სკოლები დახურულია, ქუჩაში სეირნობა შეზღუდულია, გასართობი ობიექტებიც დაიკეტა… თუ შვილები გყავთ, ალბათ კარანტინისგან სულ მალე ჭკუიდან შეიშლებით!

მაგრამ ვინ თქვა, რომ სახლში ბავშვებმა უნდა მოიწყინონ და მთელი დღეები სმარტფონებთან და პლანშეტებთან უნდა გაატარონ? ბევრი ადამიანი საკუთარ თავში დამალულ ნიჭს აღმოაჩენს ყველაზე საინტერესო გასართობების გამოგონების მხრივ, რომლებსაც მშობლებიც შეუერთდებიან…

აქ მოცემულია 27 შესანიშნავი იდეა სახლში დროის მხიარულად გასატარებლად:

1. იატაკზე გააკეთეთ “გზები” იზოლენტისგან, რათა ბავშვებმა მანქანების საინტერესო რბოლა მოაწყონ.

ამის გაკეთება ხალიჩაზეც შეგიძლიათ!

2. სხვათა შორის, იატაკზე კლასობანაც შეგიძლიათ ითამაშოთ!

3. ითამაშეთ პინგ-პონგი ბუშტით: თქვენ მხოლოდ ქაღალდის თეფშები, ტუალეტის ქაღალდის მილები და ბუშტი გჭირდებათ.

შეგიძლიათ რამდენიმე წესი მოიფიქროთ! აქ ორი ვარიანტია მოცემული:

ა) შეგიძლიათ ითამაშოთ გუნდურად: რამდენჯერმე უნდა დაარტყათ ბუშტს, რომ ის იატაკს არ შეეხოს.

ბ) შეგიძლიათ შეჯიბრი მოაწყოთ: დადგეთ დივნის მოპირდაპირე მხარეებზე და მიიღოთ ქულა ყოველ ჯერზე, როდესაც მოწინააღმდეგე პასს გაუშვებს.

4. შეგიძლიათ ითამაშოთ ნამდვილი პინგ-პონგი, მაშინაც კი, თუ ამისთვის არ გაქვთ სპეციალური მაგიდა.

პინგ-პონგის კომპლექტის შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ.

5. მოათავსეთ საპონის ფილა მიკროტალღურ ღუმელში, საპონის ღრუბელის გასაკეთებლად.

2 წუთში საპონი ფუმფულა ღრუბლად გადაიქცევა. ძალიან საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტია, თქვენს შვილებს აუცილებლად მოეწონებათ!

6. გააკეთეთ სამიზნე და მოაწყვეთ შეჯიბრი ქაღალდის თვითმფრინავების სროლის სიზუსტეზე.

ფოტოზე აღბეჭდილი სამიზნე შეძენილია, მაგრამ თქვენ მისი გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ შესაფუთი ქაღალდისგან, ქაღალდის პაკეტის, ძველი პირსახოცის ან ნებისმიერი სხვა ქსოვილისგან, რომელიც ნახვრეტების გასაკეთებლად არ დაგენანებათ.

7. ჩაატარეთ ექსპერიმენტი წყლის ბომბებით.

ეს ძალიან კლასიკური რამაა. მას ინტერნეტითაც შეიძენთ.

8. მოუწყვეთ ბავშვებს იოგას სეანსი, მოქნილობისა და სიმშვიდის გასავითარებლად.

9. დაასხით Skittles-ს მდუღარე წყალი, ლამაზი ნიმუშების შესაქმნელად.

ეს შეიძლება გაკეთდეს უსასრულოდ, Skittles-ის სხვადასხვა ფერის გამოყენებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბავშვები არ შეჭამენ ზედმეტ ტკბილეულს და სახლში ყოფნისას არ მოიწყენენ.

10. ქილაში გააკეთეთ “ფოიერვერკი” წყლის, ზეთისა და საკვები საღებავების გამოყენებით.

აიღეთ გამჭვირვალე ქილა და მისი ორი მესამედი წყლით შეავსეთ. დაასხით ზემოდან მცენარეული ზეთის მცირე ფენა (1-2 სმ). შემდეგ კი ზემოდან საკვები საღებავი დააწვეთეთ და დატკბით სილამაზით!

11. ითამაშეთ “დონატი” – ეს “Jenga”-ს ჰგავს, უბრალოდ მისთვის იმპროვიზებულ მასალებს ვიყენებთ.

12. მუყაოსგან ხელები გამოჭერით და მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა მათ “მანიკური” გაუკეთონ.

ბავშვებს ძალიან უყვართ ფრჩხილების შეღებვა, მაგრამ თუ არ გსურთ, რომ მათ თქვენ ან საკუთარ ფრჩხილებზე წაისვან ფრჩხილის ლაქი, ეს შესანიშნავი ალტერნატივაა!

13. თუ თქვენს შვილებს “ტყლარწი” უყვართ, მაშინ მათ აუცილებლად მოეწონებათ ხელნაკეთი პლასტელინები.

თქვენ უბრალოდ ერთმანეთს უნდა შეურიოთ მამაკაცის საპარსი ქაფი და სახამებელი თანაბარი პროპორციით. ფერადი ტყლარწის დასამზადებლად კი შეგიძლიათ საკვები საღებავიც დაუმატოთ.

14. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა “აბანაონ” პლასტმასის სათამაშოები.

ეს არა მხოლოდ დროის გაყვანაში დაგეხმარებათ, არამედ მოგცემთ შესანიშნავ შესაძლებლობას ბავშვებს გააგებინოთ დაბანის აუცილებლობაზე – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელს სამყაროში ვირუსი ვრცელდება.

15. ხურდებით თამაში ყველას უყვარს – უბრალოდ მიეცით ბავშვებს ლითონის ხურდები.

მათგან ბავშვებს შეუძლიათ ააგონ კოშკი, ან სხვა თამაში მოიფიქრონ!

16. საკუთარი ხელით დაამზადეთ Star Wars-ის Stormtrooper-ის ჩაფხუტი პლასტმასის კანისტრისგან.

ცოტაოდენი იზოლენტი, მაკრატელი, ფანტაზია და სულ ესაა…

17. მიაწებეთ კედელზე ქაღალდის ხელსახოცის მილები, რათა ბავშვები გაერთონ.

მათ არასდროს მობეზრდებათ მილებში პატარა ბურთების და სხვა წვრილმანი ნივთების ჩაყრა, რითაც ამავდროულად განუვითარდებათ მოტორული უნარები.

18. უფრო მოზრდილ ბავშვებსაც მოეწონებათ ეს აქტივობა – თუ მას ცოტათი გაართულებთ.

18. წებოს ლენტი და ძველი გაზეთები – მხოლოდ ეს გჭირდებათ “ობობას ქსელის” სათამაშოდ.

გააბით “ქსელი” კარზე და მოაწყვეთ შეჯიბრი, ვინ უფრო მეტ დაჭმუჭნულ გაზეთს მიაწებებს ამ ქსელებზე.

19. სკოლამდელებს შეუძლიათ ჩხირით გამოკვეტონ ასოები შაქარზე.

20. მოამზადეთ პოპკორნი და “პოპკორნის ოლიმპიადა” მოაწყვეთ.

ჩაბერეთ წვენის საწრუპში და შეეჯიბრეთ, ვისი პოპკორნი უფრო შორს “გაფრინდება”.

22. კედელზე გააკარით გასახვევი ქაღალდი და ბავშვებს მოახატინეთ იგი.

თუ ასეტი ვარიანტი გაშინებთ, ქაღალდი იატაკზე დააფინეთ. ბავშვები გიჟდებიან დიდ ფართობზე ხატვაზე!

23. თუ ჭკვიანი სპიკერი გაქვთ, ჩამოტვირთეთ მათში საბავშვი თამაშები.

ჭკვიანი დინამიკების ყველა მოდელს შეუძლია მრავალფეროვანი საბავშვო თამაშების გადმოტვირთვა, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს. რატომღაც მშობლებმა ეს არ იციან.

24. ბუშტი-პაკეტები – ეს ძალიან საინტერესოა და ამავე დროს ბავშვებს ფიზიკას ასწავლის.

გაჭიმეთ თხელი თოკი და ერთი ბოლო დაუმაგრებელ მდგომარეობაში დატოვეთ. წებოს ლენტით მიაწებეთ საწრუპი ჩხირი ჰაეროვან ბუშტს და თოკი ამ ჩხირში გაიყვანეთ. შემდეგ ბუშტი გაბერეთ, მაგრამ არ გაკოჭოთ. რაც უფრო ძლიერად ჩაბერავთ, მით უფრო სწრაფად იფრენს იგი გადაჭიმული თოკით!

25. შუაზე გაჭერით წყლის მილი და გააკეთეთ რბოლის ბილიკი.

ბილიკზე შეგიძლიათ მარმარილოს ბურთები დააგოროთ. ბილიკის ნაწილები იზოლენტით დაამაგრეთ ერთმანეთს.

26. გაყინეთ წყალი და ითამაშეთ მინი-ჰოკეი.

 

ჰოკეის ჯოხის ნაცვლად ჩაის კოვზები გამოიყენეთ, ბურთის ნაცვლად კი – პლასტმასის თავსახური. კარების დამზადება კონსტრუქტორის გამოყენებითაა შესაძლებელი.

27. თუ ყველა თამაში მობეზრდება თქვენს შვილს, მიეცით მას თქვენს გარდერობში მოდების ჩვენების მოწყობის უფლება.

თუ გაქვთ ტანსაცმელი, რომელსაც უკვე დიდი ხანია აღარ იცვამთ, ან არ გენანებათ, ბავშვები სიამოვნებით გამოეწყობიან მათში.

და თქვენ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს შვილებთან ერთად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი