
ყველას გვსმენია უძველესი დროის მსოფლიოს 7 საოცრების შესახებ. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ დედამიწაზე კიდევ უფრო ბრწყინვალე შენობები არსებობს, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებენ.
ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა გაერკვია, რომელ თანამედროვე შენობებს შეეძლოთ საოცრების სიის შევსება.
ჩვენ ბევრი მათგანი აღმოვაჩინეთ! უბრალოდ შეხედეთ ამ შენობებს – ისინი ასწორებენ ჩვენს წარმოდგენებს მათი შესანიშნავი ხაზებით. ჩვენი ცივილიზაცია უნდა ამაყობდეს ამ არქიტექტურული შედევრებით.
14. ლოტუსის შენობა ვუჯინში, ჩინეთი
ჩინეთის ვუჯინის ცენტრში მდებარე ხელოვნური ტბის გარეთ აყვავებული ლოტუსის შენობაა. მშვენიერი შენობა თავის სახელსა და ფორმას თავად ყვავილოვანი ლოტუსისგან იღებს. არქიტექტორის იდეა იყო საოცარი ატმოსფეროს შექმნა, მიუხედავად ამინდისა და სეზონისა. შენობაში ქალაქის დაგეგმარების ბიუროს განყოფილებაა მოთავსებული.
13. საოცარი სასტუმრო ალპებში
ეს ჯერ კიდევ კონცეფციაა, მაგრამ მისი გამოტოვება უბრალოდ არ შეგვეძლო. ამ სასტუმროს აშენება ალპებში იგეგმება. შენობის შემქმნელი დრამატული მთის ლანდშაფტმა შთააგონა. სასტუმრო მკაცრ კლდეებს შორისაა მოქცეული და მას შესანიშნავი შუშის ფასადი აქვს.
12. ლოტუსის ტაძარი ინდოეთის სოფელ ბაჰაპურში
ლოტუსის ყვავილის ფორმის კიდევ ერთი დიდებული ნაგებობა გახლავთ ბაჰაის სარწმუნოების მთავარი სალოცავი სახლი. მისი კარები ყველასთვის ღიაა, რელიგიური მრწამსის მიუხედავად. 9 კარი ტაძრის ცენტრალურ დარბაზამდე მიდის, რაც ყველა რელიგიის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.
11. როტერდამის კუბური სახლები, ნიდერლანდები
როტერდამის ოვერბლააკის ქუჩაზე 40 სახლისგან შემდგარი ჯგუფია განლაგებული. ისინი ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. სახლებს ყველა კედელი და ფანჯარა 45 გრადუსზე დახრილი აქვს.
სხვათა შორის, შიგნით კერძო ბინებია. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ ამ სახლებში?
10. ატომი ბრიუსელში, ბელგია
მათ, ვინც ამ შენობას ხედავენ, ალბათ იფიქრებენ, რომ ეს მხოლოდ ლითონისგან აგებული უზარმაზარი ქანდაკებაა. თუმცა, ეს სრულად წარმოდგენილი შენობა გახლავთ. მილებს თუ გაყვებით, თქვენ შეგიძლიათ გადაადგილდეთ სფეროებში და შეაღწიოთ მეცნიერების მუზეუმში ან რესტორანში. ატომი ასახავს 9 რკინის ატომს რკინის კრისტალის სხეულის ცენტრში მოქმედი კუბური ერთეულის უჯრედის სახით.
9. ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქი ვალენსიაში, ესპანეთი
ეს თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია და იგი ვალენსიაში მდებარე პარკის შუაგულში, პირდაპირ წყალში მდებარეობს. ეს ნამდვილად ფუტურისტულად გამოიყურება და ფანტასტიკური ურჩხულის ერთ-ერთ ჩონჩხს მოგაგონებთ. კომპლექსი მოიცავს 5 კორპუსს: დაფარულ პლაზას, IMAX კინოთეატრს, პარკს, მეცნიერების მუზეუმსა და ოკეანოგრაფიულ პარკს.
8. ჰაიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში, აზერბაიჯანი
ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ალბათ, ყველაზე საინტერესო და ცნობადი შენობაა ბაქოში. ბრწყინვალე არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა იცოდა, მისი უცხო ფორმებისადმი სიყვარულის შესახებ და მან შეიმუშავა შენობის “დენადი” ფორმა. შიგნით არის საგამოფენო დარბაზები და ოფისები.
7. ემფორიას სავაჭრო ცენტრი მალმოში, შვედეთი
ეს სავაჭრო ცენტრი ყველაზე მასშტაბურია სკანდინავიაში. ორმაგად მოხრილი მინა აკრავს დიაგონალურ “ნაპრალს”, რომელიც მთელი შენობის გასწვრივ გადის, თითქოს საცაა დაეცემა. შიგნით, დამთვალიერებლებსა მყიდველებს შეუძლიათ იხილონ ფერადი ესკალატორები, საქანელები დასაჯდომი სავარძლების ნაცვლად და ჩამოკიდებული ბაღები.
6. La Muralla Roja კალპეში, ესპანეთი
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში არსებობს საცხოვრებელი პროექტი, სადაც ყველა სიამოვნებით იცხოვრებდა. მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც “წითელი კედელი”, ხოლო შენობა აშკარად მოიხსენიებს არაბთა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის პოპულარულ არქიტექტურას. შენობის შიგნით, წითელი ფერი მეწამულსა და ლურჯში გადადის.
5. ArtScience-ის მუზეუმი სინგაპურში
ეს მუზეუმი სინგაპურის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მისი ფორმა შეფუთულ პალმას ან ლოტუსის ყვავილს მოგაგონებთ. შენობის ფონზე არსებული 3 ცათამბჯენი თავზე გემით არის Marina Bay Sands, ძვირადღირებული სასტუმრო და სინგაპურის კიდევ ერთი არქიტექტურული შედევრი.
4. კაპიტალური კარიბჭე აბუ-დაბში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
520 ფუტით, ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელს ქალაქში. გინესის მსოფლიო რეკორდებმა დაადასტურად კაპიტალური კარიბჭე, როგორც “მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ხელნაკეთი კოშკი.” კოშკი 18 გრადუსითაა გადახრილი (შედარებისთვის, პიზის კოშკო მხოლოდ 4 გრადუსითაა გადახრილი).
ცათამბჯენის მეორე სახელწოდებაა აბუ-დაბის დახრილი კოშკი.
3. მარკეტინგის დარბაზი როტერდამში, ნიდერლანდები
ეს საბაზრო დარბაზიყველაზე ლამაზია მსოფლიოში. გახსნის ცერემონიაზე თავად ნიდერლანდების დედოფალიც კი მივიდა. ბაზარი მდებარეობს საცხოვრებელი პროდუქტის შიგნით, თაღის ფორმაში. შენობის შიგნითა ნაწილი არნო კოენინის ნახატებითაა მორთული: ხილი, ბოსტნეული, თევზები და ყვავილები. ამიტომ ზოგი ამ ბაზარს როტერდამის სიქსტურ სამლოცველოს უწოდებს.
2. გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, ესპანეთი
ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ნაგებობა დეკონსტრუქტივიზმის სტილში. არქიტექტორმა ფილიპ ჯონსონმა მას “ჩვენი დროის უდიდესი შენობა უწოდა”. მუზეუმს აქვს როგორც მუდმივი, ასევე დროებითი გამოფენები. მუდმივი გამოფენა ეძღვნება XX საუკუნის ხელოვნებას. ნუ აგერევათ იგი ნიუ-იორკის გუგენჰეიმის მუზეუმში!
1. The Kunsthaus Graz გრაცში, ავსტრია
თანამედროვე ხელოვნების ამ გალერეას ეწოდება “მეგობრული უცხოპლანეტელი”. შენობის ფორმაში ზოგი ვეშაპის გულს ან დირიჟაბლს ხედავს. კუნსტჰაუსი დამზადებულია ბლობის არქიტექტურის ინოვაციური სტილით, ეს არის მოძრაობა არქიტექტურაში, რომელშიც შენობებს ორგანული, ამებას ფორმა აქვთ. უფრო მეტიც, “უცხოპლანეტელი” ღამ-ღამობით ანათებს.
ბონუსი: არქიტექტურა უჩვეულო კუთხიდან
ბარსელონელი მედია არტისტი, ვიქტორ ენრიხი წარმოუდგენელ შენობებს ქმნის, აშენებს და რეკონსტრუქციას უტარებს არსებულ არქიტექტურას. მისი ფანტაზიისა და კომპიუტერული შესაძლებლობების წყალობით მიღებული ფოტოგრაფიული მანიპულირების ნაცვლად, ცათამბჯენები და სხვა შენობები ერთდება, იხრება და შიგნიდან გარეთ გამოდის.