როგორ გავწმინდოთ მეტალო-პლასტმასის ფანჯრის რაფები

მინა-პაკეტის რაფას აქვს პოროვანი ზედაპირი, რაც ნიშნავს, რომ ჭუჭყი მასში ღრმად აღწევს. ეს მასალა მოგიყვებათ სხვა მიზნებისთვის შექმნილ საშუალებებზე, რომლებიც, როგორც წესი, შესანიშნავად უმკლავდებიან პლასტმასის ფანჯრის რაფებზე ჩამჯდარ დაძველებულ ლაქებსაც კი.

1. ფანჯრის საწმენდი სპრეი

უბრალოდ დაასხით დიდი რაოდენობით შუშის საწმენდი სითხე მინა-პაკეტზე არსებულ ლაქებზე, შემდეგ კი მცირე ძალდატანებით მოაშორეთ ლაქები საწმენდი ქსოვილით.

2. სპეციალური ღრუბელი თეთრი ზედაპირებისთვის

ღრუბელი უნდა ჩაალბოთ წყალში და ძალიან კარგად გაწუროთ. როდესაც ფანჯრის რაფაზე ლაქების გაწმენდას დაიწყებთ, ღრუბელი გამუქებას დაიწყებს, ჭუჭყს შეიწოვს. ღრუბელი იდეალურია ფანჯრის რაფაზე დამჯდარი მტვრის გასაწმენდადაც. იგი კარგად უმკლავდება ყვავილების ქოთნებისგან გაჩენილ ლაქებსაც.

3. სოდა ნაცარი

საჭიროა მოამზადოთ ფაფისებრი მასა შემდეგი პროპორციით: ერთ ფინჯან სოდაზე – რამდენიმე ს.კ. წყალი. მასა უნდა იყოს ტენიანი, მაგრამ საკმარისად სქელი. ფანჯრის რაფის ლაქებისგან ჩამოსარეცხად გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი წრიული და გრძივი მოძრაობებით.

მნიშვნელოვანია! თუ ფანჯრის რაფა ძალიან არის დაბინძურებული, ნაზავი 10 წუთით უნდა გააჩეროთ, შემდეგ კი რამდენჯერმე ჩამორეცხოთ კარგად დასველებული ღრუბელით, ყოველ მომდევნო ჯერზე ღრუბელი უფრო ძლიერად გაწურეთ.

4. მათეთრებელი ფხვნილი

ამ მეთოდშიც, ისევე როგორც წინაში, გამოვიყენებთ ფაფისებრ მასას და არა ხსნარს. თანაფარდობა დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება: 3 სუფრის კოვზ მშრალ მათეთრებელ ფხვნილს ჩვეულებრივ სჭირდება 4-5 სუფრის კოვზი წყალი.

5. ნიშადურის სპირტი

ეს მეთოდი იდელურია ექსპერიმენტული ლაქებისთვის, როგორიცაა ბრილიანტის მწვანე ან ფლომასტერი. წყლით სავსე თასში ჩაასხით 2 ს.კ. ნიშადურის სპირტი. არ დაგავიწყდეთ, რომ ამიაკს აქვს ძალიან მძაფრი სუნი, ასე რომ, შეგიძლიათ გაიკეთოთ ერთჯერადი მარლის პირბადე ან უბრალოდ შეეცადეთ სახე მაქსიმალურად მაღლა აწიოთ, არ დაეყრდნოთ ფანჯრის რაფას დამუშავების დროს.

6. საკვები სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაზავი

მოამზადეთ ფაფა: სამ სუფრის კოვზ საკვებ სოდას დაასხით მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგი, წყლის დამატება არ არის საჭირო. მიღებული მასით გაწმინდეთ ფანჯრის რაფა ჭურჭლის სარეცხი ღრუბელის გამოყენებით.

7. თვითწებვადი ფირი

ფანჯრის რაფაზე ყვითელი და ნაცრისფერი ნალექის აღმოსაფხვრელად თვითწებვადი ფირი გამოგადგებათ, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიაში იყიდება. მის დაწებებამდე ფანჯრის რაფა საკმარისად სუფთა და მშრალი უნდა იყოს. ფანჯრის რაფების გასაწმენდად ფირი 5-7-ჯერ დააწებეთ და ააძვრეთ. შემდეგ კი ფანჯრის რაფა წყლით გაწმინდეთ.

8. სამრეცხაო საპონი 72%-იანი

ძალიან მარტივი გზა პლასტმასის ფანჯრის რაფის მტვრისგან, ჭუჭყისა და ყვითელი ლააქებისგან გასაწმენდად – სამრეცხაო საპონის ხსნარი. 1 ლიტრ საკმარისად ცხელ წყალში შეურიეთ 50 გრ მსხვილად ან წვრილად გახეხილი 72%-იანი სამრეცხაო საპონი და ამ სითხით გაწმინდეთ ფანჯრის რაფა წრიული მოძრაობებით. ჩვეული ლაქები, რომლებიც, როგორც წესი, წყლიდან და ჭვარტლიდან ჩნდება, კვალის გარეშე გაქრება.