
მონადირეს სახეზე 50 ნაკერი დაადეს მას შემდეგ, რაც იგი თითქმის გათელა ირემმა, რომელზეც მამაკაცი ნადირობდა.
ვინსენტ სობიონი (36) საოპერაციო მაგიდაზე ვერტმფრენით გადაიყვანეს. მას ლესპერონში (საფრანგეთი) ნადირობის დროს ირემი დაესხა თავს. შეშინებულმა 150 კილოგრამიანმა ნადირმა სობიონის თვალის ქვეშ კბილები ჩაარჭო.
სობიონი ამბობს, რომ ირემმა მას ნახევარი სახე ჩამოგლიჯა.
ტრავმისა და სისხლის სერიოზული დანაკარგის მიუხედავად, სობიონს სურს კვლავ წავიდეს სანადიროდ მეგობრებთან ერთად. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო მისთვის პირველადი დახმარების გაწევა, როგორც მომავალმა პროფესიონალმა მეხანძრემ.
50 ნაკერის მიუხედავად, მამაკაცი მოტეხილობას გადაურჩა. ირმის ბედი კი უცნობია.
მსგავსი შემთხვევის შემდეგ კვლავ დაბრუნდებოდით ტყეში?