გაიცანით: ყვავილები, რომელთა ბუკეტებიც უზომოდ ძვირი ღირს

მსოფლიოში ბევრი ძვირადღირებული რამ არსებობს: მანქანები, უძრავი ქონება, საათები, სამოსი… მაგრამ იცოდით, რომ შესაძლოა ზოგიერთი ყვავილი თქვენს ბინაზე ძვირად ფასობდეს?

დიახ-დიახ! ბუნების და სელექციის ზოგიერთი ძღვენი იმდენად ძვირი ღირს, რომ მათი შეძენა მხოლოდ მილიონერებს შეუძლიათ!

აი, 10 ასეთი ყვავილი:

10. ეუსტომა

ფასი: 10-35$ თითო ბუკეტი.

ეუსტომა, ასევე ცნობილი, როგორც ლიზიანტუსი, არის მცენარე, რომელიც ყოველწლიურად ყვავის. ის იზრდება აშშ-ს სამხრეთში, მექსიკაში, კარიბის ზღვისა და ჩრდ-სამხრეთ ამერიკის თბილ რეგიონებში. ეუსტომები სხვადასხვა ფერისა და ჩრდილებისაა: დაწყებული იასამნისფერი, თეთრი და ლავანდის ფერებიდან, დამთავრებული მოლურჯო-იისფერზე.

9. შროშანი 

ფასი: 15-50$ ერთი თაიგული.

შროშანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყვავილია მთელ მსოფლიოში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს პატარა თეთრი ყვავილები შხამიანია. მიუხედავად ამისა, მაისის შროშანები საკმაოდ ძვირი ღირს და ძალიან მოთხოვნადია.

8. ჰორტენზია

ფასი: 6,5$ ერთი ცალი.

ჰორტენზიას ყვავილობა არის სფერული და ამოზნექილი. ისინი მოგაგონებთ დიდ ბურთებს, რომლებიც დაბალ ბუჩქებზე იზრდება. ამ ყველა თავისებურების გარდა, ისინი ძალიან ნაზი ყვავილებია და სწრაფად ჭკნება სიცხეში.

7. გლორიოზა

ფასი: 6-10$ თითო ცალი.

ეს ყვავილი აზიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მოდის. იგი უნიკალურია იმით, რომ ყვავილები გრძელი კულულებივით იზრდება, რომლებიც კიდედან გულამდე იცვლიან ფერს. ფერები შეიძლება მერყეობდეს ყვითელიდან ნარინჯისფერამდე, ან მოყვითალო-მომწვანო ფერებიდან წითელ ფერამდე.

6. ტიტა

ფასი მე-17 საუკუნეში: 5 700$ ერთი ბოლქვი.

მე-17 საუკუნეში, ჰოლანდიაში ნამდვილი ტიტების მანია მძვინვარებდა, როდესაც ტიტების თითო ბოლქვის ფასი თანამედროვე ფულზე 6 000 დოლარს აღწევდა. რასაკვირველია, დღეს ტიტების ფასი ბევრად ნაკლებია, თუმცა არ შეგვეძლო ამ ისტორიული კურიოზის გამოტოვება.

5. დასათესი შაფრანი

ფასი: 1 200-1 500$ თაიგული.

შაფრანი (ზაფრანა) უფრო ცნობილია, როგორც სანელებელი. ეს არის ხელოვნურად გამოყვანილი ყვავილი, რომელიც არ გვხვდება ველურ ბუნებაში. 500 გრ სანელებლის შესაქმნელად საჭიროა დაახლოებით ოთხმოცდაათი ათასი ყვავილი – მტვრიანებს ხელით აგროვებენ და ახმობენ. ეს გახლავთ არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყვავილი.

4. ორქიდეა პაფიოპედილუმი

ფასი: 6,500$ ერთი ცალი.

ეს ორქიდეა იმდენად იშვიათია, რომ მას დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილას იპოვით: მალაიზიის კანიბალუს ეროვნულ პარკში. მცენარე მხოლოდ აპრილსა და მაისში ყვავილობს და, ამ შემთხვევაშიც კი, ყვავილობა შეიძლება მცენარის დარგვიდან მრავალი წლის შემდეგ მოხდეს. ამ ყვავილის უნიკალურობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ წითელი ლაქების მქონე მწვანე ფერის ფურცლები ზოგადად არ არის დამახასიათებელი ორქიდეებისთვის.

3. ორქიდეა შენჩჟენ-ნონკე

ფასი: 202,000$ ერთი ცალი.

ეს ორქიდეა გამოყვანილია ჩინელი სელექციონერების მიერ, რომლებმაც მასზე რვა წელი დახარჯეს. ყვავილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ყვავის მხოლოდ ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ, და სილამაზე, იშვიათობა და დელიკატური არომატი ამ ორქიდეას სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მცენარედ აქცევს. 2005 წელს ორქიდეა “შენჩჟენ ნონკე” აუქციონზე 1,68 მლნ იუნად გაიყიდა (დაახლოებით 202,000 აშშ დოლარად).

2. ვარდი “ჯულიეტა”

ფასი: 5,000,000$ სელექციისთვის.

ამ ყვავილის ჯიშის გამოსაყვანად ცნობილ ინგლისელ სელექციონერს დევიდ ოსტინს 15 წელი დასჭირდა. პირველად, “ჯულიეტა” წარმოდგენილი იყო 2006 წელს ჩელსიში, ყვავილების გამოფენაზე. მსუბუქი ატმისფერი კვირტი თანდათან ყვავილობს, იცვლის მის ფერს მსუბუქიდან გაჯერებულ და ნათელ გამოხატულ ვარდისფერ ელფერში, შუაში უფრო მუქი ტონებით.

უხეშად რომ  ვთქვათ, ერთი ასეთი ვარდი 55$ ღირს – ბევრია, მაგრამ 5 მილიონზე ბევრად ნაკლები მაინც არის. “ჯულიეტას” ჩვეულებრივ უწოდებენ “ხუთ მილიონიან ვარდს”, რადგან მის გამოსაყვანად სწორედ ამდენი ფული დაიხარჯა.

1. ეპიფილუმი

ფასი: ფასდაუდებელი.

ეპიფილუმი – სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გავრცელებული ჩვეულებრივი კაქტუსი, რომელიც ხშირად გვხვდება აზიაში. იგი მხოლოდ ღამით ყვავის, დილით კი ყვავილი ჭკნება. აქედან გამომდინარე, მისი მოწყვეტა შეუძლებელია და არც მისი შეძენა გამოგივათ!