ქალმა მოსკოვის ტაძრებში ხატებს ბაქტერიული ანალიზი ჩაუტარა. შედეგები საგანგაშოა

დარია ფედოროვა გახლავთ ბრიტანეთის დიზაინის უმაღლესი სკოლის სტუდენტი და ავტორი პროექტისა “მოგზაურობა ადამიანის მოკრობიომაში”, რომლის ჩარჩოებშიც მან მოსკოვის ეკლესიების ხატებიდან აიღო ანალიზები.

დარია თანაშემწესთან ერთად ექვს ეკლესიაში მივიდა და ათი ხატიდან აიღო ნიმუში.

აი, რა აღმოაჩინეს მათ:

  • Micrococcus luteus – გრამდადებითი უმოძრაო კოქსის ბაქტერიების სახეობა. მათი როლი დაავადებების გაჩენაში მინიმალურია.
  • Neisseria sicca – იგი ცხვირ-ხახის ნორმალურ მკვიდრად ითვლება, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს სეფსისი, პნევმონია, გულის ანთება, მენინგიომა და სხვა დაავადებები დასუსტებულ პაციენტებში.
  • Bacillus cereus არის გრამდადებითი, სპორისებრი ნიადაგის ბაქტერიების სახეობა, რომელიც იწვევს ტოქსიკურ ინფექციებს ადამიანებში.
  • Bacillus subtilis – ჩხირის ფორმის ბაქტერია, გრამდადებითი სპორისებრი აერობული ბაქტერიების სახეობა, ბაცილების (Bacillus) გვარის წარმომადგენელი. ამ ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გასტროენტერიტი. რისკის ჯგუფში შედიან ახალშობილები, შესუსტებულები, იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვები, ასევე ავთვისებიანი ნეოპლაზმების მქონე პაციენტები.
  • Staphylococcus aureus – ოქროსფერი სტაფილოკოკი, სტაფილოკოკის ყველაზე პათოგენური ტიპი, ადამიანებში ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების გამომწვევი ბაქტერია.
  • Pseudomonas aeruginosa არის გრამუარყოფითი მოძრავი ჩხირის ფორმის ბაქტერიების სახეობა. ის ცხოვრობს წყალსა და ნიადაგში, პირობითად პათოგენურია ადამიანისთვის, ნოზოკომიური ინფექციების გამომწვევი აგენტი. ასეთი ინფექციების მკურნალობა რთულია ანტიბიოტიკებისადმი მაღალი წინააღმდეგობის გამო.
  • Escherichia coli – ნაწლავური ჩხირი, გრამუარყოფითი ჩხირის ფორმის ბაქტერიების სახეობა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული თბილსისხლიანი ცხოველების ქვედა ნაწლავში.

დარიას თავისი ნამუშევრების გამოფენა ეშინია – ამბობს, რომ ეს შეიძლება აღიქვან, როგორც პროვოკაცია.

საინტერესოა, რომ მოსკოვის მეცნიერებმაც კი უარი თქვეს მასთან თანამშრომლობაზე.

“ჩვენმა სამეცნიერო საზოგადოებამ თავი დაიყრუა ჩემთან თანამშრომლობის მოთხოვნაზე. – პრეტენზიას გამოთქვამს დარია. – მე მათ ჩემი ნამუშევრები, ესკიზები, კლონირებასთან დაკავშირებული იდეები მივუტანე, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე დაინტერესებული ადამიანი, რომელიც მათ ისევე დაიჯერებდა, როგორც მე.

მე პროექტისთვის მივედი მეცხოველეობის ერთი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის განყოფილებაში, სადაც უბრალოდ დამცინეს და შემომთავაზეს, რომ საერთოდ შევეშვა ამ ყველაფერს. მაგრამ როდესაც უარით გისტუმრებენ, გაკრიტიკებენ ან დაგცინიან, ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გმატებს.”