
რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი ერთ ადგილას, მით მეტი ისეთი ნივთი უგროვდება მას, რომლებიც სადღაც უნდა შეინახოს. ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე შესანახი სისტემები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ყველა ნივთს უპოვოთ შესაბამისი ადგილი პატარა ზომის საცხოვრებელ ფართშიც კი.
1. ორგანაიზერი სადენებისთვის
ტექსტილის ორგანაიზერი მავთულებისთვის, რომლის შეკერვაც საკუთარი ხელით შეგიძლიათ. განათავეთ იგი თქვენი სამუშაო მაგიდის ქვეშ და შეინახეთ მასში დამტენების კაბელები, რომლებსაც ყოველდღე იყენებთ.
2. დამალული სისტემა
დამაგრძელებლის აკურატულად დასამალავად ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი გამოგადგებათ. მას უბრალოდ საჭირო რაოდენობის ნახვრეტი უნდა გაუკეთოთ, მათში მავთულები უნდა გაატაროთ და შიგნით დენის ფილტრი მოათავსოთ.
3. კოჭა
თუ ყველაფერში წესრიგი გიყვართ, ჩვენი რედაქცია გირჩევთ შეიძინოთ პლასტმასის კოჭა, რომელიც მობილურის დამტენების და ყურსასმენების შესანახად არის განკუთვნილი.
4. კონტეინერები
კიდევ ერთი ვარიანტი კაბელების კოხტად და ლამაზად შენახვისთვის – ორგანაიზერი ცალკეული კონტეინერებით. ასეთი კონტეინერის გაკეთება ჩვეულებრივი ხის ყუთისგან შეგიძლიათ, მასში სოუსების პატარა კონტეინერები უნდა მოათავსოთ და ყველა დამტენს ცალ-ცალკე შეინახავთ, რათა ისინი ერთმანეთს არ გადაებას.
5. სანელებლების შენახვა
მარტივი ორგანაიზერი ინდივიდუალური მომჭერებით თითოეული ტიპის სანელებლისთვის, რომელიც შეგიძლიათ მიამაგროთ სამზარეულოს კარადის კარზე ადგილის ეკონომიისთვის და მოსახერხებელი შენახვისთვის.
6. მაგნიტური ლენტი
ეს არის ვიწრო მაგნიტური ლენტი, რომელიც შეგიძლიათ კედელზე ან სააბაზანო კარადის კარზე მიაწებოთ და პატარა თმის სამაგრების, პინცეტის, მაკრატლის და სხვა მეტალის წვრილმანის შესანახად გამოიყენოთ.
7. ორგანაიზერი სათამაშოებისთვის
საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეიძინეთ ყველაზე უბრალო ტექსტილის ორგანაიზერი, დაამზადეთ მისთვის მყარი კარკასი და გამოიყენეთ მზა პროდუქტი ბავშვის ოთახში პატარა სათამაშოების შესანახად.
8. ჭურჭლის სადგამი
ჭურჭლის მრავალდონიანი სადგამი კარადაში საჭირო ზომის თეფშების ძებნის პრობლემას მოგიგვარებთ და საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოიყენოთ სამზარეულოში პატარა ჩამოკიდებული კარადის სივრცე.
9. კონტეინერები მარცვლეულის და ბურღულეულისთვის
თუ გსურთ, რომ მარცვლეულისთვის განკუთვნილ კარადაში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დაამყაროთ, მაშინ თითოეული სახეობისთვის შეიძინეთ ცალკეული პლასტმასის კონტეინერი. შენახვის ასეთი პრინციპი ბევრად ესთეტიკურად გამოიყურება, ვიდრე ერთმანეთზე დაწყობილი სავსე პარკები.
10. საკიდები
გამოიყენეთ ჩვეულებრივი მავთულები, რათა მათგან ფლოპებისთვის რამდენიმე საკიდი დაამზადოთ. თქვენ შეგიძლიათ სანდლები საკიდებით კარადის რელსზე ჩამოკიდოთ, რითაც თავიდან მოიშორებთ მათთვის განკუთვნილ ხარახურა მუყაოს ყუთებს.
11. ფეხსაცმლის შენახვა
სულაც არ არის საჭირო ფეხსაცმელებისთვის სპეციალური შესანახი თაროების შეძენა. ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ თავად დაამზადოთ მოდური და ორიგინალური ორგანაიზერი დიდი დიამეტრის PVC მილებისგან. უბრალოდ გადაჭერით ისინი იდენტურ ზომაზე, გააფორმეთ თქვენივე გემოვნებით და ერთმანეთზე დააწებეთ.
12. კონტეინერები პარკებისთვის
ერთჯერადი ცელოფნის პარკების შენახვა ძალიან მოსახერხებელია მუყაოსგან დამზადებულ ხელსახოცების ყუთში. მსგავსი შენახვის მეთოდი ბევრად უკეთესია, ვიდრე მსგავსი პარკებით მთელი უჯრის შევსება.
13. ვერტიკალური დამჭერი
ვერტიკალური ორგანაიზერი ფენის, თმის უთოს და თმის დასახვევის დამაგრებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ და სააბაზანო ოთახში წესრიგის დასამყარებლად გამოიყენოთ.
14. მესერი ფეხსაცმელებისთვის
შემოსასვლელი ოთახის კედელზე მიამაგრეთ თხელი მესერი და გამოიყენეთ იგი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესანახად. ამ შესანახი სისტემის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ფეხსაცმელი მტვრით იფარება, რაც ნიშნავს, რომ იდეა მხოლოდ ყოველდღიური ფეხსაცმლის შენახვისთვის გამოგადგებათ.
15. ორგანაიზერი თავსახურებისთვის
მესერი ასევე შეგიძლიათ დაამაგროთ სამზარეულოს ქვედა კარადის კარზე, სადაც ქვაბებისა და ტაფების თავსახურებს შეინახავთ. ამ მესერზე ასევე შეძლებთ ჩამოკიდოთ წვრილმანი ნივთები.
16. კონტეინერი ნიჟარისთვის
სარეცხი საშუალების პლასტმასის ბოთლისგან და ჩვეულებრივი მინაზე მისამაგრებელი რეზინისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან მაგარი კონტეინერი წვრილმანების შესანახად. მიამაგრეთ იგი ნიჟარის კედელზე და გამოიყენეთ ნაგვის, ბოსტნეულის ნათალების შესაგროვებლად ან სამზარეულოს ღრუბელის შესანახად.
17. შენახვის სისტემა ჭერის ქვეშ
ჭერის ქვეშ კონტეინერებში საჭირო ნივთების შენახვა ბრწყინვალე თვითნაკეთი სისტემაა, რომლითაც შეგიძლიათ შესანიშნავად განაახლოთ თქვენი ავტოფარეხი.
ვიდეო ბონუსი: