
კარანტინის გამო, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა აიკრძალა, მაგრამ არავის აუკრძალავს ვირტუალურ ტურში გამგზავრება. რას იტყვით, თუ გაგიზიარებთ ყველაზე მაგარი ევროპული ციხე-კოშკების ფოტოებს, მათი “ყვავილობის” პერიოდში?
დღეს მრავალი ციხესიმაგრე ნანგრევებადაა ქცეული. მაგრამ ორგანიზაცია Budget Direct-მა დაიქირავა დიზაინერები და არქიტექტორები, კომპიუტერული ვიზუალიზაციის მეშვეობით მათი თავდაპირველი სიდიადის აღსადგენად.
“მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სახლში ზის კარანტინის გამო. ეს პროექტი მცირე განტვირთვას მოუწყობს მათ და საშუალებას მისცემს იმოგზაურონ დივნიდან წამოდგომის გარეშე,” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
აბა, დავიწყეთ!
1. სამობორის ციხესიმაგრე (სამობორი, ხორვატია)
2. შატო-გაიარი, (ლეზ-ანდელი, საფრანგეთი)
3. დანოტარის ციხესიმაგრე (სტოუნჰეივენი, შოტლანდია)
4. მენლოუს ციხესიმაგრე (ჰოლუეი, ირლანდია)
5. ოლშტინის ციხესიმაგრე (ოლშტინი, პოლონეთი)
6. სპიშის ციხესიმაგრე (სპიშკი-ჰრადი, სლოვაკეთი)
7. პოენარის ციხესიმაგრე (ვალახია, რუმინეთი)
თქვენ რომელი მოგეწონათ განსაკუთრებით?