საუკეთესო საოჯახო ფილმების ნაკრები, რომლებიც შვილებთან ერთად უნდა ნახოთ

თუ თქვენ და თქვენმა მეუღლემ უკვე ზეპირად იცით მრავალი საბავშვო მულტფილმის ყველა სერია, ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ… კარანტინის დროს, ჩემმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ საღამოს დავუთმოთ დრო კარგ ფილმს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს შვილებსაც დაამახსოვრდებათ; კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და სულს გაგითბობთ.

დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ საოჯახო ფილმების ნაკრები, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს შვილებთან ერთად. ისინი ბევრად უკეთესია, ვიდრე მულტფილმები!

საუკეთესო საოჯახო ფილმები ბავშვებისთვის

1. “პადინგტონის თავგადასავალი”

ეს მხიარული, კეთილი და ფერადი ფილმი უდავოდ კარგი ვარიანტია ბავშვებთან ერთად სანახავად. მომხიბვლავი დათუნია პადინგტონი პერუდან ლონდონში მიემგზავრება თანამგზავრის მოსაძებნად, რომელიც 40 წლის წინ იყო სტუმრად მის ბიძასთან და დეიდასთან. უცნობ სამყაროში მას ელოდება თავგადასავალი და საფრთხე, მეგობრები და ახალი ოჯახი!

2. “ნენსი დრიუ და საიდუმლო კიბე”

ამ დეტექტივის საფუძველი იყო ამავე სახელწოდების წიგნი კაროლინ კინის სერიიდან. ხანდაზმული დები დახმარებას სთხოვენ ნენსის – 16 წლის მოზარდ-დეტექტივს, რომელიც მათ ციხიდან მკვლელობის ბრალდებიდან იხსნის. სადუმლოებების გამოძიება მთავარი გმირის ხელობაა. მით უმეტეს, რომ ამ საქმეში მისი ოჯახიც არის გარეული. ფილმი ძალიან საინტერესოა!

3. “გაქცევა ფიონასთან ერთად”

“რაზე ხარ წამსვლელი, მეგობრის გადასარჩენა?” – კითხვა, რომელსაც აუცილებლად დაუსვამთ საკუთარ თავს ამ ფილმის ნახვის შემდეგ. ოდესღაც დიდი სპლიყვი ფიონა ოსტატურად ასრულებდა რთულ აკრობატულ ილეთებს და პუბლიკას აღუწერლად აღაფრთოვანებდა. მაგრამ ახლა, როდესაც ფიონას ძალები შესუსტდა და მან შეწყვიტა მაყურებლის გაოცება, ცირკის მეპატრონემ ცხოველი მოშორება გადაწყვიტა.

მისმა 14 წლის ქალიშვილმა, დონმა, მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და ერთ ღამეს ფიონა ცირკის გალიიდან გამოაპარა…

4. “ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი”

შესანიშნავი, ძალიან კეთილი და ჭკუის სასწავლებელი საოჯახო ფილმი, რომელიც ბრიტანელი ბენჟამინ მეის მოგონებებზეა დაფუძნებული. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ფილმის გმირი ორ შვილთან ერთად ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად, სადაც ისინი გარდა სახლისა მიიღებენ ზოოპარკს ორასი სხვადასხვა ცხოველით. მათი ცხოვრება არასდროს იქნება ძველებურად!

ფილმი ლამაზად, დაძაბულობის და ზედმეტი დრამატიზმის გარეშეა გადაღებული, მაგრამ ამავე დროს ძალიან ღრმად. იგი გულში ძალიან თბილ შეგრძნებას დაგიტოვებთ.

5. “მია და თეთრი ლომი”

კეთილი და ოდნავ გულუბრყვილო ფილმი. ახალგაზრდა მია წვიმიანი ლონდონიდან მშობლებთან ერთად გადადის ცხელ სამხრეთ აფრიკაში. გოგონას მამამ შეიძინა ფერმა მეცხოველეობის მეურნეობისთვის, ახლა კი ცხოველებსა და ფრინველებზე ზრუნვა ოჯახის მთავარი საქმეა. მოგვიანებით, მია საერთო ენას იპოვის ახალშობილ თეთრი ლომის ბოკვერში, რომელსაც გოგონა ჩარლის დაარქმევს.

6. “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” 

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გაზაფხულია, მზად ვარ კიდევ ერთხელ ვუყურო ამ ნათელ და კეთილ საშობაო ზღაპარს. ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად უყუროთ!

7. “ველური ჯადოქრები”

12 წლის კლარა ყველაზე ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც ერთ დროს იდუმალებით მოცულმა შავმა კატამ დაკაწრა. მალევე, კლარა ხვდება, რომ მან ჯადოსნური უნარი შეიძინა – ახლა მას ცხოველებთან საუბარი შეუძლია.

აღმოჩნდება, რომ გოგონა ჯადოქრების უძველეს კლანს განეკუთვნება და მას შეუძლია ყველაზე ძლიერ ბოროტ ჯადოქარს შეებრძოლოს. ველურ სამყაროს საფრთხე ემუქრება, ამიტომ კლარა თავის მეგობრებთან და მენტორ დეიდასთან ერთად იძულებულია ჯადოსნურ მოგზაურობაში გაემგზავროს.

8. “უსახლკარო”

კეთილი ფრანგული ფილმი ნაპოვარა ბიჭის რემისა და მოხეტიალე მხატვრის ვიტალისის თავგადასავლების შესახებ. გმირები ერთად იწყებენ საინტერესო მოგზაურობას საფრანგეთში, ხდებიან საუკეთესო მეგობრები და პოულობენ ნამდვილ ოჯახს.

9. “პოლიანა” 

ამ ფილმის ნახვას გირჩევთ ყველა პესიმისტს, რადგან მას შეუძლია შეცვალოს თქვენი შეხედულება სამყაროზე. 11 წლის პოლიანა კარგავს მშობლებს და საცხოვრებლად მკაცრ და ბუზღუნა დეიდასთან გადადის, რომელიც ცდილობს მას მკაცრი წესები დაუწესოს. რთული გარემოებების მიუხედავად, გოგონა კეთილი, გახსნილი და უბოროტოა. სიკვდილამდე, მამამ მას საინტერესო თამაში ასწავლა – იპოვო სიხარულის მიზეზი ნებისმიერ სიტუაციაში. თქვენც გინდათ ისწავლოთ ასეთი თამაში?

10. “პიტის დრაკონი”

მრავალი წლის განმავლობაში, მისტერ მეჩა აკვირვებდა ადგილობრივ ბავშვებს ზღაპრული ისტორიებით ულმობელ დრაკონზე, რომელიც ჩრდილოეთით, ტყეების სიღრმეში ცხოვრობს. მისი ქალიშვილის გრეისისთვის, ყველა ეს ამბავი უბრალო ფანტაზიის ნაყოფია, სანამ იგი ტყეში პატარა ბიჭს, სახელად პიტს გაიცნობს.

პიტი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ველურ ტყეში, მას არც სახლი აქვს, არც ოჯახი, სამაგიეროდ ჰყავს შესანიშნავი მეგობარი – უზარმაზარი მწვანე დრაკონი ელიოტი. გრეისი გადაწყვეტს გაარკვიოს ახალგაზრდა პიტის ამბავი, შეისწავლოს სიმართლე მისი ოჯახის და იდუმალი დრაკონის შესახებ, რომელზეც ამდენი მითქმა-მოთქმა და  ლეგენდა დადის.

11. “ჩემი საშინელი ძიძა”

სასწაულებრივად, მახინჯი ძიძა ჯადოქარი მაკფი ახლად დაქვრივებული ბატონი ბრაუნის ოჯახში აღჩნდება. შვიდმა ურჩმა ქალაბიჭა ბავშვმა უკვე შეძლო 17 ძიძის ჭკუიდან გადაყვანა. შეძლებს მაკფი დაიმორჩილოს ეს გაუგონარი ხულიგნები? ეს ნამდვილი კეთილი ზღაპარია ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის!

12. “მუსიკის ჰანგები”

დაბოლოს, მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და ნათელი ნამუშევარი, “მუსიკის ჰანგები”. ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ მთელმა ოჯახმა წყნარ შაბათ საღამოს! მოქმედება მიმდინარეობს ავსტრიაში 30-იანი წლების ბოლოს, ნაცისტურ გერმანიასთან შეერთებამდე ცოტა ხნით ადრე.

ახალგაზრდა და მხიარული მარია აღმზრდელად იწყებს მუშაობას ქვრივის, ბარონ ფონ ტრაფის, შვიდი შვილის მამის ოჯახში. ანგელოზის ხასიათი და მუსიკალური ნიჭი ეხმარება გოგონას, იპოვოს ურჩი ბავშვების გულისკენ მიმავალი გზა და შეარბილოს ოჯახის უფროსის მძიმე ტემპერამენტი. ალპური მთების მუსიკა, სიმღერები, სიუჭეტი და მომაჯადოებელი კადრები – ამ ფილმში ყველაფერი შესანიშნავია!

ეს ფილმები იქნება სიბრძნის და შთაგონების ფასდაუდებელი წყარო თქვენი შვილებისთვის. ასეთი ფილმების ყურება მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებებს და ემოციებს მოგცემთ, რადგან ახლო და ძვირფასი ადამიანების წრეში დრო ორჯერ უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გადის.