ, თუნდაც პირველად ხედავდეთ ერთმანეთს.

ეჭვგარეშეა, რომ ნიდერლანდების მონახულების შემდეგ, ადამიანებს მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებები რჩებათ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ხალხი უკიდურესად კეთილშობილურად არის განწყობილი ყველას და ყველაფრის მიმართ, რაც მათ გარშემოა: ხალხი, ცხოველები და ზოგადად ბუნება. ამასთან, ფასები შედარებით ნორმალურია, კლიმატი სასიამოვნო, საინტერესო ადგილები კი გამოცდილი მოგზაურისთვისაც კი საკმარისი იქნება.