
დროდადრო, ბინაში რაღაც ტყდება, ფუჭდება ან ვადა გასდის. რა თქმა უნდა, სერიოზული გაუმართაობის გამოსასწორებლად სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. თუმცა, ზოგიერთი პრობლემის მოგვარება თავადაც შეგიძლიათ. და ეს ცოტაოდენ დროს და ძალისხმევას წაგართმევთ. რა გაუმართაობები შეგიძლიათ მოაგვაროთ საკუთარი ხელით? ამის შესახებ წაიკითხავთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში.
1. მეტალო-პლასტმასის კარი ცუდად იხურება
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების ერთ-ერთი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასი და სწრაფი ინსტალაციაა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფანჯრის სახელურებში ჭუჭყი გროვდება, რაც მის გაღებას ან დახურვას უფრო რთულს ხდის. ამ გაუმართაობის მოსაგვარებლად სპეციალისტის გამოძახება არ არის საჭირო. საკმარისია ფანჯრის სახელურებთან ჭუჭყი გაწმინდოთ და მიმდებარე ადგილები მშრალი ტიპის სილიკონის სპრეით დაამუშავოთ. დამუშავების შემდეგ ფანჯრის გასახსნელი ადგილების შიგნითა ნაწილი მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ.
2. საშხაპის ჩასადების არასანდო მონტაჟი
დროთა განმავლობაში, კედელზე საშხაპის სამაგრი დუნდება და მასზე ჩამოკიდებული შხაპის თავი ქვევით იწევა, რაც დამატებით მოუხერხებლობას იწვევს. ამ გაუმართაობის გამოსწორება თავადაც შეგიძლიათ. სახრახნისის გამოყენებით გამოხსენით დაფიქსირებული რგოლი, რათა მილთან წვდომა შეძლოთ. ქაფის პლომბი მიაშხეფეთ მილის გარე დიამეტრზე. დაელოდეთ, სანამ ქაფი გამაგრდება. ქაფის ნარჩენები მოაშორეთ და რგოლი კვლავ უკან დაამაგრეთ.
3. ხის ჭრაჭუნა იატაკი
ხის იატაკის ჭრაჭუნი ბინაში მშვიდი ატმოსფეროს შენარჩუნებაში გიშლით ხელს? პარკეტის საფარის ლამინატით ჩანაცვლება გამოსავალი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ იატაკის მხოლოდ რამდენიმე დაფა ჭრაჭუნობს, დანარჩენი კი კარგ მდგომარეობაშია. პრობლემის მოგვარებაში ჩვეულებრივი სახამებელი დაგეხმარებათ. საკმარისია დაყაროთ სიმინდის სახამებელი იატაკის დაფის ჭრაჭუნა ადგილებზე და იგი ცოცხით გადაანაწილოთ ნაკერებში. სახამებელი ხის ზედაპირის მშრალი საპოხის პრინციპით მოქმედებს და მას არბილებს და ჭრაჭუნს ანეიტრალებს.
4. წყლის ლაქები ჭერზე
ალბათ, მრავალსართულიანი ბინის ბევრ მაცხოვრებელს შექმნია ზედა მეზობლის ბინიდან სახლის დატბორვის ან წყალმომარაგების სისტემის დაზიანების პრობლემა. ამ უსიამოვნებების შემდეგ, ჭერზე წყლის საშინელი ლაქები რჩება. თუ მთელი ჭერის შეღებვა არ გაქვთ გადაწყვეტილი, საკმარისია გააკეთოთ ხელნაკეთი ნაზავი ასეთი ლაქების მოსაშორებლად. აიღეთ მათეთრებელი და შეურიეთ წყალი 1:5 პროპორციით. ჩაასხით ხსნარი აეროზოლის ქილაში და ლაქებზე შეაშხეფეთ. რამდენიმე საათის შემდეგ, ჭერზე არასასურველი ლაქების კვალი აღარსად იქნება.
5. წყლის სუსტი წნევა ონკანში
მაღალი სიმტკიცის წყალი თანამედროვე მილსადენებისთვის წამებაა. სწორედ ის იწვევს დიდი ნალექის წარმოქმნას მილების კედლებზე. დაგროვილი ნალექი ასევე ედება ონკანის მიქსერებს. თუ ბოლომდე მოშვებული ონკანიდან ძალიან ცოტა წყალი მოედინება, ონკანის შეცვლა არ არის საჭირო. საკმარისია მოხსნათ აერატორის ეკრანი, რომელიც ონკანის ბოლოში მდებარეობს. სწორედ იქ გროვდება ნაგავი და ილექება ნადები. ნალექის მოსაშორებლად საკმარისია აერატორი რამდენიმე საათით თეთრ ძმარში ჩაალბოთ. შემდეგ გარეცხოთ სუფთა წყლით და კვლავ ონკანზე დაამაგროთ.
რედაქციის რჩევა: ონკანში წყლის დაბალი წნევის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჭუჭყიანი აერატორი. ზოგჯერ, სარემონტო სამუშაოების შემდეგ, სარქველი სრული სიმძლავრით არ ეღება. შედეგად, წყლის მიღება რთულდება. დარწმუნდით, რომ წყლის სარქველი მთლიანად არის გახსნილი.
6. სიცარიელე შპალერებს შორის
ზოგჯერ, შპალერის არასწორად აკვრის გამო, დროთა განმავლობაში, მათ შორის “უფსკრულები” ჩნდება, რაც ძალზე ულამაზოდ გამოიყურება. ნუ იჩქარებთ ხელოსნის გამოძახებას. რა გარანტია გაქვთ, რომ იგი სამუშაოს ეფექტურად შეასრულებს? დეფექტის გამოსწორება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის, შპალერებს შორის არსებულ ნაპრალებს ცხელი წყალი წაუსვით. ნაპრალებს შორის წებო წაუსვით და ფრთხილად შეაერთეთ ნაკერები. წებოს ნარჩენები სველი ქსოვილით მოაშორეთ.
7. ჭრაჭუნა კარები
ნებისმიერი უცნაური ხმა აღიზიანებს ადამიანს. მით უმეტეს, თუ ეს კარის ჭრაჭუნის ხმაა. ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია. არსებობს უნივერსალური საშუალება WD-40, რომელიც კარისა და სხვა მეტალის ზედაპირის საკეტების უმართაობების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი. საკმარისია ამ უნივერსალური სპრეით დაამუშავოთ ლითონის ფურცელი და რამდენიმე წუთით გააჩეროთ. შეშხეფების დროს სასურველია ზედაპირს ქაღალდის ხელსახოცი მიაფაროთ, რათა სპრეი სხვა ადგილებზე არ მიეშხეფოს.
8. ნალექი ონკანზე
წყლის ძლიერი ნაკადი ბინძურ და მუქ ნარინჯისფერ-მოყავისფრო ლაქებს ტოვებს და აზიანებს ნიჟარებს, შხაპის თავს და აბაზანას. ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებები ასეთ მინარევებს ვერ უმკლავდება. სახლის უფროსებს ქლრის შემცველი გელებისა და ფხვნილების გამოყენება უწევთ. თუმცა, არსებობს უფრ ჰუმანური საშუალება პრობლემის მოსაგვარებლად. საჭიროა შეურიოთ ერთმანეთს ლიმონის წვენი და ზღვის მარილი, სანამ პასტისებრ მასას მიიღებთ. მიღებული ნაზავი წაუსვით ლაქებს და ერთი საათით გააჩერეთ. შემდეგ კი წყლით ჩამორეცხეთ.
9. ხის უჯრები, რომლებიც ცუდად ეღება
დროთა განმავლობაში, ხის ავეჯმა შესაძლოა დაკარგოს თავდაპირველი თვისებები. ეს განსაკუთრებით ეხება ხის უჯრებს. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ აღებთ ან ხურავთ, ძალის დატანება ხდება საჭირო. ამ პრობლემასთან გამკლავება ძალზე ადვილია. საკმარისია მხოლოდ გაწმინდოთ უჯრის ქვედა ნაწილი პარაფინის ნაჭრით.
10. კერამიკული ფილების დივერჰენცია ნაკერებზე
ძველ მრავალსართულიან კორპუსებში ზოგჯერ დაწევის ნიშნები იჩენს თავს. ეს უარყოფითად მოქმედებს პირველ რიგში კერამიკული ფილებით გაწყობილ ოთახებზე. ფილებს შორის ჩნდება სიცარიელე. თუმცა, არ არის საჭირო ხელოსნის გამოძახება და მთელი რემონტის განახლება. უბრალოდ გამოიყენეთ წყალგაუმტარი სილიკონის საზოგავი. მოსახერხებელი თავი საშუალებას მოგცემთ თანაბრად გადაანაწილოთ პროდუქტი ნაკერების გასწვრივ ფილებს შორის. ასეთ სამუშაოს თავადაც გაუმკლავდებით.