
აღმოსავლეთი
ყავისფერი საუკეთესო არჩევანია ამ მიმართულებისთვის. ის წარმოადგენს სიწმინდესა და წარმატებას. ეს მიმართულება საუკეთესოა ღია სივრცეებისთვის, მაგალითად მისაღები ოთახის მოსაწყობად; ასევე შეგიძლიათ ამ მხარეს მწვანე ფერის გამოყენებაც.
დასავლეთი
ამ მიმართულებისთვის ნაცრისფერი ყველაზე იდეალურია, რადგან იგი კმაყოფილებასა და ზრდასრულობას შეგმატებთ.
ჩრდილოეთი
ეს მიმართულება მერკურით იმართება. მისი შეღებვა მწვანე საღებავით მოგიტანთ ინტელექტუალურ და ფინანსურ სტაბილურობას თქვენს ცხოვრებაში. სხვადასხვა ტიპის ლურჯი საღებავის გამოყენებაც ასევე კარგი იდეაა ამ მხარეს.
სამხრეთი
მარსი ამ მიმართულების პატრონია. ენთუზიაზმისა და ენერგიის წითელი ფერი საუკეთესო არჩევანია ამ ნაწილში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იასამნისფერიც.
ჩრდილო-აღმოსავლეთი
ეს მიმართულება იუპიტერის მიერ იმართება. მისთვის იდეალური ფერი ყვითელია, რომელიც ინტელექტსა და მაღალ მენტალურ აქტივობას აღნიშნავს.
ჩრდილო-დასავლეთი
ამ მიმართულებას მთვარე განაგებს. მისი შეღებვა თეთრით ან ნაცრისფერი საღებავით სულიერ სიმშვიდესა და ქონებას მოგიტანთ.
სამხრეთ-აღმოსავლეთი
ამ მიმართულების ბატონი ვენერაა. უნდა გამოიყენოთ ღია ფერები, მაგალითად მწვანე და თეთრი, რომელიც იღბალსა და წარმატებას მოგიტანთ.
სამხრეთ-დასავლეთი
ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვადასხვა სახის ლურჯი საღებავის გამოყენება. ეს გამოსახავს გამბედაობას, ემოციებს, თავდადებასა და სიმართლეს.